David Simonia • დავით სიმონია

David Simonia • დავით სიმონია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from David Simonia • დავით სიმონია, 140A Davit Agmashenebeli str, Tbilisi.

28/08/2026
ვულოცავ საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს! გისურვებთ წარმატებებს, პროფესიულ განვითარებას, სიმტკ...
30/05/2026

ვულოცავ საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს! გისურვებთ წარმატებებს, პროფესიულ განვითარებას, სიმტკიცესა და ნაყოფიერ საქმიანობას ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩე...
11/05/2026

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა შიო III.

ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს ამ დიდ სულიერ მისიას, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ სრულიად საქართველოს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს.

ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და ღვთის შეწევნას.
უფალი ფარავდეს საქართველოს ეკლესიას და სრულიად საქართველოს! 🙏🇬🇪

Axios 🙏

01/05/2026

დღეს დავასრულე ჩემი 7-წლიანი საქმიანობა საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურში.

ეს წლები ჩემთვის იყო პერიოდი, სადაც ყოველდღე, გუნდთან ერთად, მიწევდა არჩევანის გაკეთება მარტივსა და სწორს შორის. ხშირად ეს არჩევანი უხილავია, მაგრამ სწორედ აქ განისაზღვრება ამ სამსახურის რეალური ღირებულება.

ვიმუშავე ადამიანებთან, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ არა ფორმალურად, არამედ რწმენით - იმ გუნდთან, რომლის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ყოველდღიურად ქმნის ამ სამსახურის რეალურ ძალას.

განსაკუთრებული მადლობა საზოგადოებრივ ადვოკატებს, რომლებიც მართლმსაჯულების ყველაზე რთულ და ხშირად უხილავ წერტილში დგანან - იქ, სადაც ადამიანის ბედი ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში წყდება და სადაც ხშირად მხოლოდ თქვენი ხმა რჩება. თქვენ ჩუმად, ზედმეტი ყურადღების გარეშე აკეთებთ საქმეს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

რაც შევძელი, ვცდილობდი შემექმნა გარემო, სადაც პროფესიონალიზმი და ღირსება არ იქნებოდა კომპრომისის საგანი, და სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა განცდა, რომ მის შრომას მნიშვნელობა აქვს.

მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარე.
მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც სულ თან დამყვებოდა და მადლობა იმ გზისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ - ხანდახან რთულად, ხანდახან ჩუმად, მაგრამ ყოველთვის ღირსეულად!

ახალ ხელმძღვანელს ვუსურვებ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ მისი პროფესიონალიზმი და სწორი ხედვა ამ სამსახურს კიდევ უფრო გააძლიერებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

Address

140A Davit Agmashenebeli Str
Tbilisi
0102

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when David Simonia • დავით სიმონია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to David Simonia • დავით სიმონია:

Shortcuts

Share