31/08/2026
2026 წლის 31 აგვისტოს გაიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი თინათინ ძაბილაშვილი, თანამომხსენებელი ელენე სამხთუაშვილი/
2. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენის შესახებ.
/მომხსენებელი მარინა თედიაშვილი, თანამომხსენებელი ელენე სამხთუაშვილი/
3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოსთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი ფიქრია გილაშვილი, თანამომხსენებელი ვანო ანუაშვილი/
4. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი ფიქრია გილაშვილი, თანამომხსენებელი ვანო ანუაშვილი/
5. "საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის N 12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი ფიქრია გილაშვილი, თანამომხსენებელი ვანო ანუაშვილი/
6. "საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი ფიქრია გილაშვილი, თანამომხსენებელი ვანო ანუაშვილი/
7. "მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ივლისის N50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი ფიქრია გილაშვილი, თანამომხსენებელი ვანო ანუაშვილი/
8. "საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი ფიქრია გილაშვილი, თანამომხსენებელი ვანო ანუაშვილი/
9. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ 55.11.65.008.054) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
/მომხსენებელი თემური კოტორაშვილი, თანამომხსენებელი ვალერიან ხუნაშვილი/
10. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
/მომხსენებელი ლალი ზაბახიძე, თანამომხსენებელი გიორგი კოხტაშვილი/
11. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის #5 ქუჩის სახელდების მიზანშეწონილობის შესახებ.
/მომხსენებელი არჩილ ჯაბადარი, თანამომხსენებელი ვალერიან ხუნაშვილი/
12. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის ცენტრალური ქუჩის სახელდების მიზანშეწონილობის შესახებ.
/მომხსენებელი არჩილ ჯაბადარი, თანამომხსენებელი ვალერიან ხუნაშვილი/
13. ქ.საგარეჯოში მდებარე XI ქუჩის სახელდების მიზანშეწონილობის შესახებ.
/მომხსენებელი ვანო ანუაშვილი, თანამომხსენებელი ვალერიან ხუნაშვილი/
14. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში V ქუჩის სახელდების მიზანშეწონილობის შესახებ.
/მომხსენებელი არჩილ ნემსიაშვილი, თანამომხსენებელი ვალერიან ხუნაშვილი/
15. სხვადასხვა.