გირჩი • Girchi

გირჩი • Girchi გირჩი 36 - თავისუფალი ხალხის პარტია!

05/09/2026

🔴 მძღოლებს მორიგი განსაცდელი ელით...
🟢 ავტომობილების სავალდებულო დაზღვევაზე I სანდრო რაქვიაშვილი

ქართული ოცნება აპირებს, დაჩქარებული წესით შეცვალოს ქონების გადასახადი და გაზარდოს ზღვრები. რადგან ეს ზღვრები წლებია არ შ...
04/09/2026

ქართული ოცნება აპირებს, დაჩქარებული წესით შეცვალოს ქონების გადასახადი და გაზარდოს ზღვრები.

რადგან ეს ზღვრები წლებია არ შეცვლილა, ლარი კი უფასურდებოდა - სულ უფრო მეტი ადამიანი სრულიად უსამართლოდ იბეგრებოდა ქონების გადასახადით.

📅 ჩვენ ამ უსამართლობის აღმოფხვრა ჯერ კიდევ 2023 წელს შევთავაზეთ მთავრობას. მათ დასჭირდათ 3 წელი, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება გაეგოთ.

🤷‍♂️ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

მაგრამ მომავალში, ქართული ოცნება / Georgian Dream, დაგვიჯერეთ - თქვენზე მეტი გვესმის ეკონომიკაშიც და ზოგადადაც.

🔗 კომიტეტისა და სასესიო სხდომის ვიდეოები კომენტარებშია 👇

04/09/2026

🔴 ქოცები პირველივე დღეს ჩაფლავდნენ. პროპაგანდისტული ვიდეოსთვის გაღიმებული ბავშვიც კი ვერ იპოვეს...
🟢 სკოლის ფორმებზე I სანდრო რაქვიაშვილი, იაგო ხვიჩია

02/09/2026

🔴 ჩვენ ისეთ ცუდ სიტუაციაში ვართ, არავინ არაფერს დადებს ჩვენთან. რუსეთმა რა უნდა დადოს ჩვენთან, რაში სჭირდება? ტრაქტატი ჩვენ გვჭირდებოდა...

🟢 იაგო გეორგიევსკის ტრაქტატსა და კობახიძის განცხადებაზე, რუსუდან ჯაბანიშვილის პოდკასტში "ინტერვიუ"

31/08/2026

🎓 2026 წელს განათლების მინისტრი გემუქრებათ, რომ თქვენი შვილები შესაძლოა სკოლებში არ შეუშვან, თუკი სახელმწიფოს მიერ დადგენილი დიზაინით შეკერილი ფორმა არ ეცმევათ.

არსებობს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს ჩარევა მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში მიზანშეწონილია. ეს ხდება მაშინ, როდესაც მშობელი აშკარად ძალადობს ბავშვზე.

👨‍👩‍👧‍👦 ყველა სხვა შემთხვევაში, დაშვება, რომ ბიუროკრატები უფრო მეტად არიან მოტივირებული, იზრუნონ ბავშვზე, ვიდრე მშობელი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს თავისი შვილი, უბრალოდ აბსურდულია.

– ეკა ონიანი

30/08/2026

🔴 მოვუწოდებ ჩვენს პოლიტპატიმრებს - ერთობლივად მიიღონ "აღიარების" გადაწყვეტილება. ყველამ დაწერეთ ერთნაირი შინაარსის წერილი, რომ არავინ იყოს "ცუდი" და "კარგი". არ დავაყენოთ საკითხი ასე, ვინ გატყდება და ვინ არა.

🔴 მზია ამაღლობელისნაირმა ადამიანებმა მაგალითი უნდა მისცენ დანარჩენ პოლიტპატიმრებს, რომლებსაც საზოგადოება მოუწოდებს, ნუ დაწერთ შეწყალების წერილებსო.

🟢 იაგო ხვიჩია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე

29/08/2026

🔴 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე:
🔴 ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი!
🟢 იაგო ხვიჩია, ტვ პირველზე

აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებაზე მთავრობა ისე ამაყად აცხადებს ზედოზირების ვერსიას, გეგონება, მათ სინდისზე არ იყოს ნებისმიე...
29/08/2026

აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებაზე მთავრობა ისე ამაყად აცხადებს ზედოზირების ვერსიას, გეგონება, მათ სინდისზე არ იყოს ნებისმიერი ზედოზირებით გარდაცვლილი.

დიახ, უმთავრესად მთავრობის ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია ეს ადამიანი.

🚨 იმიტომ, რომ როცა მთავრობა პოპულისტურად და უაზროდ ვითომ ებრძვის ნარკომანიას, სინამდვილეში ებრძვის ადამიანს, რომელმაც არც იცის, რას მოიხმარს და რა დოზირებით.

👮🏻‍♂️ ებრძვის მეგობრებს საპოლიციო დაშინებით და აიძულებს, განსაცდელში მიატოვონ ერთმანეთი.

ამიტომ, საბოლოოდ, ვღებულობთ ადამიანის გარდაცვალებას.

აფხაზმა ბლოგერმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია, თორემ ყოველ დღე ვხოცავთ საკუთარ თანამოქალაქეებს მსგავსი გაუაზრებლობით და ეს არავის აინტერესებს.

„კუდიანებზე ნადირობა“ უნდა დამთავრდეს და წამალი უნდა იყიდებოდეს აფთიაქში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ან უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება.

– იაგო ხვიჩია

29/08/2026

🔴 ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარი ვერ იქნება, რადგან მას რაიმე პოლიტიკური პოზიციაც კი არ გააჩნდა. სამწუხარო ისაა, რომ ასეთ სიტუაციაში ოპოზიციურ ფლანგზე არ არსებობს მოქმედების რესურსი, თორემ, ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში, ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა "ოცნებისთვის" ეს ყველაფერი.

🟢 სანდრო რაქვიაშვილი, ტვ პირველზე

28/08/2026

🔴 სააკაშვილი სწორად იქცევა, ოღონდ დაგვიანებით აკეთებს ამას. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ბოლომდე სიმართლეს არ ლაპარაკობს I მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობასა და სააკაშვილის პოლიტიკურ განცხადებებზე

🟢 სანდრო რაქვიაშვილი, ტვ პირველზე

Address

2 Dzmebi Zubalashvilebi Street
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გირჩი • Girchi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გირჩი • Girchi:

Shortcuts

Share