ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, Government Organization, ჟ. შარტავას ქუჩა №7, Tbilisi.

14/08/2026

🔹 ახალგაზრდა წყვილი, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები - ინა წიქარიშვილი და გიორგი თოდუა

11/08/2026

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

10/08/2026
07/08/2026
07/08/2026

პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00 საათამდე, პეკინის გამზირის ნაწილზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გურამ ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედანზე მოხვედრას ავტომობილები შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ტაშკენტის, იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით.

საგზაო მოძრაობის დროებითი შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული მარშრუტებიც შეიცვლება. კერძოდ, N300, N302, N349 ავტობუსები და N531 მიკროავტობუსი პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილდებიან იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.

N326 ავტობუსი კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას აღარ შევა პეკინის გამზირზე და მოძრაობას გააგრძელებს სააკაძის მოედნის მიმართულებით, რის შემდეგაც შარტავას ქუჩით დაუკავშირდება კანდელაკის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

რაც შეეხება N534-ს, მიკროავტობუსი პეკინის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც ტაშკენტისა და ფანჯიკიძის ქუჩებით დაუკავშირდება ისევ პეკინის გამზირს, შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით.

05/08/2026

🅿️ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო მიმდებარე ქუჩებზე დროებით გათიშულია ზონალური პარკირების სისტემა. რეაბილიტაციის დასრულებამდე მოქალაქეებისთვის პარკირებით სარგებლობა უფასოა შემდეგ ქუჩებზე:

📍 რ. თაბუკაშვილი, ნ. ვაჩნაძე, ნ. შენგელაია, გ. ლეონიძე, სულხან-საბა, პ. ინგოროყვა, ლ. გუდიაშვილი, ა. ფურცელაძე, ა. ჯორჯაძე, გ. ჭანტურია, რ. ლაღიძე, შ. მესხია, ვ. აბაშიძე, მ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, ძმები კაკაბაძეები, ლ. ქიაჩელი, ნ. ნიკოლაძე, რ. მიმინოშვილი, ა. გრიბოედოვი, ა. ჭავჭავაძე, მ. ლაღიძე, ბესიკი, ზ. ჟვანია, ტ. შევჩენკო, ლ. უკრაინკა, ძმები ზუბალაშვილები, ზ. ჭიჭინაძე.

31/07/2026

📌 სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა...
31/07/2026

მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ავტომობილები შემოვლას შეძლებენ ივანე მაჩაბლის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩების გამოყენებით. ასევე, ლეონიძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომანქანებით გადაადგილება დროებით შესაძლებელი იქნება სულხან-საბას ქუჩაზე.

აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები - N316, 324, 364, 374, 380, 382, 383, 390 და მიკროავტობუსები - N408 და 541) ლეონიძის ქუჩიდან იაშვილის ქუჩის მიმართულებით მაჩაბლისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდება, რის შემდეგაც დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.

30/07/2026

🔹 რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ეტაპები

Address

ჟ. შარტავას ქუჩა №7
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 06:00
Wednesday 11:00 - 06:00
Thursday 11:00 - 06:00
Friday 11:00 - 06:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share