03/09/2026
🔷გიორგი ჯინჭარაძის კომენტარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მორიგ პროვოკაციაზე.
🔹შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო შენგელიამ დღეს აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყო.
🔵შენგელიას თქმით , საქართველოდან ბენზინი არა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ სამხედრო ბაზებს მიეწოდებათ.
აღნიშნულ დაუდასტურებელ ინფორმაციას მხოლოდ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავრცელებენ. ამასთან ცნობილია, რომ სამხედრო ტექნიკა არა ბენზინზე , არამედ დიზელზე მუშაობს.
როგორც აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნავს, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა ჰუმანიტარული მიზნებით ხდება - იქ მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად და ჰუმანიტარული აქტი სახელმწიფო შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის ნაწილია.
#აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი