სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi

  • Home
  • Georgia
  • Signagi
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi

სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი - მალხაზ ბეგიაშვილი

04/09/2026

10 სექტემბერს, 19:00 საათზე, წნორის სპორტული კომპლექსის დარბაზში ბესო ბერულაშვილის საღამო გაიმართება.

მასთან ერთად მაყურებლის წინაშე მუსიკოსი ლევან შენგელია წარდგება.

მობრძანდით, დასწრება თავისუფალია.

03/09/2026

2026 წლის 7 სექტემბერს 12:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი N2) მოწვეულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

დღის წესრიგი:

1. საკრებულოში ინიცირებული სამართლებრივი აქტის პროექტებზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის შესახებ;
მომხსენებელი: დავით ჯანიკაშვილი

2. საკრებულოს კომისიებში სამართლებრივი აქტის პროექტების განხილვის ვადების შესახებ;
მომხსენებელი: დავით ჯანიკაშვილი

3. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში ინიცირებული საკითხების შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ.
მომხსენებელი: დავით ჯანიკაშვილი

02/09/2026
01/09/2026

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 4 ვაკანსიაზე გამოცხადდა.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური -1 ვაკანსია;
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 1;
ადმინისტრაციული სამსახური - 1;
განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური -1.
ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 1 ვაკანსია გამოცხადდება სიღნაღის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილებაში. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის https://vacancy.hr.gov.ge/ მეშვეობით შეუძლიათ.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეი...
31/08/2026

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და დირექტორის მოადგილე ვანო ბეგაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონში ნარჩენების სისტემის ეფექტური მართვის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა არსებულ გამოწვევებზე და მათი უმოკლეს ვადებში გადაჭრის აუცილებლობაზე.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გიორგი თუშიშვილი, გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, სიღნაღის საერთაშორისო არტ ფესტივალი 2026 საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას...
29/08/2026

სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, სიღნაღის საერთაშორისო არტ ფესტივალი 2026 საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა მიმართა, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა აღნიშნული კულტურული პროექტის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის სახელოვნებო ცხოვრებაში.

ფესტივალში მონაწილე მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრები გამოიფინა სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება გაცნობოდა თანამედროვე ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს.

​დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი.
ფესტივალი შეაფასეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვნებათმცოდნეებმა.
​ღონისძიების დასკვნით ნაწილში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფესტივალის მონაწილეები დააჯილდოვეს.

​"სიღნაღის საერთაშორისო არტ ფესტივალი 2026"-ის გამარჯვებულები არიან:

​ფერწერა: ირაკლი ჩიქოვანი და ტარიელ ალიევი;
​ქანდაკება: ბექა ჩხაიძე

​სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და სტუმარს, ფესტივალის მხარდაჭერისათვის.

🎨 სიღნაღი საერთაშორისო  არტ ფესტივალი✅29 აგვისტო დღის წესრიგი:13:00 ფესტივალის საზეიმო დახურვა (სიღნაღის მუზეუმში)მოყვარ...
29/08/2026

🎨 სიღნაღი საერთაშორისო არტ ფესტივალი
✅29 აგვისტო დღის წესრიგი:
13:00 ფესტივალის საზეიმო დახურვა (სიღნაღის მუზეუმში)
მოყვარული მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

გილოცავთ 🇬🇪
28/08/2026

გილოცავთ 🇬🇪

სიღნაღი საერთაშორისო  არტ ფესტივალი28 აგვისტო  დღის წესრიგი:12:00-19:00 ადგილობრივი რეწვის ნიმუშევის გამოფენა-გაყიდვა;14...
28/08/2026

სიღნაღი საერთაშორისო არტ ფესტივალი
28 აგვისტო დღის წესრიგი:
12:00-19:00 ადგილობრივი რეწვის ნიმუშევის გამოფენა-გაყიდვა;
14:00-19:00 პლენერი;
15:00-15:30 მუსიკალური პროგრამა - ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო(სახელოვნებო)სკოლების გაერთიანების ტრადიციული მუსიკის განყოფილება;
12:00-18:00 მოყვარული მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
ფოტოკონკურსი.

Address

აღმაშენებლის მოედანი N2
Signagi
4200

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi:

Shortcuts

Share