საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალური გვერდი
(226)

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და ყვარლის სასწავლო ცენტრი ოფიციალური გვერდი | Official page of Training Center of Justice of Georgia and Kvareli Training Center

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ)

 #გაიცანიტრენერი
19/08/2026

#გაიცანიტრენერი

იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდატრენინგის ფარგლებში მონაწილეებმ...
18/08/2026

იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სანივთო უფლებებისა და საჯარო-სამართლებრივი რეგულაციების ძირითადი საკითხები. ორდღიანი სწავლებისას ყურადღება გამახვილდა საკუთრების უფლების, მფლობელობის, სერვიტუტის, იპოთეკისა და სხვა მიმდინარე თემების სპეციფიკაზე.

სწავლების მიზანს პროფესიული ცოდნის გაღრმავება და სამუშაო პროცესში წამოჭრილი საკითხების ანალიზის უნარების გაძლიერება წარმოადგენდა.

თეორიული მასალის გარდა, მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკული დავალებები და გაეცნენ სასამართლო პრაქტიკას.

ტრენინგს მოწვეული ტრენერი სოფიკო ლოქაბიძე უძღვებოდა.

12/08/2026

ობიექტურობა, გამჭვირვალობა და გამოსაცდელთა უფლებების მაქსიმალური დაცვა - ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებსაც საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტესტირების, ტესტის შექმნისა და სერტიფიცირების სერვისები ეფუძნება.

მიჰყევით ბმულს და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ტესტირების ორგანიზებისა და სერტიფიცირების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ: https://tcj.gov.ge/tests

12/08/2026
05/08/2026

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მრავალფეროვანი იურიდიული ლიტერატურა გადასცა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ცენტრის ფონდიდან საჩუქრად 800-მდე წიგნი გადაეცა.

გადაცემული ლიტერატურა ძირითადად იურიდიული მიმართულების პროფესიულ და დარგობრივ გამოცემებს მოიცავს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ უნივერსიტეტთან და მომავალშიც გეგმავს ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას.

31/07/2026

30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა

Address

ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ:

Shortcuts

Share