11/06/2026
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, ინსტიტუტის ეზოში, აღმაშენებლის გამზ. 150 გ, სააგენტოს სპეციალისტების მიერ დამონტაჟდა ავტომატური მეტეოსადგური. მეტეოსადგური ავტომატურ რეჟიმში ასახავს და გადმოსცემს მეტეოროლოგიურ მონაცემებს - ჰაერის ტემპერატურას, ატმოსფერულ ტენიანობას, ნალექის რაოდენობასა და ინტენსივობას, როგორც 1 სთ.-იანი, ისე, 10 წთ.-იანი ინტერვალით. იგი ჩართული იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთიან მეტეოროლოგიურ ქსელში, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებს საშუალება ექნებათ "ლაივ" რეჟიმში თვალი ადევნონ მეტეოსადგურის მონაცემებს, უსწრაფესად მიიღონ შესაბამისი მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებს კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე სამეცნიერო კვლევების განხორციელებას. ასევე, ინსტიტუტის მეცნირი თანამშრომლები შეძლებენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, თანამედროვე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მუშაობის თავისებურებების გაცნობას და გამოყენებას სადიპლომო ნაშრომების შესრულებაში.