სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლა

სსიპ  ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლა სსიპ ქ. თბილისის N213 საჯარო სკოლა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში.

18/08/2026

ძვირფასო მშობლებო!
პირველკლასელთა ფორმები შეგიძლიათ შეიძინოთ სსიპ ქ. თბილისის N51 საჯარო სკოლაში 4 სექტემბერს.
ხ)) აქვე გაცნონებთ, რომ;

დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. და
ფორმებთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა 6 კატეგორია ,რომლებსაც სასკოლო ფორმა სასწავლო წელიწადში ერთხელ უფასოდ გადაეცემათ.
ესენი არიან:

🔹 მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
🔹 მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები;
🔹 მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები;
🔹 მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ჩართული მოსწავლეები;
🔹 თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები;
🔹 უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.

თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.

სასკოლო ფორმის ფასი:
სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
სასკოლო შარვალი: 25 ლარი
სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი

სარეალიზაციო პუნქტში ადგილზევე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ და შეარჩიოთ მათთვის ყველაზე კომფორტული ზომა.

ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)

ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.

სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)

რიგებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი საჯარო სკოლას 25 აგვისტომდე ინდივიდუალურად შეგატყობინებთ თქვენთვის განკუთვნილ გეგმა-გრაფიკს.

II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.

V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.

გთხოვთ, ყურადღებით გაადევნოთ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს და დაიცვათ მითითებული ვადები.

გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ და ნაყოფიერ ახალ სასწავლო წელს! ნაკლების ჩვენება

❤️❤️❤️❤️❤️
06/06/2026

❤️❤️❤️❤️❤️

📣 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს!

გარემოს დაცვის დღესთან ერთად, გილოცავთ საინტერესო და ნაყოფიერი საკონკურსო და სასწავლო წლის დასრულებას და გთავაზობთ ნიკო კეცხოველის 2026 წლის სასკოლო პრემიის ნახევარფინალისტი სკოლების სიას.

გვინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები როგორც კონკურსში, ასევე სწავლასა და გარემოსდაცვით საქმიანობაში.

CENN ამაყობს თქვენი პარტნიორობით!💚

ჩვენთვის ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის და მსოფლიოს მდგრადი, განვითარებული და ბედნიერი მომავლისთვის.

📎 ნახევარფინალისტი სკოლების სრული ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://forestry.ge/ge/kviris-tema/97833-2025-2026-tslebis-niko-kecxovelis-saskolo-konkursis-pirveli-etapi-dasrulda
--
🇬🇪🇦🇹 პრემია ხორციელდება პროექტის — "მწვანე კავკასია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.

Austrian Development Agency

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სსიპ ქალაქ თბილისის N213 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category