თინათინ რუხაძე Tinatin Rukhadze

თინათინ რუხაძე Tinatin Rukhadze Minister of Culture | Government Official | Culturologist | Manager | Media Manager | Producer

ვულოცავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს 2026 წლის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის წარმატებას.წლევანდელი ფესტივალი ნა...
18/07/2026

ვულოცავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს 2026 წლის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის წარმატებას.

წლევანდელი ფესტივალი ნამდვილად გამორჩეული იყო, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად ახალი ქართული სახეებიც ვიხილეთ და კიდევ ერთხელ დაფასდა ჩვენი საბალეტო ხელოვნების არაერთი გამორჩეული წარმომადგენელი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში პირველად იმყოფება მსოფლიოში სახელგანთქმული პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრი, რომელიც ქართველ მაყურებელს და ჩამოსულ სტუმრებს ლეგენდარულ დადგმას „მაზურკა ფოგოს“ წარუდგენს. ამ სპექტაკლით დაიხურება წლევანდელი საბალეტო ფესტივალი.

ასეთი მასშტაბის ფესტივალები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, სადაც მსოფლიო ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლები იყრიან თავს. ეს არა მხოლოდ ჩვენს კულტურულ ცხოვრებას ამდიდრებს, არამედ საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის ზრდას და კულტურის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

რუსთაველის ეროვნულ თეატრში თურქმენეთის კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. წარმოდგენილმა კულტურულმა პროგრამამ მაყურებლის დ...
17/07/2026

რუსთაველის ეროვნულ თეატრში თურქმენეთის კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა.

წარმოდგენილმა კულტურულმა პროგრამამ მაყურებლის დიდი ინტერესი დაიმსახურა. საღამოზე შესრულდა როგორც პროფესიული, ისე ხალხური შემოქმედება.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს დედაქალაქში გამართული თურქმენეთის კულტურის დღეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და არაერთი საინტერესო ერთობლივი პროექტის საფუძველი გახდება.

საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდ...
16/07/2026

საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ვუმასპინძლე.

განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება კულტურის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

მოხარული ვარ, რომ დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თურქმენეთის კულტურის დღეები. გაიმართება ეროვნული ანსამბლის კონცერტი და გამოფენა.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს შორის უკვე არსებობს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი კულტურული პროექტი განხორციელდება.

ვაჟა-ფშაველა 165 წლის შემდეგაც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქართველი მწერალია. მისი შემოქმედება ასახავს ფასეულობებს, რომ...
15/07/2026

ვაჟა-ფშაველა 165 წლის შემდეგაც ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქართველი მწერალია. მისი შემოქმედება ასახავს ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი საზოგადოება დგას.

მწერალთა სახლის ინიციატივით დაწყებული საიუბილეო წელის აღნიშვნა არაერთ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას გააერთიანებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ხელოვანი გამოეხმაურება ამ თარიღს, რადგან ვაჟა-ფშაველა ჰუმანიზმის, თავისუფლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საიუბილეო წელს ჩარგალში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წესრიგდება ინფრასტრუქტურა, განახლდება ვაჟა-ფშაველას მუზეუმი.

14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის იუბილე აღვნიშნეთ. მთაწმინდის პანთეონში გამართული ღონისძიება განსაკუთრებულად...
15/07/2026

14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის იუბილე აღვნიშნეთ.

მთაწმინდის პანთეონში გამართული ღონისძიება განსაკუთრებულად ემოციური იყო. მინდა მადლობა გადავუხადო რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს განსხვავებული ჩანაფიქრისთვის - ძალიან საინტერესო თეატრალიზებული პერფორმანსისთვის. მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც ეს ემოციური და დასამახსოვრებელი წარმოდგენა შექმნა. დარწმუნებული ვარ, ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელი კიდევ მრავალ საინტერესო და გამორჩეულ ღონისძიებას გააერთიანებს.

მოხარული ვარ, რომ თბილისის საბალეტო ფესტივალი უკვე მეშვიდედ იმართება. კულტურის სამინისტროს ფესტივალის მხარდამჭერია და, შ...
13/07/2026

მოხარული ვარ, რომ თბილისის საბალეტო ფესტივალი უკვე მეშვიდედ იმართება. კულტურის სამინისტროს ფესტივალის მხარდამჭერია და, შესაბამისად, ჩვენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ნაწილი ვართ. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით მასშტაბურია. თბილისში მსოფლიოში აღიარებული არტისტები ჩამოვიდნენ, მათ შორის, პინა ბაუშის სახელგანთქმული დასიც. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჩვენი ოპერის სცენაზე ქართველ საბალეტო ვარსკვლავებს ვხედავთ. სწორედ ასეთი ფესტივალები ამკვიდრებს თბილისს მსოფლიო კულტურულ რუკაზე.

მოხარული ვარ, რომ ლიანა ასათიანის შესახებ ასეთი შესანიშნავი საიუბილეო ალბომი გამოიცა. გულითადად ვულოცავ შორენა შავერდაშვ...
10/07/2026

მოხარული ვარ, რომ ლიანა ასათიანის შესახებ ასეთი შესანიშნავი საიუბილეო ალბომი გამოიცა. გულითადად ვულოცავ შორენა შავერდაშვილს და მის გამომცემლობას ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით დასრულებას.

ლიანა ასათიანი, თორაძეების ოჯახი ქართული კულტურის გამორჩეული სახელებია. ეს ალბომი მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორიას არ გვიყვება, ის მთელი ეპოქის დიდი ადამიანებისა და ოჯახის მემკვიდრეობას აერთიანებს.

დარწმუნებული ვარ, ეს ალბომი არაერთ მკითხველს გაახარებს. უნიკალური ფოტომასალა, წერილები და ისტორიები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

10/07/2026

ხელოვნებისა და კულტურის ეკონომიკა, როგორც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი - თინათინ რუხაძე სტუმრად გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი"

დღეს ქართული კინოს შესახებ გამოცემული მეოთხე წიგნის წარდგენას დავესწარი. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ავტორებს და პრ...
09/07/2026

დღეს ქართული კინოს შესახებ გამოცემული მეოთხე წიგნის წარდგენას დავესწარი. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ავტორებს და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს.

ეს გამოცემები ქართული კინოს ისტორიის, საარქივო მასალებისა და კინომცოდნეთა კვლევების ერთ სივრცეში თავმოყრის უმნიშვნელოვანესი მცდელობაა. ფაქტობრივად, იქმნება უნიკალური წყარო, რომელიც მომავალ თაობებს ჩვენი კინოს მრავალწლიან ისტორიას შემოუნახავს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს სერია ქართული კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპს ათწლეულების მიხედვით ასახავს. სასიხარულოა ისიც, რომ სერიის მეხუთე წიგნზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა.

მადლობა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა.

რეზო გაბრიაძე ქართული კულტურისა და ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური შემოქმედია. მან შექმნა ერთი შეხე...
30/06/2026

რეზო გაბრიაძე ქართული კულტურისა და ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური შემოქმედია. მან შექმნა ერთი შეხედვით კამერული სამყარო, რომელიც სინამდვილეში უნივერსალური და უსაზღვროა. კინო, თეატრი, მხატვრობა - თითქმის არ არსებობს სფერო, რომელშიც საკუთარი, უნიკალური კვალი არ დატოვა.

მან თბილისსაც დაუტოვა ადგილი, რომელიც დღეს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმბოლოდ იქცა. თუმცა, რეზო გაბრიაძის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა მაინც ის ადამიანური სამყაროა, რომელიც სიკეთეს, სითბოსა და იმედს გვახსენებს.

დღეს რეზო გაბრიაძე 90 წლის გახდებოდა. ბედნიერებაა, რომ მისი თანამედროვეები ვიყავით და მის ეპოქაში ვიცხოვრეთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მისი საქმე მისი ოჯახის, თეატრისა და ყველა იმ ადამიანის ძალისხმევით გრძელდება, ვინც ამ მემკვიდრეობას სიყვარულით უფრთხილდება.

Address

4 Sanapiro Str
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თინათინ რუხაძე Tinatin Rukhadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თინათინ რუხაძე Tinatin Rukhadze:

Shortcuts

Share