მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, Government Organization, აკაკი წერეთლის გამზირი #8, Tbilisi.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), რომლის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ხელშეწყობა მათთვის პროფესიული განათლების უზრუნველყოფის, ასევე, მათი პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და დასაქმებისათვის მომზადების გზით

სამუშო ადგილი - სანაპიროს ქუჩა #2

🔹მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაჟიორების მიღებას იწყებს🔹ს...
01/09/2026

🔹მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაჟიორების მიღებას იწყებს

🔹საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი" 2026 წლის 1 სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს.

🔹სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე https://vacancy.hr.gov.ge შეუძლიათ.

🔹მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა🔹 იუსტიც...
11/08/2026

🔹მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

🔹 იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“, „თეგეტა გრინ პლანეტსა“ და „თეგეტა აკადემიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმი მსჯავრდებულთათვის ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსების, ტრენინგებისა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებას ითვალისწინებს, რაც მათ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და გათავისუფლების შემდეგ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.

🔹 აღნიშნულ კომპანიებთან „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ფინანსური მხარდაჭერით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე წარმატებით მოეწყო ჟოლოს ბაღი, „თეგეტა გრინ პლანეტმა“ კი ბაღისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა.

🔹 ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ დირექტორმა თამთა დემურიშვილმა, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა და „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ირინე წეროძემ.

🔹ღონისძიების დასასრულს, „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ დირექტორმა თამთა დემურიშვილმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ნიკა აბრამიშვილმა და „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა ჟოლოს ბაღები დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

07/08/2026
🔷 30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ...
30/07/2026

🔷 30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

🔹 ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის.

🔹 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მე-10 წელია, კვლავ უმაღლეს საფეხურზეა; სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს; განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

🔹 საქართველოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების დადებითი შეფასება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

🔹 ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, პროაქტიული გამოძიების, ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებისაკენ.

🔷N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულები განახლებადი ენერგიის შესახებ პროფესიული პროგრამა გაივლიან. 🔹N12 დ...
15/07/2026

🔷N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულები განახლებადი ენერგიის შესახებ პროფესიული პროგრამა გაივლიან.

🔹N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის პროგრამებს გაეცნენ. სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და უსაფრთხოების აკადემიის ხელშეწყობით, მსჯავრდებულებისთვის განახლებადი ენერგიის საფუძვლების, მიკროკლიმატისა და ფიზიკური ფაქტორების გაზომვის შესახებ პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა განხორციელდება.

🔹უსაფრთხოების აკადემიის პროფესიული კოლეჯის დირექტორმა დავით მაზმიშვილმა მსჯავრდებულებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯის საქმიანობის, შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობისა და იმ მოკლევადიანი კურსების შესახებ, რომელთა განხორციელებაც პენიტენციურ დაწესებულებებშია შესაძლებელი.

🔹პროგრამა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ პროფესიულ კოლეჯებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხრორციელდება.

🔹 მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გამოიფინა....
08/07/2026

🔹 მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გამოიფინა.

🔹 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია: აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. გამოფენა-გაყიდვის შედეგად, მსჯავრდებულებს დამატებითი შემოსავალი უჩნდებათ, რაც ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას.

🔹 მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დაათვალიერეს.

🔹 მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა საჯარო და კერძო უწყებასთან აქტიურ თანამშრომლობას.

🔷მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება🔹მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელ...
03/07/2026

🔷მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

🔹მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა“ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

🔹თანამშრომლობის ფარგლებში მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით პროფესიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შეიძენენ. პროექტი ითვალისწინებს აგრარული სფეროს სპეციალისტების მონაწილეობით ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსების, ტრენინგებისა და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

🔹მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და დასაქმების ხელშეწყობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე ხორციელდება არაერთი აგრარული პროექტი, ხოლო ახალი თანამშრომლობა მსჯავრდებულებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული კვალიფიკაცია აიმაღლონ და გათავისუფლების შემდეგ შრომის ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ.

🔹ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოაწერეს.

🔷ქალი მსჯავრდებულები მებაღეობის მიმართულებით გადამზადდნენ🔹N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო კურსი განხორციელდა. პრო...
29/06/2026

🔷ქალი მსჯავრდებულები მებაღეობის მიმართულებით გადამზადდნენ

🔹N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო კურსი განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში, ქალმა მსჯავრდებულებმა დეკორატიული მცენარეების მოვლისა და გამრავლების საფუძვლების შესახებ თეორიული ცოდნა მიიღეს და პრაქტიკული უნარები შეიძინეს. კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

🔹იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა კოლეჯთან თანამშრომლობით პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთ პროექტს ახორციელებს. მსჯავრდებულები მთელი წლის განმავლობაში ეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს, რაც მათ დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმებაში ეხმარებათ.

🔹სასწავლო კურსი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და პროფესიული კოლეჯის – „ფერმერთა სკოლის“ მხარდაჭერით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

🔹 მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში  გაიმართა🔹 სა...
26/06/2026

🔹 მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაიმართა

🔹 საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია: აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. გაყიდული ნივთებიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ერიცხებათ და ეს მათ შემოსავალს წარმოადგენს.

🔹გამოფენაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სსიპ. "მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის" დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ერთობლივ პროგრამებსა და ღონისძიებებს, რომლებიც წლებია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობისთვის ხორციელდება.

Address

აკაკი წერეთლის გამზირი #8
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995595892919

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი:

Shortcuts

Share