საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.

სამინისტროს დანიშნულებაა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობა, მისი მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება. Ministry of Defence of Georgia is an executive agency established in conformity with the Georgian Constitution and Law “On the Structure, Authority and Activity of the Georgian Government”. Defence Ministry carries out state policy in the field of defence within its sphere of competence as determined by the applicable legislation of Georgia. The mission of Ministry of Defence is to develop Georgian Defence Forces and insure their combat and mobilization readiness, to enhance defence capabilities as well as to repel any attempt of aggression and infringement of independence of the country.

27/08/2026
27/08/2026

გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში ჩვენი დაღუპული გმირი სამხედროს ოჯახის წევრის სოციალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ უსაფუძვლო ინფორმაციას. კერძოდ, თითქოს აღნიშნული ოჯახი სახელმწიფოს დახმარების გარეშეა დარჩენილი. განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ოჯახს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავს. მიუხედავად ამისა, უწყება პროაქტიურად დაინტერესდა მათი საკითხით და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული ოჯახის მომართვები, ისევე როგორც სხვა ოჯახების მომართვები, არასდროს დარჩენილა უყურადღებოდ და დახმარების გარეშე.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს სხვადასხვა სოციალური მიმართულებების მხარდაჭერის პროგრამა, რითაც ჩვენი გმირი დაღუპული მეომრების ოჯახების, დაჭრილ დაშავებული, თუ მოქმედი სამხედროების საჭიროებები ფინანსდება. წლების განმავლობაში მათი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია და მათ მიერ მომართვას სამინისტრო, კანონმდებლობის მიხედვით, ყოველთვის მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში აკმაყოფილებს.

აღნიშნულ ძალისხმევას თავდაცვის სამინისტრო წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა შესაბამისი მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებით და მომავალშიც გააგრძელებს, რადგან ჯარი ერთი დიდი ოჯახია, სადაც ერთმანეთზე მუდამ ზრუნავენ და შესაბამისად, ნურავინ ისპეკულირებს აღნიშნული საკითხებით.

დღეს ვიმყოფებოდი გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში და ხელმძღვანელობისგან განხორციელებული, მიმდინარე და სა...
22/08/2026

დღეს ვიმყოფებოდი გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში და ხელმძღვანელობისგან განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივიღე. მათთან განვიხილე სამედიცინო დაწესებულების ტექნიკური შესაძლებლობების განახლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მასშტაბური გეგმა, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი. ასევე, დაგეგმილია ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვა, რაც მნიშვნელოვანი სიახლე იქნება რეგიონისთვის და კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

დავათვალიერეთ ახალგახსნილი ამბულატორიული შენობა, სადაც ჩვენს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს თანამედროვე დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებისა და ჰოსპიტლის კვალიფიციური ექიმების კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

გავეცანით ჰოსპიტლის განახლებულ ინფრასტრუქტურას, სადაც სრულად განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის, ზოგადი ქირურგიის და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტები, ასევე საოპერაციო ბლოკი.

ჩვენი პრიორიტეტია, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მიზნით, გავაძლიეროთ მათი სოციალური უზრუნველყოფის პირობები, მათ შორის, თანამედროვე ჯანდაცვის სერვისები, სადაც მათ სრულყოფილი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ

დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვის ძალების მეთაურთან, თავდაცვის ძალე...
20/08/2026

დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვის ძალების მეთაურთან, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან, იუნკრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, აღვნიშნეთ 2026 წლის საბაკალავრო პროგრამისა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის გამოშვება. ვულოცავ აკადემიის იუნკრებსა და მსმენელებს სწავლის დასრულებასა და ოფიცრის წოდების მიღებას! ეს დღე მათ ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია. მჯერა, რომ აკადემიაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებს.

იუნკერთა და საკანდიდატო კურსის მსმენელების გამოშვება, ტრადიციულად, აკადემიის 107 წლის იუბილეზე აღინიშნა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეს ისტორიული სასწავლებელი ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სასწავლებლის მთავარი მისია საქართველოს თავდაცვის ძალების მომავალ ოფიცერთა აღზრდა და პროფესიული მომზადებაა.

მაღალი დონის სამხედრო განათლება და ძლიერი ოფიცერთა კორპუსი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის გაძლიერებას, თანამედროვე სიახლეების დანერგვას, სამხედრო განათლების შესაძლებლობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მინდა, მადლიერება გამოვხატო აკადემიის მეთაურის მიმართ. ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის მეთაურობის პერიოდში ეროვნული თავდაცვის აკადემია განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი პიროვნული თვისებები, ლიდერობა, პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და ქვეყნისთვის თავდადებული სამსახური ნამდვილად სამაგალითოა თითოეული სამხედროსთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ აკადემიის იუნკრებსა და მსმენელებს სწავლის დასრულებასა და ოფიცრის წოდების მიღებას!

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან საქართველოს თა...
20/08/2026

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გენერალ-მაიორ რიჩარდ ვილსონს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. მან ამერიკელ გენერალს, რომელიც საქართველოში მეორედ იმყოფება, მადლობა გადაუხადა იმ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია საქართველოს თავდაცვის ძალებს უწევს.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა უმასპინძლა. მან მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ერთობლივ პროგრამას - „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობის საკითხს.

18/08/2026

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს 42 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა - „არმია“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბათუმის ქვიშის...
17/08/2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა - „არმია“ საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბათუმის ქვიშის არენაზე გამართული ჩემპიონატის ფინალში „არმია“ ბათუმის სპორტული ცენტრის გუნდს შეხვდა და ანგარიშით - 4:3 დაამარცხა. ფინალური თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულ „არმიას“ ჩემპიონატის გარდამავალი თასი და მედლები აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი თოთლაძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ივანე მაისურაძემ გადასცეს. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ „არმიის“ მეკარე, კაპრალი ვახტანგ ტერუნაშვილი დასახელდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშის ტიტული „არმიის“ ფეხბურთელმა გიორგი ქურდაძემ მოიპოვა.

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონის ტიტულის მოგებით, „არმიამ“ მომავალ წელს პორტუგალიაში დაგეგმილი ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

Address

გენერალ კვინიტაძის 20
Tbilisi
0112

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia:

Shortcuts

Share