05/06/2026
🔹 კულტურის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
🔹 მომხსენებლის განცხადებით, 2025 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან შარშან საქართველოში რადიომაუწყებლობის დაწყებიდან 100 წლისთავი შესრულდა. „2025 წელს საქართველოს რადიო 100 წლის გახდა და რადიოარხს - „საქართველოს რადიო“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სიმბოლურია, რომ სწორედ 2025 წელს, მშენებლობის ხუთწლიანი პროცესის დასრულების შემდეგ, პირველმა არხმა ახალი შენობიდან დაიწყო მაუწყებლობა და ტელევიზიის ორი კორპუსი უახლესი ტექნიკითა და აპარატურით აღიჭურვა, რამაც სხვადასხვა თემატური, ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობები გააჩინა“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
🔹 ვრცლად: https://tinyurl.com/yf54xd2m