Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება

Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება კლასიკური ლიბერალური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლება”

https://www.youtube.com/-MoreFreedom

1992 წელს საქართველო არც ნატოსკენ მისწრაფოდა და არც ევროკავშირისკენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთმა საქართველოში ქართვ...
14/08/2026

1992 წელს საქართველო არც ნატოსკენ მისწრაფოდა და არც ევროკავშირისკენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთმა საქართველოში ქართველების გენოციდი მოაწყო და ჩანასახშივე სცადა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის მიწასთან გასწორება.

34 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან - რუსეთის აგრესია არ შეჩერებულა. ჩვენი მტერი სახელმწიფოს პირდაპირი თუ რბილი ძალის შემოტევები მუდმივ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ მონაპოვარს - დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას! 🇬🇪

აფხაზეთი საქართველოა! ჩვენ დავბრუნდებით!

09/08/2026

ჩვენი მხარდაჭერა გაბრიელ კობაიძეს და ცოტნე მირცხულავას!

08/08/2026

კობახიძის სიმტკიცე ოდითგანვე აღგვფრთოვანებდა 😉

კოალიცია ცვლილებისთვის მკაცრად გმობს ირაკლი კობახიძის 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს ეროვნულ...
08/08/2026

კოალიცია ცვლილებისთვის მკაცრად გმობს ირაკლი კობახიძის 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შეგნებულად გააყალბა ისტორიული ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები. განცხადება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, ხოლო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა ცხინვალი, არის რუსეთის ოფიციალური ნარატივი და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის გადატანა საქართველოზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკური არჩევანია, გაკეთებული რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავზე.

2008 წლის ომის შესახებ არსებობს რამდენიმე დამოუკიდებელი საერთაშორისო დასკვნა (ევროკავშირის დამოუკიდებელი საგამოძიებო მისია - ე.წ.ტალიავინის კომისია, 2009; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)", 2021; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ICC, 2022; გაერო-ს გენერალური ასამბლეის არა ერთი დასკვნა), რომლებიც ერთობლიობაში ცხადად ქმნიან სურათს, რომ როგორც შეიარაღებული მოქმედებების დაწყება, ასევე ომის შედეგად წარმოშობილი ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და საქართველოს სუვერენიტეტის განგრძობითი დარღვევა არის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა.

ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება მიზანმიმართულად და შეგნებულად ასუსტებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო ინსტიტუციებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად და და პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის საქართველოზე გადმოსატანად.
კობახიძის განცხადება შეგნებულად ქმნის პოლიტიკურ და სამართლებრივ ორაზროვნებას ქვეყნის უახლესი ისტორიის თაობაზე, რაც ასუსტებს ჩვენი სახელმწიფოს მედეგობას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. ეს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ პრინციპებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ოკუპაციის საკითხზე, საჭიროებს მკაცრ პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას.

კოალიცია ცვლილებისთვის მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ობიექტურმა და დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და სამართლებრივად შეაფასოს, შეიცავს თუ არა კობახიძის ეს განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რა მოტივი და მიზანი ამოძრავებს მას საქართველოს სახელით გააკეთოს შეგნებულად გაყალბებული ისტორიული ფაქტების და სამართლებრივი შეფასებების შემცველი განცხადება, რომელიც დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ, საქართველოს ეროვნული ინტერესების შეგნებულად დამაზიანებელი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილების და მისი ქმედებების ანტიეროვნული ხაისათის შესწავლისა და შეფასების მიზნით.

კოალიცია ცვლილებისთვის კვლავ ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე და მის შედეგებზე (საქართველოს ტერიტორიის განგრძობითი ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ადამიანის უფლებათა მასობრივი და მძიმე დარღვევები, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა) სრული პასუხისმგებელობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

07/08/2026

დიდება გმირებს! 🇬🇪

18 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის მორიგი შეტევა იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და მის მომავალზე!რუსეთ...
07/08/2026

18 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის მორიგი შეტევა იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და მის მომავალზე!

რუსეთის აგრესია არ შეჩერებულა. ჩვენი მტერი სახელმწიფოს პირდაპირი თუ რბილი ძალის შემოტევები მუდმივ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ მონაპოვარს - დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას! 🇬🇪

სხვათაშორის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ბელორუსში დადის ხარირმებზე სანადიროდეს ფოტოც იქედანააAI არაა
05/08/2026

სხვათაშორის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ბელორუსში დადის ხარირმებზე სანადიროდ

ეს ფოტოც იქედანაა

AI არაა

03/08/2026

"არ გვიდგას ის რეალობა - ბოიკოტი, თუ არჩევნები. ზოგადად, არჩევნები არ გვაქვს."

🗣 თინათინ ბოლოკაძე

02/08/2026

„თუ ამ არჩევნებს ცვლილება არ მოაქვს და „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, მაშინ რატომ უნდა დავეხმარო მათ?“

🗣 ლუკა მიშველაძე

14/07/2026

"ვატო შაქარიშვილი ამტკიცებს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გადატრიალებას აწყობდაო. ჩემი აზრით, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევია რა სჭირს"

🗣 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

Address

8 Gia Tetelashvili Street
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება:

Shortcuts

Share