მასწავლებლის სახლი

მასწავლებლის სახლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით.

27/08/2026
პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის სამუშაო შეხვედრა გა...
25/08/2026

პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის მიზანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეჯამება იყო. პროგრამა პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებას, ასევე მასწავლებლობის მსურველთა მოსამზადებელი პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამის მოდულური სტრუქტურა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ბალანსი, საკვანძო კომპეტენციები, შეფასების თანამედროვე მეთოდები და პროფესიულ მასწავლებელთა პედაგოგიური პრაქტიკის მოდული.

ასევე, წარმოდგენილი იყო მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევის ანალიზის შედეგები და უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით შემუშავებული სატრენინგო მოდულები, რომელთა განხორციელება საჯარო პროფესიულ კოლეჯებში მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის საჭიროებებსა და მართვის გამოწვევებზე, ასევე კერძო სექტორთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე. შეხვედრაზე განიხილეს პროფესიული მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების მიმართულებები და პრიორიტეტები. გაიმართა პანელური დისკუსიებიც.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

21/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ.

მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად - მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.

🌐 იხილეთ ვრცლად:
https://mes.gov.ge/content.php?id=14860&lang=geo&csrt=18387535207194360294

პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფსიული განვითარების მოდულების ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართამასწავლებელთა პ...
21/08/2026

პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფსიული განვითარების მოდულების ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფსიული განვითარების 13 ტრენინგმოდულის ვალიდაცია იყო. მოდულები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების შესწავლის საფუძველზე შემუშავდა.

შეხვედრის მონაწილეებმა შემდეგი მოდულები განიხილეს:

✔️ ზრდასრულთა განათლების ფსიქოლოგია;
✔️ ანდრაგოგიკა — მეცნიერება ზრდასრულთა განათლების შესახებ;
✔️სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა;
✔️ სწავლების თანამედროვე მეთოდები: როგორ გამოვიწვიოთ სტუდენტების მოტივაცია;
✔️სტუდენტთა მრავალფეროვნება: ეფექტიანი სწავლება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სტუდენტებთან;
✔️ პედაგოგიური რეფლექსია და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
✔️პროფესიულ სტუდენტებთან, კოლეგებთან და დამსაქმებლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგიები;
✔️ ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება;
✔️ კალენდარული გეგმის შედგენა;
✔️ კომპეტენციაზე დაფუძნებული სტუდენტების შეფასება;
✔️ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში;
✔️ სსსმ და შშმ პირებთან მუშაობა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა და ადაპტირებული სასწავლო მასალის შემუშავება.

ტრენერ-კონსულტანტებმა პროგრამის მოდულების შინაარსისა და სტრუქტურის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციები წარმოადგინეს. მათი მოსაზრებები პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოდულების საბოლოო ვერსიაში იქნება გათვალისწინებული.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართამასწავლებელთა პროფესიული განვ...
19/08/2026

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გური ბაქრაძემ აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ბანაკის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ბანაკის ფარგლებში შექმნილი კულტურული და შემეცნებითი ნამუშევრები და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი თანატოლებსა და მოწვეულ სტუმრებს გაუზიარეს.

აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკი 10-18 აგვისტოს წყალტუბოში გაიმართა, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობდა.

ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანი იყო მოზარდებისთვის უსაფრთხო, მრავალფეროვანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც მათ ცოდნის გაღრმავების, ახალი უნარების განვითარების, თანატოლებთან ურთიერთობისა და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

საბანაკე პროგრამა მრავალფეროვან საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და გასართობ აქტივობებს მოიცავდა.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდნენ.

ასევე, ახალგაზრდებმა თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქტიული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.

ბანაკის საგანმანათლებლო ნაწილი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ითვალისწინებდა როლურ და სიტუაციურ თამაშებს, დისკუსიებს, ვიქტორინებს, შემოქმედებით დავალებებს, ისტორიულ-შემეცნებით ქვესტებს, ტექსტზე მუშაობას, გუნდურ შეჯიბრებებსა და ყოველდღიურ რეფლექსიას.

მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსები, პოსტერები, მცირე ისტორიები და პრეზენტაციები. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სახალისო და შემეცნებით აქტივობებში. ბანაკის მონაწილეებისთვის საქართველოს საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილი სპექტაკლიც გაიმართა.

ბანაკში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს დაეხმარება წიგნიერების, კომუნიკაციის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებაში. ამასთან, ბანაკი ხელს შეუწყობს მათში პასუხისმგებლობის, თანაგრძნობის, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და განსხვავებული მოსაზრებების მიღების უნარების განვითარებას.

აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყოსაქართველოს განათლები...
17/08/2026

აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების/სექტორების I-IV კლასების მშობლიური ენის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანია საქართველოს საჯარო სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი კლასების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, მათთვის სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების გაცნობა და მიღებული ცოდნის საკლასო გარემოში ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა.

რეგისტრაციაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.

განაცხადების მიღება 2026 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.cloud.microsoft/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUmA9cspItutEswCmf_i6FutURVVKODM3VVdQQVVZWDBaMlpRWUNVMkRJVi4u

დარეგისტრირებულ პირებს შორის, პროგრამის პირველ ეტაპზე, ტრენინგებს გაივლის პირველი 75 მონაწილე, რომლებიც დასაქმებული არიან მარნეულის მუნიციპალიტეტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში და აკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს.

პროგრამაში რეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებელთა ტრენინგების ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება.

სასწავლო პროცესს გაუძღვებიან აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები. ტრენინგები დაეთმობა მოსმენის, მეტყველების, კითხვის, წაკითხულის გააზრების, წერისა და ენობრივი წესების (გრამატიკის) სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობას. პრიორიტეტი მიენიჭება პრაქტიკულ აქტივობებს.

პროგრამა მოიცავს სამ მოდულს (დამწყები, საშუალო და მაღალი) და შერეულ ფორმატში (პირისპირ და ონლაინ) 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს - 4 დღე თითოეული მოდულისთვის, დღეში 6 აკადემიური საათი.

პირისპირ ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 5 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლაში (მისამართი: მარნეული, აზიზ ასლანოვის ქ. №2). 9 სექტემბერი უქმე დღეა.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

15/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებსაც წყალტუბოს საზაფხულო ბანაკი მასპინძლობს.

შეხვედრის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.

ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართამასწავლებელთა პროფესი...
14/08/2026

ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებელთა მხარდაჭერა“.

შეხვედრის მიზანი ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების მასწავლებელთა და ადმინისტრაციის პერსონალის საჭიროებების კვლევის შედეგების განხილვა, მხარდაჭერის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი ტრენინგის მოდულების შემუშავება იყო.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების დირექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები.

მონაწილეები გაეცნენ ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სკოლებისა და კოლეჯების მასწავლებელთა და ადმინისტრაციის საჭიროებების კვლევის შედეგებსა და ძირითად მიგნებებს. ასევე განიხილეს ინტეგრირებული პროგრამების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.

ექსპერტებმა პროგრამის მოდულის - „ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების მართვა და განვითარება სინერგიის პერსპექტივები“ შინაარსისა და სტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარმოადგინეს. მათი მოსაზრებები მოდულის საბოლოო ვერსიაში იქნება გათვალისწინებული.

„ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა“ ქვეპროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იგი პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაციულ თანამშრომლებს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვაში, პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხიან განვითარებაში.

11/08/2026

წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადების პროგრამის მოდულების ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართამასწავლებელთა პრო...
10/08/2026

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადების პროგრამის მოდულების ვალიდაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამის“ მოდულების ვალიდაციის მიზნით გამართულ შეხვედრაზე პროგრამის სამუშაო ვერსიები განიხილეს.

ამასთან, შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტთან და საერთაშორისო წარმატებულ გამოცდილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

მონაწილეებმა პროგრამის მოდულების სამუშაო ვერსიები განიხილეს და იმსჯელეს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:

✔️ პროფესიული განათლების სისტემა, პოლიტიკა და განვითარების თანამედროვე ტენდენციები;
✔️ განათლების ტექნოლოგიები და სასწავლო რესურსების განვითარება;
✔️ სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
✔️ პროფესიული სტუდენტის კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება;
✔️ პროფესიული განათლების მასწავლებლის თვითშეფასება და უწყვეტი პროფესიული განვითარება;
✔️ მასწავლებლის პროფესიული პრაქტიკა.

ექსპერტებმა პროგრამის მოდულების შინაარსისა და სტრუქტურის გაუმჯობესების შესახებ მიგნებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. მათი მოსაზრებები „პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამის“ საბოლოო ვერსიაში იქნება გათვალისწინებული.

პროგრამა პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობას მისცემს, შეისწავლონ და პრაქტიკაში გამოიყენონ სასწავლო პროცესის ეფექტიანი დაგეგმვის, ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე ინტერაქტიული და სტუდენტთა შეფასების ვალიდური მეთოდები.

ამასთან, პროგრამა მათ დაეხმარება საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვებასა და ობიექტურ თვითშეფასებაში, ასევე საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაში.

Address

საქართველო, თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი №6 (კიბერნეტიკის ინსტიტუტის შენობა)
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322200220

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მასწავლებლის სახლი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მასწავლებლის სახლი:

Shortcuts

Share