საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia

საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ოფიციალური გვერდი The National Archives of Georgia is LEPL of the Ministry of Justice of Georgia.
(1)

საქართველოს ეროვნულ არქივი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. აქ დაცულია მილიონობით დოკუმენტი ქართული სახელმწიფოებრიობის, კულტურის, ხელოვნების ისტორიის შესახებ, მე-9 საუკუნიდან დღემდე.

საქართველოში პირველი სახელმწიფო არქივი 1920 წელს შეიქმნა, ხოლო საქართველოს ეროვნული არქივი 2006 წელს ჩამოყალიბდა. It holds millions of documents about the Geor

gian State system, culture, art history from IX century to our days. The first State Archive of Georgia was founded in 1920, and the National Archives of Georgia was formed in 2006.

📖 „მარო თარხნიშვილის მოგონებები“სერიიდან „მოგონებები, დღიურები, ჩანაწერები“. მეორე გამოცემა.📙 პირველი ქართველი ლოტბარი ქ...
17/08/2026

📖 „მარო თარხნიშვილის მოგონებები“
სერიიდან „მოგონებები, დღიურები, ჩანაწერები“. მეორე გამოცემა.
📙 პირველი ქართველი ლოტბარი ქალის მოგონებები 1909-1968 წლებს მოიცავს.
📚 მემუარების ავტორი საინტერესო ამბებს გვიყვება სამი პერიოდის საქართველოს - მეფის რუსეთის დროინდელი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა პერიოდების შესახებ.
✍️ წიგნი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო ნინო ბადაშვილმა.
📄 ფორმატი A5
📖 გვერდების რაოდენობა: 215
👉 წიგნის შეძენა შეგიძლიათ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის #40

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საიტზე ფოტოგრაფ შალვა გოქაძის კოლექციის ნაწილი გამოქვეყნდა. შალვა გოქ...
14/08/2026

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საიტზე ფოტოგრაფ შალვა გოქაძის კოლექციის ნაწილი გამოქვეყნდა.

შალვა გოქაძე 1950-იანი წლებიდან ქართული პერიოდული პრესის ფოტორეპორტიორი იყო. მის კოლექციაში წარმოდგენილია კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების პორტრეტები; თეატრალური, საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, საესტრადო და კლასიკური მუსიკის კონცერტების ამსახველი კადრები; თბილისის ხედები, არქიტექტურა და სოციალური ყოფა. კოლექციაში დაცული 1000-ზე მეტი ფოტოდან ონლაინკოლექციისათვის 70-მდე სურათი შეირჩა.

კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/shalva-gokadzis-fotokolektsia-1

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ვებგვერდზე ამ დრომდე უკვე განთავსებულია 10-მდე საავტორო და თემატური ფოტოკოლექცია.

13/08/2026

„ქართველ მხატვართა გამოფენა“ - კინოსიუჟეტი არქივიდან

კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“.
რეჟისორი: ირაკლი კანდელაკი.
1966 წლის ივნისი.

11/08/2026
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, პოლონეთის სახელმწიფო არქივის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით პოლ...
05/08/2026

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, პოლონეთის სახელმწიფო არქივის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლონელი კოლეგების გამოცდილებასა და ადგილობრივი არქივების მუშაობას გაეცნენ.

ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ილია ლომიძემ და საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სოფიო ჯობავამ ვარშავის სახელმწიფო არქივი, ასევე კრაკოვსა და კატოვიცეში ახლად გახსნილი საარქივო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მასპინძელი არქივების ხელმძღვანელებმა სტუმრებს გააცნეს დოკუმენტების საცავების მოწყობის თანამედროვე ხედვები, იქ მოქმედი კონდიცირება-ვენტილაციისა და ხანძარქრობის უახლესი სისტემები, რესტავრაციის ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოები, სამკითხველო დარბაზები და საარქივო კოლექციებში დაცული გამორჩეული ისტორიული საბუთები.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა პოლონეთის სახელმწიფო არქივის გენერალურ დირექტორ პაველ პიეტშიკთან, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქართველი რესტავრატორები პოლონეთის სახელმწიფო არქივის რესტავრაციის ლაბორატორიას ეწვევიან.

ეროვნული არქივის დელეგაციის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოსა და პოლონეთის არქივებს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობასა და პროფესიულ კავშირებს.

საქართველოს ეროვნული არქივის საიმიჯო პროდუქცია ელენე ახვლედიანის ნახატით. მხატვრის გრაფიკული ნამუშევარი დაცულია ეროვნულ ...
31/07/2026

საქართველოს ეროვნული არქივის საიმიჯო პროდუქცია ელენე ახვლედიანის ნახატით.

მხატვრის გრაფიკული ნამუშევარი დაცულია ეროვნულ არქივში, მომღერალ ანა ვარდიაშვილის პირად ფონდში.

საიმიჯო პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.

📍 მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40. სამუშაო დრო: სამშაბათი - კვირა, 11:00-დან 19:00 საათამდე.

სტეფანწმინდის ეკლესია და სადგური, XIX საუკუნის მიწურული. დიმიტრი ერმაკოვის ფოტო; დაცულია მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ არქივ...
29/07/2026

სტეფანწმინდის ეკლესია და სადგური, XIX საუკუნის მიწურული.

დიმიტრი ერმაკოვის ფოტო; დაცულია მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ არქივში.

ექსპონატი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე ექსპოზიციიდან „საქართველოს არქივები“.

გამოფენა 13 ივნისს გაიხსნა და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. მასზე საზოგადოება ეცნობა საქართველოს ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცულ მრავალფეროვან საარქივო ფოტომასალას.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი.

სამუშაო დრო: სამშაბათი - კვირა, 11:00 - 19:00 საათი

დათვალიერება თავისუფალია.

👜 ეროვნული არქივის ბრენდირებული ჩანთებიმასალა: ტილოზომა: 40x42სმ📍 ეროვნული არქივის საიმიჯო პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ე...
24/07/2026

👜 ეროვნული არქივის ბრენდირებული ჩანთები

მასალა: ტილო
ზომა: 40x42სმ

📍 ეროვნული არქივის საიმიჯო პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის #40

ერეკლეს ციხე აღმოსავლეთიდან. თელავი, 1950-იანი წლები. ფოტო დაცულია კახეთის რეგიონული არქივში. ექსპონატი ეროვნული არქივის...
22/07/2026

ერეკლეს ციხე აღმოსავლეთიდან. თელავი, 1950-იანი წლები.

ფოტო დაცულია კახეთის რეგიონული არქივში.

ექსპონატი ეროვნული არქივის გამოფენიდან „საქართველოს არქივები“.

ექსპოზიცია, რომელიც 13 ივნისს გაიხსნა და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, ფართო საზოგადოებას აცნობს საქართველოს ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცულ საარქივო ფოტომასალას.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1 / პეკინის #40, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი.
დათვალიერება თავისუფალია.

Address

1, Vazha-Pshavela Avenue
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322290505

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia:

Shortcuts

Share