დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P, კახეთის გზატკეცილი N99, Tbilisi.

28/08/2026
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავტოპარკი განახლდა - მაღალი გამავლობის ავტომობილე...
27/08/2026

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავტოპარკი განახლდა - მაღალი გამავლობის ავტომობილები ცენტრის გურიის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებს, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონულ სამმართველოებს გადაეცათ.

სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს.

ავტომობილები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ცენტრის დირექტორ ირაკლი ფურცელაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია ცენტრის რეგიონული ფილიალების მაქსიმალური ოპერატიულობა და მობილობა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ავტოპარკის განახლების პროცესი გაგრძელდება - ახალი, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, ჯამში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 9 განყოფილება და სამმართველო აღიჭურვება.

თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება  გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი...
25/08/2026

თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.

კამპანიის მთავარი მიზანი მოსახლეობაში მომატებული წნევის ადრეული გამოვლენა, ცნობიერების ამაღლება და რეგულარული გაზომვის ჩვევის დამკვიდრებაა. საქართველო ამ გლობალურ ინიციატივას 2017 წლიდან უერთდება და 8 წლის განმავლობაში, ქვეყანაში, 65 000-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული. პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ოჯახისა და სოფლის ექიმებიც, რომელთაც 1 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარეს კონსულტაცია, თუმცა მთავარ გამოწვევად კვლავ მკურნალობის რეჟიმის ხარვეზები რჩება.

მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, სკრინინგი 7 500-ზე მეტ ბენეფიციარს ჩაუტარდა, რომელთა 75%-ს ქალები, ხოლო 25%-ს კაცები შეადგენდნენ. პირველადი მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია მონაწილეთა 53.6%-ში გამოვლინდა. კამპანიის მიმდინარეობისას, ასევე დაფიქსირდა ჰიპერტონიული კრიზის 6 შემთხვევა და მწვავე კორონალური ინციდენტები, რამაც სასწრაფო დახმარებისა და ინტერვენციული კარდიოლოგიური ჩარევების აუცილებლობა წარმოშვა.

თელავში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ირმა ხონელიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მერიის, თელავის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ექიმები, ადგილობრივები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა  და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინ...
24/08/2026

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით, ტრენინგები ცენტრის ტოპ მენეჯმენტისა და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ჩატარდა. სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და გუნდური მუშაობის გაძლიერებას. სასწავლო პროგრამა მოიცავდა ისეთ საკვანძო მიმართულებებს, როგორებიცაა: პროაქტიური მენეჯმენტი და ტალანტების მართვა, ემოციური ინტელექტი და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, სამუშაოს შესრულების შეფასება და ორგანიზაციული კულტურა.

პროფესიული განვითარების კურსის პარალელურად, ცენტრის თანამშრომლებმა მომდევნო ოთხი წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. სამუშაო პროცესის მთავარ მიზანს 2027-2030 წლების სტრატეგიული გეგმისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა წარმოადგენდა.
სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა გამოთქმული მოსაზრებები და დასახა შემდგომი ნაბიჯები დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ფორმირებისთვის. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი ფორმატის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სტრატეგიული მიზნების ეფექტურ რეალიზაციას.

სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას, დაავადებათა პრევენციასა და არსებულ გამოწვევებზე დროულ, კოორდინირებულ რეაგირებას.
ტრენინგები ადამიანური რესურსების ექსპერტმა თეა ბოკუჩავამ და შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ექსპერტმა ანა ტიკარაძემ ჩაატარეს.

☀️მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზებირისკები:↘️კანის ნაადრევი დაბერება და პიგმენტური ლაქები↘️კანის კიბოს განვითარები...
22/08/2026

☀️მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები

რისკები:
↘️კანის ნაადრევი დაბერება და პიგმენტური ლაქები
↘️კანის კიბოს განვითარების საფრთხე
მხედველობის დაზიანება (კატარაქტა)

მაღალი რისკის ჯგუფები:
↘️ღია ფერის კანის, თმისა და თვალის მქონე პირები
↘️6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60+ წლის პირები

როგორ დავიცვათ თავი?
↘️მოერიდეთ პიკურ საათებს: 10:00-დან 16:00 საათამდე
↘️გამოიყენეთ მზისგან დამცავი: SPF 30+ (წაისვით გასვლამდე 20 წუთით ადრე, განაახლეთ ყოველ 2 საათში)

ატარეთ დამცავი სამოსი:
↘️ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი სათვალე და ღია ფერის ნატურალური ტანსაცმელი

დამწვრობის შემთხვევაში:
↘️არ გახეთქოთ ბუშტუკები და მოერიდეთ მზეს
↘️მიმართეთ ექიმს: თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, აღინიშნება მაღალი სიცხე ან ძლიერი ტკივილი

22/08/2026

☀️მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები

რისკები:
↘️კანის ნაადრევი დაბერება და პიგმენტური ლაქები
↘️კანის კიბოს განვითარების საფრთხე
მხედველობის დაზიანება (კატარაქტა)

მაღალი რისკის ჯგუფები:
↘️ღია ფერის კანის, თმისა და თვალის მქონე პირები
↘️6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60+ წლის პირები

როგორ დავიცვათ თავი?
↘️მოერიდეთ პიკურ საათებს: 10:00-დან 16:00 საათამდე
↘️გამოიყენეთ მზისგან დამცავი: SPF 30+ (წაისვით გასვლამდე 20 წუთით ადრე, განაახლეთ ყოველ 2 საათში)

ატარეთ დამცავი სამოსი:
↘️ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი სათვალე და ღია ფერის ნატურალური ტანსაცმელი

დამწვრობის შემთხვევაში:
↘️არ გახეთქოთ ბუშტუკები და მოერიდეთ მზეს
↘️მიმართეთ ექიმს: თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, აღინიშნება მაღალი სიცხე ან ძლიერი ტკივილი

🔺 2026 წლის 16 აპრილიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენ...
19/08/2026

🔺 2026 წლის 16 აპრილიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით საქართველოში მიმდინარეობს არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანია.

სკრინინგის ღონისძიებები ჩატარდა თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.

📌2026 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით სკრინინგი ჩაუტარდა 7 514 ბენეფიციარს.

🗒️კამპანიის შედეგები ოფიციალურად 20 აგვისტოს, ქალაქ თელავში დაგეგმილ შემაჯამებელ ღონისძიებაზე შეფასდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე აშშ თავდაცვ...
13/08/2026

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ახალ რეგიონულ დირექტორს ენტონი სპირსს შეხვდა, რომელიც 15 აგვისტოდან შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას და აღნიშნულ პოზიციაზე დევიდ ქენედეის ჩაანაცვლებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს.

ირაკლი ფურცელაძემ სტუმარს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სააგენტოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს საქართველოში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების განმტკიცებისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების საკითხებში.

თავის მხრივ, აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA)-წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი რეგიონში საიმედო და წამყვანი პარტნიორია.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები – პაატა იმნაძე, ირმა ხონელიძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

10/08/2026

🤱🏻 ჩვილთა ოპტიმალური კვებისა და ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აგვისტოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება. მიმდინარე წლის კვირეულის მთავარი გზავნილია „ძუძუთი კვება ცხოვრების მდგრადი დასაწყისისთვის: გავაძლიეროთ ის, რაც მუშაობს!“

🗓️ კვირეულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ პროექტზე, რომელიც დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას, მათ ოპტიმალურ ზრდა-განვითარებასა და დედის რძის ბანკით უზრუნველყოფას გულისხმობს.

👉🏻 კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სამშობიაროებში დაწესებულებებში, ორსულებსა და ახალბედა დედებს საინფორმაციო ბროშურები გადასცეს, სადაც დეტალურადაა განმარტებული ჩვილებისთვის ძუძუთი კვების მნიშვნელობა.

ექიმების განმარტებით, ის უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდასა და განვითარებას. ამასთანავე, ძუძუთი კვებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს დედის ჯანმრთელობისთვისაც.

🤱🏻 ჩვილთა ოპტიმალური კვებისა და ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აგვისტოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული ა...
10/08/2026

🤱🏻 ჩვილთა ოპტიმალური კვებისა და ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აგვისტოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება. მიმდინარე წლის კვირეულის მთავარი გზავნილია „ძუძუთი კვება ცხოვრების მდგრადი დასაწყისისთვის: გავაძლიეროთ ის, რაც მუშაობს!“

🗓️ კვირეულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ პროექტზე, რომელიც დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას, მათ ოპტიმალურ ზრდა-განვითარებასა და დედის რძის ბანკით უზრუნველყოფას გულისხმობს.

👉🏻 კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სამშობიაროებში დაწესებულებებში, ორსულებსა და ახალბედა დედებს საინფორმაციო ბროშურები გადასცეს, სადაც დეტალურადაა განმარტებული ჩვილებისთვის ძუძუთი კვების მნიშვნელობა.

ექიმების განმარტებით, ის უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდასა და განვითარებას. ამასთანავე, ძუძუთი კვებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს დედის ჯანმრთელობისთვისაც.

Address

კახეთის გზატკეცილი N99
Tbilisi
0190

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & P:

Shortcuts

Share