ანტიკორუფციული ბიურო • Anti-Corruption Bureau

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ანტიკორუფციული ბიურო • Anti-Corruption Bureau

ანტიკორუფციული ბიურო • Anti-Corruption Bureau Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ანტიკორუფციული ბიურო • Anti-Corruption Bureau, Government Organization, გიგა ლორთქიფანიძე 4, Tbilisi.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვა ძვირფასო კოლეგებო, საქართველოსთვის, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცი...
27/02/2026

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვა

ძვირფასო კოლეგებო,

საქართველოსთვის, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დგას, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ შიდა რეფორმაა, არამედ საგარეო პოლიტიკური იმპერატივი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომი წევრობა პირდაპირ უკავშირდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემურ გაძლიერებას.

სწორედ ამ კონტექსტში 2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რის საფუძველზეც დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო. ეს იყო პასუხი ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად ასახელებდა ანტიკორუფციული ინსტიტუტის შექმნას. იმავდროულად, ბიურო არ იყო უბრალოდ ახალი უწყება - ეს გახლდათ კონცეპტუალური პასუხი უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე - საქართველო გახდეს სანიმუშო ქვეყანა კორუფციასთან სისტემური ბრძოლის კუთხით.

ბიუროს დაარსებით განისაზღვრა საქართველოს ანტიკორუფციულ პოლიტიკაში ახალი პერიოდის დასაწყისი - ფრაგმენტული ზომებიდან სისტემურ, დამოუკიდებელ და მულტისექტორულ მიდგომაზე გადასვლის ეტაპი. ბიუროს ისტორიული მისია განისაზღვრა, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ყველა შესაძლო საშუალებით. მთავარი ფოკუსი გაკეთდა პრევენციის მიმართულებით, რადგან კორუფცია, როგორც სისტემური პრობლემა, საუკეთესოდ დაძლევადია არა მხოლოდ სასჯელით, არამედ გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობის და საზოგადოებრივი კონტროლის კულტურის ჩამოყალიბებით. სწორედ პრევენცია, გამჭვირვალობის, განათლებისა და ინსტიტუციური რეფორმის გზით - ქმნის გრძელვადიან იმუნიტეტს კორუფციის მიმართ.

ბიუროს თავდაპირველი დებულების მიხედვით მისი მიზნები მოიცავდა:

• ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მონიტორინგსა და განახლებას;
• საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებასა და პრევენციას;
• თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიღებას, შენახვასა და საჯაროობას;
• პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს;
• მამხილებელთა დაცვასა და მხარდაჭერას;
• საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას;
• საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას კორუფციის საფრთხეებზე.

ბიუროს ინსტიტუციური მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:

• 2023 წელი - სტრუქტურის ჩამოყალიბება, პერსონალის დაკომპლექტება, პროცედურების შემუშავება;
• 2024 წელი - ეროვნული სტრატეგიის განახლების დაწყება, მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;
• 2025 წელი - საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, დეკლარირების მოდერნიზაცია, ფინანსური მონიტორინგის გაძლიერება და საგანმანათლებლო პროექტების გაფართოება.

მთელი ეს პერიოდი იყო გამოწვევებით სავსე - ახალი ინსტიტუტისთვის საჭირო იყო არა მხოლოდ ადამიანური თუ ტექნიკური რესურსები, არამედ საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება. მით უმეტეს, რომ ბიუროს საქმიანობის დასაწყისი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურად გარდამტეხ პერიოდს დაემთხვა, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი პოლარიზაციისა და გარე ძალების მიერ სოციალური განწყობების შექმნის აქტიური მცდელობების ფონზე მიმდინარეობდა.

ჩვენმა გუნდმა კორუფციასთან სისტემური ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა - გავაძლიერეთ ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია, გავხადეთ პოლიტიკური ფინანსები უფრო გამჭვირვალე, შევქმენით სისტემა, რომელმაც ათასობით თანამდებობის პირის ქონება გახადა ხილული, გავაძლიერეთ მამხილებელთა დაცვის მექანიზმი, განვაახლეთ ეროვნული სტრატეგია და საქართველოს საზოგადოებას ვაჩვენეთ - კორუფცია არ არის დაუძლეველი.

ახლა, ინსტიტუციური ცვლილებების ფონზე, ეს ანგარიში მოწმობს, რომ ჩვენი მიღწევები არ ქრება - ისინი ხდება სახელმწიფო სისტემის განუყოფელი ნაწილი.

რაჟდენ კუპრაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი

2025 წლის საქმიანობის ანგარიში იხილეთ ბმულზე

https://acb.gov.ge/files/ACBFINALREPORT2026%20pdf.pdf

სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2025 წლის 25 ნოემბრის N00023838 ბრძანებით, წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებო...
26/11/2025

სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2025 წლის 25 ნოემბრის N00023838 ბრძანებით, წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელი კომისიის შექმნის მიზნით, განცხადებებისა და შესაბამისი ინფორმაციის დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის განისაზღვრა დამატებითი ვადა - 3 (სამი) დღე და კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ განცხადება და შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2025 წლის 27 ნოემბრისა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://shorturl.at/THOjQ

https://shorturl.at/Uz9MK

https://shorturl.at/C20Oh

https://shorturl.at/AvWwj

წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელ კომისიაში გაწევრების პირობები.წლის განმავლო...
04/11/2025

წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელ კომისიაში გაწევრების პირობები.

წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელ კომისიაში გაწევრების მიზნით, სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო იწვევს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული მე-8 მუხლის თანახმად აკადემიური წრის წარმომადგენელი კომისიის წევრი უნდა იყოს პირი:

ა) რომელიც არ არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი;

ბ) რომლის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა/არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) რომელიც არ არის სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურე.
ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად არ შეიძლება არჩეულ იყოს ზედიზედ 2-ჯერ.

კომისიაში გაწევრების მსურველი კანდიდატების განცხადება, ასევე ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანდიდატის ან ზემოაღნიშნულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, უნდა გაიგზავნოს სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2025 წლის 24 ნოემბრისა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://shorturl.at/5dmo7

https://shorturl.at/4j89S

https://shorturl.at/hYBpB

27 ოქტომბერს, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ-ჰაიას შეხვდა.შეხვედრა...
27/10/2025

27 ოქტომბერს, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ-ჰაიას შეხვდა.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

On October 27, the Head of the Anti-Corruption Bureau of Georgia, Razhden Kuprashvili, met with the Ambassador of Israel to Georgia, Walid Abu-Haya.

The meeting was of an introductory nature. The parties discussed the activities of the Bureau and agreed on the prospects of future cooperation.

Address

გიგა ლორთქიფანიძე 4
Tbilisi
0114

Telephone

+995575778166

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ანტიკორუფციული ბიურო • Anti-Corruption Bureau posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ანტიკორუფციული ბიურო • Anti-Corruption Bureau:

Shortcuts

Share