ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo

ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო"

29/08/2026

მუდმივი, ხშირი და ახლო კონტაქტი ჩვენს მოსახლეობასთან, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა - ეს არის ჩვენი სტრატეგია — მამუკა კაციტაძე

28/08/2026
27/08/2026

ერთადერთი, რაზეც დღეს ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არის მომავალი, მოქმედების გეგმა და რას ვაკეთებთ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება — სალომე სამადაშვილი

27/08/2026

ადამიანებს არ უნდა ვუთხრათ, რომ მე ამ ბრძოლის ველიდან გავიქცევი, რადგან ის უფრო ძლიერია, იმას უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ყველა კანონიერი საშუალებით უნდა დავუპირისპირდეთ "ქართულ ოცნებას" — თორნიკე ართქმელაძე

ზურაბ ლეკიშვილმა, "ძლიერი საქართველო - ლელოს" ქარელის საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვ...
27/08/2026

ზურაბ ლეკიშვილმა, "ძლიერი საქართველო - ლელოს" ქარელის საკრებულოს წევრმა, მუნიციპალიტეტის სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით საკრებულოს მიმართა.

სასწავლო დღეებში მოსწავლეთა კვებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა. ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2023 წლის კვლევის „ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში“ მიხედვით, ბავშვების ერთ მესამედზე მეტი (34.9%) სკოლაში არასდროს იკვებება. ამის ყველაზე ხშირი მიზეზი ფინანსური პრობლემაა. აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად აუცილებელია უფასო კვების სისტემის დანერგვა, რადგან, კვლევის თანახმად, საყოველთაო უფასო კვება ხელს უწყობს ბავშვებს შორის სოციალურ თანასწორობას, ხოლო სწორი კვების პირობებში მატულობს სასკოლო პროგრამის სრულყოფილად ათვისების შესაძლებლობაც.

საკრებულოს დეპუტატმა სათანადო ფინანსური გათვლებიც წარადგინა. მისი თქმით, ვინაიდან აღნიშნული ტვირთი ადგილობრივი ბიუჯეტისთვის შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს, თავდაპირველად პროექტი შესაძლებელია პირველკლასელებისთვის განხორციელდეს და ეტაპობრივად გავრცელდეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებზე. ლეკიშვილმა მოითხოვა, რომ 2027 წლის საბიუჯეტო პროექტის განხილვისას საკრებულომ ეს წინადადება გაითვალისწინოს.

"ძლიერი საქართველო - ლელო" სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხის დაყენებას ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.⁩

27/08/2026

თვალ-ყურს ვადევნებთ იმას, თუ როგორ ჭამენ პოლიტიკური ვირთხები ერთმანეთს ივანიშვილის კარზე — თაზო დათუნაშვილი

26/08/2026

იმდენი რამე აქვთ უკვე ჩადენილი, მათი ჩამოშლა გარდაუვალია — დავით უსუფაშვილი

25/08/2026

რაც დავინახეთ ამ ვირთხების ბრძოლაში, არის ის, რომ არავის ახსოვს ადამიანების ინტერესები. დაუჭამიათ ერთმანეთი — გრიგოლ გეგელია

25/08/2026

ერთადერთი სტრატეგია გვაქვს, რომ მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს, ვეძებოთ პარტნიორები სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და აქტორების სახით, ტოტალური წინააღმდეგობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ველზე "ქართული ოცნების" წინააღმდეგ — ირაკლი კუპრაძე

25/08/2026

,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 157-ე მუხლით, განსაზღვრულია პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამავე მუხლშია ნდობის ჯგუფის ფუნქცია, როგორც ზედამხედველის საიდუმლო საქმიანობის და სპეციალური პროგრამების, ასევე საიდუმლო შესყიდვების. გამოდის, რომ ეს ჯგუფი იყო ფიქცია, როცა ჯარი იძარცვებოდა — ლანა გალდავა

Address

Station Square 2
Tbilisi
0100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo:

Shortcuts

Share