01/09/2026
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
დ) აკადემიური მოსწრება: ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0).
დამატებითი მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს, შემდეგ მისამართებზე:
სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102059?active=1
სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102008?active=1
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.