სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო • Suda

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო • Suda

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო • Suda სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო
LEPL Spatial and Urban Development Agency

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო 2022 წლის 11 ივნისს შეიქმნა. მის ძირითად მისიას, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის განსაზღვრა წარმოადგენს.

ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგების მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს:

▫️ სივრცის დაგეგმარების და

ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის პოლიტიკის შემუშავებას, დარგის მეთოდურ ხელმძღვანელობას, კოორდინაციასა და მართვას;
▫️ სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობას;
▫️ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ან/და მათი ნაწილების შემუშავებას;
▫️ კომპეტენციის ფარგლებში, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშნებლობითი გეგმების კონცეფციის, პროექტისთვის ან/და მათი ნაწილისთვის საექსპერტო დასკვნის მომზადებას;
▫️ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე/ზონაში ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინიცირებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის/პროექტის განხილვასა და დამტკიცებას;
▫️ ქალაქთმშენებლობითი დასკვნების გაცემას;
▫️ საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების წინასწარ შეფასებას;
▫️ განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვასა და სამინისტროსთვის დოკუმენტაციის წარდგენას საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად;
▫️ ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას;
▫️ საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კვლევების მომზადებას;
▫️ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშნებლობითი დაგეგმვის მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების გაწევას;
▫️ სივრცის დაგეგმარების და ქალათმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას;

🔹თუ გსურს, შენი ცოდნით, გამოცდილებითა და იდეებით, შექმნა უკეთესი სივრცითი მომავალი საქართველოსთვის - ეს შესაძლებლობა შენ...
21/08/2026

🔹თუ გსურს, შენი ცოდნით, გამოცდილებითა და იდეებით, შექმნა უკეთესი სივრცითი მომავალი საქართველოსთვის - ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

🔹იმუშავე ურბანისტებთან, სივრცით მგეგმარებლებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად

🔹შეიტანე შენი წვლილი ქვეყნის მდგრადი სივრცითი განვითარების პროცესში

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი https://shorturl.at/Dllmi

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი https://shorturl.at/lSp43

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის კონსულტანტი https://shorturl.at/6zYlW

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, საქართველოს მდგრად...
21/08/2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავებას იწყებს იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებსაც სივრცითი ან ქალაქთმშენებლობითი გეგმები არ აქვთ.

საბაზისო-თემატური გეგმა დროებითი, გარდამავალი დაგეგმვის დოკუმენტი იქნება, რომელიც, სივრცითი ან ქალაქმშენებლობითი გეგმების დამტკიცებამდე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიის დაბალანსებული და მდგრადი განვითარების სახელმძღვანელო საფუძველი იქნება და ქაოსური განაშენიანების პრევენციას და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას მოემსახურება. დოკუმენტი შექმნის საბაზისო წინაპირობებს მუნიციპალიტეტის სრულფასოვანი სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდგომი შემუშავებისთვის.

სამტრედია ერთ-ერთი პირველი იქნება ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის, რომლის მდგრადი განვითარებისთვის, საბაზისო თემატური გეგმა მომზადდება. დოკუმენტს საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტი“ შეიმუშავებს.

#სივრცითიგანვითარება #ქალაქთმშენებლობა

ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის!

11/08/2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი განიხილეს. ...
05/08/2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომლის დროსაც იტალიური საკონსულტაციო კომპანიის HIDRIA Ciencia Ambiente y Desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა მასიმილიანო გრანჩერი ბრადასკიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენებთან შავი ზღვის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმა მიზნად ისახავს სანაპირო არეალის სახმელეთო და საზღვაო პოტენციალის განვითარებას. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB)დაფინანსებით, საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (Livable Cities Investment Program) ფარგლებში ხორციელდება.

მრავალსექტორული შეხვედრების დასრულების შემდეგ საკონსულტაციო ჯგუფი პროექტის პირველი ეტაპის კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებს შეაჯამებს, რის საფუძველზეც პროექტი მეორე ეტაპზე გადავა. ჩამოყალიბდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის განვითარების ხედვა და სტრატეგია.

შეხვედრას ოზურგეთში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი თამაზ ჩავლეშვილი და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (Livable Cities Investment Program) ქალაქმგეგმარებელი ელენე მაჩაიძე დაესწრნენ.

#სივრცითიგანვითარება #ქალაქთმშენებლობა

ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის!

სამუშაო შეხვედრა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების პროექტის ფარგლებში  #სივრცითიგანვითარება  #ქ...
04/08/2026

სამუშაო შეხვედრა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების პროექტის ფარგლებში

#სივრცითიგანვითარება #ქალაქთმშენებლობა

ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის!

🔹საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის მზადების პროცესი განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გა...
27/07/2026

🔹საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის მზადების პროცესი განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ და საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა მასიმილიანო გრანჩერი ბრადასკიამ. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური ესწრებოდა.

🔹საკონსულტაციო კომპანია სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, საინვესტიციო პროგრამის (Livable Cities Investment) ფარგლებში ხორციელდება.

#სივრცითიგანვითარება #ქალაქთმშენებლობა

ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის!

მესტიაში მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
16/07/2026

მესტიაში მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს პროექტის ძირითადი მიმართულებები პრეზენტაციის სახით წარუდგინეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვის საფუძველზე შეიმუშავა. დოკუმენტის მიზანია მესტიაში უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარება.

შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე დაესწრნენ.

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის პროექტის დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tinyurl.com/m43mzaax დოკუმენტაციის შესახებ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები მიიღება 28 ივლისამდე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ელ. ფოსტა: [email protected] mailto:[email protected] ან მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე - დაბა მესტია, სეტის მოედანი N1;

#სივრცითიგანვითარება #ქალაქთმშენებლობა

ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის!

ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივის ფარგლებში, სივრცითი და ქალაქთმშენე...
29/06/2026

ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივის ფარგლებში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს ურბანულმა მგეგმარებლებმა მოზარდებს პრეზენტაციის სახით გააცნეს, რას ნიშნავს ურბანული დაგეგმარება, რა ფუნქცია აკისრია ურბანისტს და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა საცხოვრებელი გარემოს ფორმირების პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე სოფიკო მაისურაძე. მან მოზარდებს პროფესიული გეგმები გამოჰკითხა და ურბანისტის პროფესიაზე ესაუბრა.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალში სახელმწიფო ზრუნვის სისტემას დატოვებენ. პროფესიული მიმართულებების გაცნობა, ურბანული განვითარების პროცესში მოქალაქის როლის გააზრება და კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება, მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო მომავალშიც განაგრძობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ინიციატივებს.

SOS ბავშვთა სოფელი • SOS Children's Villages Georgia

Address

154 Davit Aghmashenebeli Avenue, T'bilisi
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო • Suda posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო • Suda:

Shortcuts

Share