საქართველოს ფოსტა / Georgian Post

საქართველოს ფოსტა / Georgian Post შპს “საქართველოს ფოსტა”- ყველა საავტორო უფლება დაცული

"საქართველოს ფოსტა" - საფოსტო ოპერატორი, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური
საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით.

„საქართველოს ფოსტა“ სხვა კონკურენტებთან შედარებით გთავაზობთ სერვისების დიდ არჩევანსა და სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელს საქართველოში.

კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად შემცირებული ტარიფებით მოვემსახუროთ მომხმარებლებს.

ქართული მარკების ფესტივალი 2026 ✉️✨13 სექტემბერს, დედაენის ბაღში, საქართველოს ფოსტის ინიციატივით „ქართული მარკების ფესტი...
03/09/2026

ქართული მარკების ფესტივალი 2026 ✉️✨

13 სექტემბერს, დედაენის ბაღში, საქართველოს ფოსტის ინიციატივით „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ პირველად გაიმართება✨

გელოდებით მარკების ფესტივალზე, სადაც დაგხვდებათ ქართული საფოსტო მარკების გამოფენა, საინტერესო კოლექციები, წერილის წერისა და კალიგრაფიის სივრცეები, შეხვედრები სფეროს წარმომადგენლებთან და სხვა მრავალფეროვანი აქტივობები🥰

საქართველოს ფოსტის Maleo-ს პლატფორმას გერმანიის მიმართულება ემატებასაქართველოს ფოსტის ელექტრონული კომერციის პლატფორმა Ma...
01/09/2026

საქართველოს ფოსტის Maleo-ს პლატფორმას გერმანიის მიმართულება ემატება

საქართველოს ფოსტის ელექტრონული კომერციის პლატფორმა Maleo-ს, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ შეძენილი პროდუქციის საქართველოში მარტივად და უსაფრთხოდ მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, გერმანიის მიმართულება ემატება. პლატფორმის საერთაშორისო მიმართულებების გაფართოების ფარგლებში, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ გერმანიის საწყობის მისამართით და გერმანულ ონლაინ მაღაზიებში შეძენილი პროდუქცია საქართველოში გამოიწერონ.
გერმანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი და მრავალფეროვანი ონლაინ სავაჭრო ბაზარია, რომელიც მომხმარებლებს პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. გერმანიის მიმართულების დამატებით, Maleo-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ისეთი პოპულარული ონლაინ მაღაზიებით, როგორიცაა Zalando, MediaMarkt, dm, Rossmann, OTTO და სხვა.
გერმანიის მიმართულების დამატება Maleo-ს საერთაშორისო ქსელის განვითარების სტრატეგიის ნაწილია.პლატფორმა უკვე ოპერირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, თურქეთში, იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთში.
ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია შექმნას საკუთარი საფოსტო მისამართი Maleo-ს მომსახურების ქვეყნებში. აღნიშნულ მისამართზე ონლაინ შეძენილი პროდუქციის მიღების შემდეგ, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს გზავნილის საქართველოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირებას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Maleo-ს ვებგვერდს: www.maleo.ge

საქართველოს ფოსტის ელექტრონული კომერციის პლატფორმა Maleo-ს, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ...

„საქართველოს ფოსტა“ Maleo-ს მომხმარებლებს გადაზიდვის კიდევ ერთ შესაძლებლობას სთავაზობს - ჩინეთიდან საქართველოში ამანათებ...
13/08/2026

„საქართველოს ფოსტა“ Maleo-ს მომხმარებლებს გადაზიდვის კიდევ ერთ შესაძლებლობას სთავაზობს - ჩინეთიდან საქართველოში ამანათების საჰაერო გზით მიღება უკვე შესაძლებელია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.maleo.ge

„საქართველოს ფოსტა“ Maleo-ს მომხმარებლებს გადაზიდვის კიდევ ერთ შესაძლებლობას სთავაზობს - ჩინეთიდან საქართველოში .....

07/08/2026
გიორგი ერაძე: "საქართველოს ფოსტის საავიაციო ტერმინალში ტვირთბრუნვის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - იმპორტი +1750%, ექსპორტი...
29/07/2026

გიორგი ერაძე: "საქართველოს ფოსტის საავიაციო ტერმინალში ტვირთბრუნვის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა - იმპორტი +1750%, ექსპორტი +750%."

28/07/2026

გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

სტუმარი: საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე

22/07/2026

საქართველოს ფოსტამ Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

📍 სად არის შენი გზავნილი?📦 საქართველოს ფოსტის ვებგვერდზე გზავნილის კოდის მითითებით მარტივად შეგიძლია გადაამოწმო მისი ადგ...
21/07/2026

📍 სად არის შენი გზავნილი?

📦 საქართველოს ფოსტის ვებგვერდზე გზავნილის კოდის მითითებით მარტივად შეგიძლია გადაამოწმო მისი ადგილმდებარეობა და მიმდინარე სტატუსი

🌐 გაიგე მეტი: www.gpost.ge

"საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმასაქართველოს ფო...
20/07/2026

"საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რაც საქართველოს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ფოსტა Cainiao-სთან თანამშრომლობით იმუშავებს რეგიონული სატრანზიტო და სადისტრიბუციო ქსელის განვითარებაზე, რომელიც მოემსახურება ელექტრონული კომერციის ნაკადებს აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და ბელარუსიის მიმართულებით.
პროექტის მიხედვით, საქართველოში განხორციელდება საერთაშორისო გზავნილებისა და ტვირთების მიღება, დახარისხება, კონსოლიდაცია და შემდგომი ტრანსპორტირება დანიშნულების ქვეყნებში. აღნიშნული მოდელი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ოპერაციების მოცულობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.
„მოხარულები ვართ, რომ Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. გაფორმებული შეთანხმება საქართველოს ფოსტას შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიციები საერთაშორისო ელექტრონული კომერციისა და ლოგისტიკის მიმართულებით და აქტიურად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში. ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ეფექტურად მოემსახურება როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე რეგიონის მასშტაბით სერვისის მომხმარებლებს. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ელექტრონული კომერციის მიმართულების განვითარებას, ხელს შეუწყობს ლოგისტიკური პროცესებისა და მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.
ახალი პარტნიორობები და განვითარებული ინფრასტრუქტურა საქართველოს ფოსტას საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაში.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, Alibaba Group-ის ლოგისტიკურ...

საქართველოს ფოსტა საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელს კიდევ უფრო აფართოებს - კომპანიამ Air Serbia-სთან თანამშრომლობის ხელშეკრუ...
15/07/2026

საქართველოს ფოსტა საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელს კიდევ უფრო აფართოებს - კომპანიამ Air Serbia-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ავიაკომპანია Air Serbia-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რაც კომპანიის საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო სწრაფი, საიმედო და ეფექტური საერთაშორისო საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფას.
„საქართველოს ფოსტა აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას, რაც ჩვენი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. Air Serbia-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საერთაშორისო ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და მოგვცემს საშუალებას, მომხმარებლებს შევთავაზოთ უფრო მოქნილი, ეფექტური და მაღალი ხარისხის საერთაშორისო საფოსტო მომსახურება. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებით მუდმივად გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება და მომსახურების ხარისხი. “- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ერაძემ.
Air Serbia სერბეთის უმსხვილესი ავიაგადამზიდია, რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით სამგზავრო და სატვირთო რეისებს ასრულებს. კომპანიის ფართო საერთაშორისო ქსელი საქართველოს ფოსტას შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო გააძლიეროს საერთაშორისო ლოგისტიკური კავშირები და მომხმარებლებს ეფექტური საერთაშორისო საფოსტო მომსახურება შესთავაზოს.

საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ავიაკომპანია Air Serbia-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რაც კომპანიის ს.....

Address

Georgian Post
Tbilisi
0100

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Telephone

0322 24 09 09

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ფოსტა / Georgian Post posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ფოსტა / Georgian Post:

Shortcuts

Share