ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური გვერდი

საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიზანია მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, რომელიც დაფუძნებული იქნება სტაბილურ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე და კერძო მეწარმეობის განვითარებაზე. ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს თანმიმდევრულ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებს, რომელთა მიზანია მეწარმეებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნა.

2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%-ით გაიზარდა და II ...
03/09/2026

2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%-ით გაიზარდა და II კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელი - 67.5 მლრდ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის გამოშვების მაჩვენებელი 25.7 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 10.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და II კვარტალის ჭრილში რეკორდულ ოდენობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. 2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.1%-ით გაიზარდა და 828.4 ათასი – II კვარტლის ჭრილში რეკორდული ოდენობა შეადგინა.

ვრცლად იხილეთ: https://sl1nk.com/gk9p0kt

საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში...
02/09/2026

საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების თაობაზე.

თბილისში გამართულ სამუშაო სესიას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ხოლო თურქეთის მხრიდან კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდნენ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, თურქეთთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„თურქეთი ტრადიციულად წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს და უმსხვილეს სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორს და ეს თანაბრად ვრცელდება ტურიზმის სექტორზეც. თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა შემომავალი ტურისტების თვალსაზრისით საქართველოსთვის. ვიმსჯელეთ არსებულ თანამშრომლობაზე და იმ მიმართულებებზე, რაც საინტერესოა ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე ასაყვანად. ეს შეეხება გამოცდილების გაზიარებას, მთელ რიგ პროექტებს და თანამშრომლობას კერძო სექტორს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადები გაიზარდოს ჩვენს ქვეყნებს შორის”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

ვრცლად იხილეთ: https://www.economy.ge/?page=news&nw=3199

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებად...
01/09/2026

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემდეგ დეპარტამენტებში:

სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101756?active=1

ადმინისტრაციული დეპარტამენტი (საფინანსო სამმართველო) - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101726?active=1

ადმინისტრაციული დეპარტამენტი(სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო) - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101729?active=1

კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101743?active=1

საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101742?active=1

ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101737?active=1

ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101735?active=1

ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101732?active=1

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101724?active=1

კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101746?active=1

საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101750?active=1

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი (სამოქალაქო ავიაციის სამმართველო) - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101760?active=1

შიდა აუდიტის დეპარტამენტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101762?active=1

სტაჟირება დაიწყება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან და დასრულდება 2026 წლის 31 დეკემბერს.

01/09/2026
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი...
01/09/2026

ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვიდა.

უკვე დასრულდა ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერის დაღრმავება და დაიწყო აკვატორიის (შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხი) დაღრმავებითი სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის დამღრმავებელი გემები Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ.

ამჟამად ხმელეთის მხარეს ქვისა და ღორღის ჩაყრის/ტალღმტეხის საწყისი ტანის პირველი მონაკვეთი შენდება, რომლის დასრულების შემგომ მშენებლობა ზღვაში გადაინაცვლებს. დაღრმავებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1,376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი.

17.5 მეტრიანი სიღრმე უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მაღალი ტვირთამწეობის გემების მიღების შესაძლებლობას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოებზე უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, ხოლო გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონიტორინგი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და ლიდარ დრონების გამოყენებით ხორციელდება.

ვრცლად იხილეთ: https://www.economy.ge/?page=news&nw=3195

📌 წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისის ეკონომიკური ზ...
31/08/2026

📌 წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისის ეკონომიკური ზრდა 7.9%-ს გაუტოლდა.

🔹იანვარ-ივლისში დაფიქსირებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არსებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. იანვარ-ივლისში საქონლის მთლიანი ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა და 4,670.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით), სადაც ზრდამ 64.1% შეადგინა და 2,854.3 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ვრცლად იხილეთ: https://www.economy.ge/index.php?page=news&nw=3194

31/08/2026

2036 წლისთვის საქართველოს ენერგოსექტორი სრულიად დამოუკიდებელი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ...
28/08/2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსხვილი ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტს, ედისონ ჩენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს თანამშრომლობა Trip.com Group-ის პოპულარულ ტურისტულ პლატფორმასთან Ctrip, კერძოდ, Ctrip-ზე ამოქმედდა საქართველოს გვერდი, რომლის მეშვეობითაც პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, ამავე სივრციდან განახორციელონ ფრენების, სასტუმროებისა და სხვა ტურისტული სერვისების მოძიება/შეძენა.

ვრცლად იხილეთ: https://www.economy.ge/index.php?page=news&nw=3193

Address

ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1/1 Zviad Gamsakhurdia Named Right Bank
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო:

Shortcuts

Share