ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს

🔷 ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის - ხელშეკრულება...
11/08/2026

🔷 ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის - ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექსფარმასიუტიკალსთან“ უკვე გაფორმებულია.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა და მათ „ტრიკაფტას“ სახ...
11/08/2026

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა და მათ „ტრიკაფტას“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მშობლების განცხადებით, ინოვაციური პრეპარატის ხელმისაწვდომობა მათი შვილებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება.

შეხვედრაზე მინისტრმა მშობლებს მადლობა გადაუხადა ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტის დანერგვისთვის საჭირო პროცედურებს გააგრძელებს. პრეპარატის პაციენტებისთვის მიწოდების პროცესი სექტემბერში დაიწყება.

ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს და მნიშვნელოვნად აისახება პაციენტების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. „ტრიკაფტა“ უშუალოდ მოქმედებს დაავადების გენეტიკურ მიზეზზე, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, მკვეთრად ამცირებს დაავადების გამწვავებისა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას.

 #ძლიერიჯანდაცვისთვის ახალი მედიკამენტით მკურნალობა დაავადების გამწვავებასა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 80%-ამდე ამცირ...
11/08/2026

#ძლიერიჯანდაცვისთვის

ახალი მედიკამენტით მკურნალობა დაავადების გამწვავებასა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 80%-ამდე ამცირებს, რაც არამხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკითა და მტკიცებულებებით დადასტურებულია.

ახალი მედიკამენტით მკურნალობა დაავადების გამწვავებასა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 80%-ამდე ამცირებს, რაც არამხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკითა და მტკიცებულებებით დადასტურებულია.

🔷 ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის - ხელშეკრულება...
11/08/2026

🔷 ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის - ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ უკვე გაფორმებულია.

🔷 მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება დამტკიცებულ ჩვენებებს.

🔷 პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს დაავადების გენეტიკურ მიზეზზე, უზრუნველყოფს ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლების მკვეთრ გაუმჯობესებასა და პროგრესირებადი დაზიანების შეჩერებას. შედეგად, არსებითად მცირდება ინფექციური გართულებების რისკი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ფილტვის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა. მედიკამენტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნუტრიციულ სტატუსსა და ცხოვრების ხარისხს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ უფრო აქტიური, ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრებით.

🔷 ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას. ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები, დროთა განმავლობაში კი მნიშვნელოვნად უარესდება ფილტვების ფუნქცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მუდმივი მკურნალობის აუცილებლობა და დაავადებით გამოწვეული შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარებაზე. შესაბამისად თანამედროვე თერაპიის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

🔷„ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელ მედიკამენტების ნუსხაში (WHO Essential Medicines List) შევიდა, რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვან როლს ცისტური ფიბროზის თანამედროვე მკურნალობაში.

11/08/2026
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ოკუპირებულ...
08/08/2026

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

08/08/2026
05/08/2026

Address

Tsereteli Avenue 144
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო:

Shortcuts

Share