ახალი სენაკი • Ahali Senaki

ახალი სენაკი • Ahali Senaki კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა

საარჩევნო ნომერი - 4

14/08/2026

34 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, რუსეთმა, მის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ძალებთან ერთად, აფხაზეთის ომი დაიწყო.

ამ დღეს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს, რა მოგვიტანა იზოლაციამ, რუსეთთან მარტო დარჩენამ და ის გმირული მსხვერპლი, რომელიც თავისუფლებისთვის გავიღეთ.

აფხაზეთი საქართველოა!
დიდება გმირებს!

კოალიცია ცვლილებისთვის მკაცრად გმობს ირაკლი კობახიძის 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს ეროვნულ...
09/08/2026

კოალიცია ცვლილებისთვის მკაცრად გმობს ირაკლი კობახიძის 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები. განცხადება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, ხოლო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა ცხინვალი, არის რუსეთის ოფიციალური ნარატივი და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის გადატანა საქართველოზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანია, გაკეთებული რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავზე.

2008 წლის ომის შესახებ არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი საერთაშორისო დასკვნა (ევროკავშირის დამოუკიდებელი საგამოძიებო მისია - ე.წ.ტალიავინის კომისია, 2009; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)", 2021; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ICC, 2022; გაერო-ს გენერალური ასამბლეის არა ერთი დასკვნა), რომლებიც ერთობლიობაში ცხადად ქმნიან სურათს, რომ როგორც შეიარაღებული მოქმედებების დაწყება, ასევე ომის შედეგად წარმოშობილი ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და საქართველოს სუვერენიტეტის განგრძობითი დარღვევა არის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა.

ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება მიზანმიმართულად და შეგნებულად ასუსტებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო ინსტიტუციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად და და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის საქართველოზე გადმოსატანად.
კობახიძის განცხადება შეგნებულად ქმნის პოლიტიკურ და სამართლებრივ ორაზროვნებას ქვეყნის უახლესი ისტორიის თაობაზე, რაც ასუსტებს ჩვენი სახელმწიფოს მედეგობას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ეს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ოკუპაციის საკითხზე, საჭიროებს მკაცრ პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას.

კოალიცია ცვლილებისთვის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ობიექტურმა და დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და სამართლებრივად შეაფასოს, შეიცავს თუ არა კობახიძის ეს განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რა მოტივი და მიზანი ამოძრავებს მას საქართველოს სახელით გააკეთოს შეგნებულად გაყალბებული ისტორიული ფაქტების და სამართლებრივი შეფასებების შემცველი განცხადება, რომელიც დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ, საქართველოს ეროვნული ინტერესების შეგნებულად დამაზიანებელი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილების და მისი ქმედებების ანტიეროვნული ხაისათის შესწავლისა და შეფასების მიზნით.

კოალიცია ცვლილებისთვის კვლავ ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე და მის შედეგებზე (საქართველოს ტერიტორიის განგრძობითი ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ადამიანის უფლებათა მასობრივი და მძიმე დარღვევები, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა) სრული პასუხისმგებელობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

07/08/2026

✊ დიდება გმირებს! 🇬🇪

ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ, დღეს, ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვ...
06/08/2026

ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ, დღეს, ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს ნიკა მელიას მიმართ უკვე მესამე უკანონო განაჩენია მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პოლიციამ ის დაგეგმილ ინტერვიუს ჩაწერაზე მიმავალი, ყველანაირი კონსტიტუციური უფლების დარღვევით, 2025 წლის 29 მაისს, სასამართლომდე ერთი დღით ადრე, გაიტაცა.

მას შემდეგ რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, ხელი დააფაროს ამ დანაშაულში მონაწილე ადამიანებს და აბსურდული ბრალდებებით გაუხანგრძლივოს ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი განაჩენის ათვლა დაიწყო 2025 წლის ივნისიდან და ამგვარად სხვა, უკვე მისჯილი მსჯავრებით გადაიფარა, ეს აბსურდული საქმეც ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ივანიშვილის მიერ მოპარული მართლმსაჯულების სისტემა სრულად დგას არალეგიტიმური ხელისუფლების სადარაჯოზე.

ნიკა მელიას თავდადება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო
მაგალითია იმისა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ყველაზე მეტად - თავისუფალი ადამიანების შეუპოვრობის.
თავისუფლება ნიკას!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!
ერთად გავიმარჯვებთ!

საქართველოს კონსტიტუცია თითოეულ მოქალაქეს გარანტირებულად ანიჭებს არჩევნებში მონაწილეობის ფუნდამენტურ უფლებას. მიუხედავად...
30/07/2026

საქართველოს კონსტიტუცია თითოეულ მოქალაქეს გარანტირებულად ანიჭებს არჩევნებში მონაწილეობის ფუნდამენტურ უფლებას. მიუხედავად ამისა, 2025 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებით ასი ათასობით ქართველ ემიგრანტს ეს უფლება წაართვეს.

ადამიანი, რომელიც ყოველდღიური მძიმე შრომით ინახავს საკუთარ ოჯახს და ქმნის საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დასაყრდენს, არ შეიძლება მოკლებული იყოს საკუთარი სამშობლოს მომავლის განსაზღვრის უფლებას.

ეს გადაწყვეტილება არის ემიგრანტების პოლიტიკური აქტიურობის შიშის პირდაპირი შედეგი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ 95 834 ემიგრანტი დარეგისტრირდა, სადაც მმართველმა პარტიამ ხმების მხოლოდ 13.49% მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა. როდესაც რეჟიმმა დაინახა, რომ ვერ შეძლო თავისუფალი მოქალაქეების შეშინება, მოტყუება ან მოსყიდვა, ხალხის ნების პატივისცემის ნაცვლად ემიგრანტების არჩევნებიდან გათიშვა არჩია.

ემიგრანტების საარჩევნო ხმის დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სამართლებრივი კავშირის გაწყვეტა სამშობლოსთან.

ჩვენი მოთხოვნაა:

1. დაუყოვნებლივ აღდგეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური საარჩევნო უფლება.

2. შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გაიხსნას საარჩევნო უბნები საზვარგარეთ, რათა ყველა ემიგრანტმა შეძლოს არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობა.

უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის.
მოაწერეთ ხელი პეტიციას და დაიცავით თქვენი კონსტიტუციური უფლება.

პეტიცია :

საქართველოს კონსტიტუცია თითოეულ მოქალაქეს გარანტირებულად ანიჭებს არჩევნებში მონაწილეობის ფუნდამენტურ უფლებ...

📍ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის დეკლარაციის შესახებ
10/07/2026

📍ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჰააგის დეკლარაციის შესახებ

08/07/2026

ივანიშვილის სპექტაკლების დრო დასრულებულია. მას მანიპულაციის სივრცე აღარ აქვს.

Address

კოსტავას 40
Senaki
4100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალი სენაკი • Ahali Senaki posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share