პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი

კომიტეტის წევრები:
1. გივი მიქანაძე, თავმჯდომარე
2. გიორგი ჩაკვეტაძე, პირველი მოადგილე
3. ბაია კვიციანი, მოადგილე
4. მარიამ ლაშხი
5. ბექა დავითულიანი
6. ვლადიმერ კახაძე
7. დავით ზილფიმიანი
8. ვახტანგ მეგრელიშვილი
9. თამარ ჩარკვიანი
10. გენრიეტა წიწავა
11. ქეთევან თურაზაშვილი
12. როსტომ ჩხეიძე
13. რამინა ბერაძე
14. გიორგი სოსიაშვილი

25/07/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.

სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით.

🔹 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა სამუშაო ...
18/07/2026

🔹 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა სამუშაო შეხვედრა გამართა ენათმეცნიერთან, ქართველურ ენათა მკვლევართან, გიორგი გოგოლაშვილთან.

🔹 შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სწავლებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ ქართული ენის სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი “ქართული ენა” გაუქმდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ.

🔹 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გიორგი გოგოლაშვილს ქართული ენის დაცვისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

🔹 გიორგი გოგოლაშვილი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორ, ნანა მაჭავარიანთან ერთად არის საკანონმდებლო წინადადების ავტორი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას ითვალისწინებს.

🔹 ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა და კომიტეტის ინიციატივითვე კანონპროექტად დაინიცირდა 2025 წლის მაისში. კანონპროექტი სამი მოსმენით მიღებულ იქნა და ქართული ენის სავალდებულო სწავლება 2025 წლის სექტემბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში განახლდა.

🔹 საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და...
17/07/2026

🔹 საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.

🔹 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუმჯობესების საკითხებზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის სამართლებრივი მოწესრიგება და სტანდარტიზაცია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

🔹 სამუშო ჯგუფის წევრებმა ასევე იმსჯელეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ტერმინთა ბანკის განვითარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, მოისმინეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში.

🔹 სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია, სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავება. მათ შორის, განიხილება საკანონმდებლო ცვლილებებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების პაკეტის წარდგენა. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ შესასწავლი საკითხების მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა გახანგრძლივდეს.

🔹 შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართველურ ენათა დაცვის, ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები.

🔹 საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებშ...
17/07/2026

🔹 საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რაიონებში, სადაც მოინახულეს ცაიშის, კორცხელის, სქურისა და წალენჯიხის უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლები.

🔹 აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული დიდებული ტაძრები არა მხოლოდ არქიტექტორული ძეგლებია, არამედ ისინი სახელმწიფოებრივი და კულტურული უწყვეტობის დასტურია. ძველი ეპოქის ეკლესია-მონასტრების როლი შეუფასებელია როგორც წიგნიერებისა და კულტურის დაცვის, ისე ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. ისტორიულად მონასტერი იყო ხშირად ის ადგილი, სადაც ქართული ენა, დამწერლობა და საღვთისმეტყველო აზრი ვითარდებოდა, ითარგმნებოდა და გადაიწერებოდა წიგნები.

🔹 მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მდებარე უძველესი ძეგლების მოვლა და დაცვა ხდება სათანადოდ, მათი ავთენტური სახის დაცვით.

15/07/2026
🔹 ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ახალგაზრდების პროფესიული უნარების მსოფლიო დღეს!🔹 თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მთავარი ძალა...
15/07/2026

🔹 ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ახალგაზრდების პროფესიული უნარების მსოფლიო დღეს!

🔹 თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მთავარი ძალა, იმედი და მომავალი. სწორედ თქვენი ცოდნა, პროფესიონალიზმი, შემოქმედებითი ხედვა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ქმნის იმ საქართველოს, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება, ძლიერდება და ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიოში.

🔹 პროფესიული განათლება მხოლოდ პროფესიის დაუფლება არ არის. ეს არის გზა, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი ნიჭი და პოტენციალი რეალობად აქციოს, ღირსეული შრომით შექმნას საკუთარი წარმატება და ამავდროულად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში.

🔹 ძლიერი პროფესიული განათლების სისტემა ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. სწორედ კვალიფიციური, მოტივირებული და თანამედროვე უნარებით აღჭურვილი ადამიანები ქმნიან ინოვაციურ ეკონომიკას, აძლიერებენ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და აშენებენ საქართველოს მომავალს.

🔹 გვჯერა, რომ თქვენი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და სამშობლოს სიყვარული კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას. თითოეული თქვენი მიღწევა მხოლოდ პირადი წარმატება არ არის - ეს არის საქართველოს წარმატებაც! სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომლის ცოდნა და უნარები კიდევ უფრო ძლიერ, განვითარებულ და წარმატებულ საქართველოს შექმნის.

🔹 გისურვებთ წარმატებით, პროფესიული მიღწევებითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე მომავალს!

12/07/2026

Address

Rustaveli Avenue 8
Tbilisi
0118

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი:

Shortcuts

Share