ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency

ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალური გვერდი

03/08/2026

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს მოწვეული სტუმრები შეხვდნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს

🔷 ახალგაზრდობის სააგენტოს დმანისის ახალგაზრდული ცენტრი საზაფხულო ბანაკს მასპინძლობს.🔷 ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდობის ს...
31/07/2026

🔷 ახალგაზრდობის სააგენტოს დმანისის ახალგაზრდული ცენტრი საზაფხულო ბანაკს მასპინძლობს.

🔷 ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია და მისი პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და ღია დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა სტუმრებს საკუთარი მოსაზრებები, სამომავლო იდეები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

🧍‍♀️🧍‍♂️ დმანისის ბანაკი 20 ნაკადად ჩატარდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 14-17 წლის 900-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

🔷 ოთხდღიანი საბანაკე პროგრამა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით ხორციელდება. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს.

✅ პროექტის მიზანია ახალგაზრდების პიროვნული, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარება, მათი აქტიური მოქალაქეობისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება.

🔷 ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „შეიცანი შენი ქვეყანა“.✅ პროექტის ფარგლებში, 24-28 ივლისს, დმა...
31/07/2026

🔷 ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „შეიცანი შენი ქვეყანა“.

✅ პროექტის ფარგლებში, 24-28 ივლისს, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე 5-დღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო ახალგაზრდული საზაფხულო სკოლა გაიმართა.

🔷 ბანაკის დახურვის ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია და მისი პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე ესწრებოდნენ.

✅ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებას, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ასევე ახალგაზრდებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

🧍‍♂️🧍‍♀️ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველმა და „1+4 პროგრამის“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა სტუდენტებმა.

🔷 პროექტის ფარგლებში ჩატარდა თეორიული ლექციები კულტურული მემკვიდრეობისა და ეკოლოგიის საკითხებზე. მონაწილეები გაეცნენ არქეოლოგიური და ლაბორატორიული სამუშაოების მეთოდოლოგიას, ასევე ჩაერთნენ ეთნოგრაფიულ ვორქშოფებში, ჯგუფურ დისკუსიებსა და შემეცნებით ექსკურსიებში.

🔷 პროგრამის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პრეზენტაციების სახით შეაჯამეს, ღონისძიების დასასრულს კი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

✅ პროექტი ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“ ხორციელდება სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის - „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ - ფარგლებში.

30/07/2026

🔷 დმანისის ახალგაზრდული ცენტრი საზაფხულო ბანაკს მასპინძლობს.

🧍‍♀️🧍‍♂️ ბანაკი 19 ნაკადად ჩატარდება და 900-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. ოთხდღიანი პროგრამა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს ახალგაზრდების პიროვნული, სოციალური და სამოქალაქო უნარების განვითარებას.

🔷 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა პროექტი „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული თავგადას...
28/07/2026

🔷 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა პროექტი „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული თავგადასავლების ბანაკი“.

🔷 შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია, მისი პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე და დეკანოზი იოანე ხეცურიანი.

✅ პროექტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი, აქტიური და შემეცნებითი გარემოს შექმნა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდებს შორის მეგობრული კავშირების გაძლიერება და რეგიონში ახალგაზრდული შესაძლებლობების განვითარება.

📍 პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან - ბორჯომიდან, ადიგენიდან, ასპინძიდან, ახალციხიდან, ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან - შერჩეულმა 120-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო მრავალფეროვან შემეცნებით, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებში. საბანაკე პროგრამა მოიცავდა ჯომარდობას, ზიპლაინს, კედელზე ცოცვას, მშვილდოსნობას, ფრენბურთს, სკაუტურ, ინტელექტუალურ და გუნდურ თამაშებს.

🔷 ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ასევე გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა მუსიკალური ჯგუფის „ქუჩის ბიჭების“ წევრებთან.

✅ პროექტი ააიპ „ახალგაზრდული თავგადასავლების ასოციაციამ“ განახორციელა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში.

27/07/2026

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების მეორე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეხვდნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

24/07/2026

🔷 ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ეწვია და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

✅ შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ანა ბუხრაშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდულ ბანაკებში მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

🔷 გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან ისაუბრა დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიებსა და დეზინფორმაციის გამოწვევებზე. შეხვედრაზე მონაწილეებმა პრაქტიკაში თავად გამოსცადეს ელექტრონული ხმის მიცემის აპარატურა.

24/07/2026

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების პირველ ნაკადს მასპინძლობს

23/07/2026

🔷 ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

📣 ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა🔷 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანა...
23/07/2026

📣 ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

🔷 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და 2026 წლის პირველი ნაკადის მონაწილეებს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

🔷 მინისტრმა ახალგაზრდებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა სამინისტროს ახალგაზრდულ ინიციატივებსა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. მან ისაუბრა ახალგაზრდული ბანაკების გაფართოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს. გივი მიქანაძემ ასევე მიმოიხილა უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და სტუდენტების მხარდასაჭერად დაგეგმილი პროექტები.

🔷 სტუდენტებს სიტყვით მიმართა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამაც, რომელმაც ხაზი გაუსვა ახალგაზრდული ბანაკების მნიშვნელობას ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროცესში. მან ასევე ისაუბრა სააგენტოს როლზე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და მათი აქტიური ჩართულობის მხარდაჭერაში.

👥 შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვათ და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

🔷 შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე.

✅ მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 19 ივლისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, 11 ნაკადად გაიმართება და ჯამში 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს, მათ შორის – 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს.

✅ ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია.

🔷 ხუთდღიანი საბანაკე პროგრამა მონაწილეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ახალგაზრდებს არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე ისაუბრებენ.

✅ წელს ბანაკში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სივრცე თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა, რაც მონაწილეებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

🧍‍♂️🧍‍♀️ სტუდენტების მიღებამდე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის ბაზაზე ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 140 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ შერჩეული ლიდერები საზაფხულო ბანაკებში დასაქმდნენ. ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერია დასაქმებული.

Address

ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322305165

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency:

Shortcuts

Share