Droa • დროა

Droa • დროა პოლიტიკური პარტია დროა
Political Party Droa

ვულოცავთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!უკრაინელი ხალხის, უკრაინის თავდაცვის ძალებისა და უკრაინის მთავრ...
24/08/2026

ვულოცავთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

უკრაინელი ხალხის, უკრაინის თავდაცვის ძალებისა და უკრაინის მთავრობის გმირული ბრძოლა სამშობლოსთვის მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ მტრის ძალის მიუხედავად, ისტორიული სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

ჩვენი და უკრაინის სახელმწიფოებრიობის საერთო მტრის - კრემლის გეგმა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით მისთვის სასურველი მსოფლიო წესრიგი შეექმნა, კრახით დასრულდა.

ჩვენს თვალწინ ახალი მსოფლიო წესრიგი იბადება, სადაც დასავლური სამყარო ერთიანი, უკრაინა სტრატეგიულად გამარჯვებული, ხოლო რუსეთი იზოლირებული და სამხედრო-პოლიტიკური მარცხისთვის განწირულია.

დღეს, კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებთ უკრაინის ომში ჩვენი თავისუფლებისთვის შეწირულ გმირებს, მათ შორის ქართველებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე სიკეთის გამარჯვებას შესწირა.

გამარჯვება უკრაინას!

“ბოროტსა სძლია კეთილმან,
არსება მისი გრძელია!”

❗️ამ ხალხს გვერდში დგომა ჭირდება! | გიგა ლემონჯავა“ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, მანგანეზის საბადოების მმართველი კომპანიის ...
22/08/2026

❗️ამ ხალხს გვერდში დგომა ჭირდება! | გიგა ლემონჯავა

“ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, მანგანეზის საბადოების მმართველი კომპანიის დირექტორი, რუსეთის მოქალაქე, ვინმე სოცკი, ჩვენ ხალხს სახლებიდან ყრის, სოფელს სრულად გასახლებას უპირებენ.

სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა გასახლების კატეგორიული წინააღმდეგია.

იქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სოფლის სახელით ილაპარაკებს. ჯგუფის უფლებამოსილებას სოფელი ადასტურებს ხელმოწერებით.

ამ ხალხს გვერდში დგომა ჭირდება!”,- გიგა ლემონჯავა

📌დღეს, კოალიცია ცვლილებისთვის წევრები შუქრუთში მოქალაქეებს შეხვდნენ

19/08/2026

რა ხდება განმუხურში?! | მარიამ სიჭინავა, პარტია “დროა”

Mariam Sitchinava

❗️სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ევროკავშირს, გამოიკვლიოს რუსული მთავრობის ქმედებები და, შესაბამისად, დასაჯოს სწორედ ეს არალეგ...
17/08/2026

❗️სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ევროკავშირს, გამოიკვლიოს რუსული მთავრობის ქმედებები და, შესაბამისად, დასაჯოს სწორედ ეს არალეგიტიმურთა ბანდა და არა საქართველო | ელენე ხოშტარია

17/08/2026

“როგორც არ უნდა ეცადოს ქართული ოცნება, საერთაშორისო სამართლებრივად კონფლიქტის მხარეები არიან საქართველო და რუსეთი - როგორც ოკუპანტი ძალა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის საკითხი რეგულირდება ამ ორ მხარეს შორის მედიატორების ანუ ევროკავშირის მონაწილეობით.

ქართული ოცნების მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს. ამან კი, ომის დღევანდელი დინამიკიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორია, უკრაინის მხრიდან, შესაძლოა დარტყმების სამიზნე გახადოს.

რეგვენი სუსისა და უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში, იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ თავიდან, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ევროკავშირს, გამოიკვლიოს არალეგიტიმური და მათივე ინფორმაციით, რუსული მთავრობის ქმედებები. და, შესაბამისად, დასაჯოს სწორედ ეს არალეგიტიმურთა ბანდა და არა საქართველოს ტერიტორია, მათ შორის, მისი ოკუპირებული ნაწილი. სხვაგვარად, ყველანი პასუხისმგებლები ვიქნებით რუსეთის აგრესიულ და ტერორისტულ ომში მონაწილეობაზე, ჩრდილოეთ კორეასა და ბიძინასთან ერთად”,- ელენე ხოშტარია, პარტია “დროა”.

16/08/2026

გალში მცხოვრები ქართველები ამბობენ, საწვავი ჩვენ მაინც არ გვაქვსო და სად მიდის მაშინ ეს საწვავი?! | მარიამ სიჭინავა, პარტია “დროა”

📌შეგახსენებთ, 15 აგვისტოს, სავარაუდოდ ბენზინით დატვირტულმა სამმა მანქანამ, ყოველგვარი შემოწმებისა და დაყოვნების გარეშე, გაიარა ენგურის ხიდი.

კადრები პარტია დროას წევრმა მარიამ სიჭინავამ და პარტია ახალის წევრმა მაია კალანდიამ გადაიღეს.

16/08/2026

ემიგრანტებს აქვთ დიდი ძალა… რუსული რეჟიმი უნდა შეიცვალოს, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ ოჯახებს | ნათია ლეთოდიანი, პარტია “დროა”

15/08/2026

❗️რამდენიმე წუთის წინ, სავარაუდოდ ბენზინით დატვირტულმა სამმა მანქანამ, ყოველგვარი შემოწმებისა და დაყოვნების გარეშე, გაიარა ენგურის ხიდი.

ვიდეოები პარტია დროას წევრმა მარიამ სიჭინავამ და პარტია ახალის წევრმა მაია კალანდიამ გადაიღეს.

15/08/2026

ყოველი წვიმის მერე, ბოტებით კი არ უნდა გამოხვიდე კამერებთან, წინასწარ უნდა იზრუნო იმ ქუჩების მოწესრიგებაზე, რომლებიც წინა წვიმისას დაიტბორა | გიგა ლემონჯავა, პარტია “დროა”

ვფიქრობ, მომწიფდა დრო შემოდგომაზე დიდი ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარების | ელენე ხოშტარიას წერილი📌”საინტერესოა, ვინ შეიძლე...
15/08/2026

ვფიქრობ, მომწიფდა დრო შემოდგომაზე დიდი ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარების | ელენე ხოშტარიას წერილი

📌”საინტერესოა, ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ პუტინს და ივანიშვილს, თავისი კობახიძით, რომლებიც ადამიანებს საკუთარი პარტიული და პიროვნული ინტერესების განხორციელების ინსტრუმენტად აღიქვამენ, რომლებსაც შეუძლიათ ქიმიური იარაღი გამოიყენონ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, უცბად გული აუჩუყდათ აფხაზეთში მცხოვრებ ხალხზე. თან ისე აუჩუყდათ, რომ გავარდა ბიძინა და ჰუმანიტარული დახმარების სახით ბენზინი ჩაურბენინა. ეს ზღაპრები მოუყვნენ ვინმე სხვას. ხალხი ამას არ ჭამს.

საოკუპაციიო ხაზთან რომ მიდიხარ, 1 კგ კანფეტიც რომ მიგქონდეს ან მაკარონი და რძე, გადიხარ არაერთ ქართულ საგუშაგოს. ამ საგუშაგოებმა რომ გაგატარონ, დარეკილი უნდა გქონდეს სუს-ში და გაფრთხილებული, რომ ჩადიხარ. გაჩერებენ, იწერენ პირადობის მოწმობის მონაცემებს და გარკვეული დაყოვნების შემდეგ, ან გაგიშვებენ ან არა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 300, აღარ ვამბობ 3000 ტონა ბენზინით რაღაცა ბიზნესი მიადგა საოკუპაციო ხაზს, ჯერ ქართველებმა გაუშვეს, უი რა კეთილები ხართო და მერე იქ რუსები ტაშით დახვდნენ. საოკუპაციო ძალა, რომელიც არის იქ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი და პასუხისმგებელი ყველა შექმნილ სიტუაციაზე, ზის და აკვირდება, როგორ სიკეთეში იღვრებიან ქართველები და აფხაზები და როგორ ეხმარებიან ერთმანეთს გასაჭირის ჟამს. ეს ზღაპრებიც მოუყვნენ ვინმე სხვას.

ფაქტია, ეს არ იყო არანაირი ჰუმანიტარული აქტი. თავად კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო ვაჭრობის აქტი. ვაჭრობის აქტი, რომელიც თითქოს საოკუპაციო კანონის დაცვით განხორციელდა. მე არ ვიცი ტექნიკურად რა ქნეს, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ, როდესაც მოლაპარაკებები მიდიოდა ევროპასთან ვაჭრობის გახსნაზე, მაშინ ძალიან ბევრი დღე, კვირა და თვე მიდიოდა ფიქრი, როგორ შევძლოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ისეთი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომ მათ მიიღონ ევროპული სიკეთეები და არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარვევა. ამაზე დიდი კვლევა მიმდინარეობდა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით და საბოლოოდ, ეს საკითხი ჯერაც გადაუჭრელ საკითხად რჩება. ამ მრავალინსტიტუციური და პროცედურული სირთულის ფონზე, ისე, რომ არავინ ვიცოდით, უცბად ივანიშვილსა და კობახიძეს დაესიზმრათ, რომ ასეთი ფორმები არსებობს. ეს ზღაპრებიც მოუყვნენ სხვას.

ეს „სავაჭრო აქტი“ იყო ცალსახა ქვეყნის ღალატი, რუსეთის ინტერესების მსახურება კი არა, პირდაპირ რუსეთის მორიგი დავალების შესრულება, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის გათელვის ხარჯზე. არანაირი დახმარება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეს იყო რუსული სპეცოპერაცია განხორციელებული ქართულ ოცნებასთან ერთად და ეს არის ქვეყნის ღალატი. ოღონდ, მომავალი სამართლიანი მართლმსაჯულების გარდა, მათ ადგილას, უკრაინელებისაც მაგრად შემეშინდებოდა, არაფერს ვამბობ დასავლურ ქვეყნებზე და სანქციებზე.

და ბოლოს, ვფიქრობ, რომ მომწიფდა დრო შემოდგომაზე დიდი ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარების, რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტენ გარეთ მყოფი პოლიტიკოსები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მართლაც აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა ანახონ პუტინს, ივანიშვილს და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო, რაც არ უნდა კანონები მიიღონ, არ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას და საქართველო რეჟიმთან ბრძოლას აგრძელებს .

ბოლომდე!”

15/08/2026

Address

ლუარსაბ შარაშიძის 5
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Droa • დროა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Droa • დროა:

Shortcuts

Share