საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia შსს სასაზღვრო პოლიცია

12/08/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს „სარფისა“ და „ხიხაძირის“ სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. „მწვანე ზოლის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ქვეითად გადმოკვეთა, ხოლო ერთმა ბრალდებულმა სახელმწიფო საზღვარი სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მისი ქვეყნიდან გაძევება.

08/08/2026

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ დავით ბიწკინაშვილმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირე...
08/08/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ დავით ბიწკინაშვილმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა იური ფირცხალაიშვილმა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს, რის შემდეგაც ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ფოთის ბაზაზე საზღვაო ძალების ხუთი მოსამსახურე — კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე, საზღვაო კაპრალები ზვიად ბარბაქაძე, გიორგი ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი და თემურ ფიჩხაია დაიღუპნენ.

ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

07/08/2026
სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე,  ჰიდროციკლით...
05/08/2026

სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ხოლო, მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს.

05/08/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო პოლიციის „ახალციხის“ სამმართველოს სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. მწვანე ზოლის გავლით, ქვეითად ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ გადასვლას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფ...
31/07/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა მეხუთედ მიიღო მონაწილეობა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian), რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში გაიმართა.

ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466) იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.

ნატოს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველი“ (Operation Sea Guardian) წარმოადგენს ალიანსის ეგიდით მოქმედ, დღეისათვის, ერთადერთ მუდმივ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციას. მისი მთავარი ამოცანებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საზღვაო სივრცეში, ზღვაზე თავისუფალი და უსაფრთხო მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება, ასევე, საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამასთანავე, აღნიშნული ოპერაცია უზრუნველყოფს ინფორმაციის შეგროვებასა და გაზიარებას, აგრეთვე, თანამშრომლობას მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან.

31/07/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, ხოლო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული სასაზღვრო პოლიციის „წითელი ხიდის“ სამმართველოს სექტორ „სადახლოს“ დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. მწვანე ზოლის გავლით ქვეითად ცდილობდა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ გადასვლას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე დაკავებული, რომელიც საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით იძებნებოდა, ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ...
30/07/2026

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ამ მიმართულებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. ასევე, დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, რათა არსებული ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაური გარიკ მურადიანი დელეგაციასთან ერთად საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, დავით თამაზაშვილის, მოწვევით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის დასასრულს გარიკ მურადიანმა დავით თამაზაშვილს მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

29/07/2026

ოთხი წელი გუდაურის ტრაგედიიდან

Address

Kandelaki Street 12
Tbilisi
0160

Telephone

+995322413476

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს სასაზღვრო პოლიცია/Border Police of Georgia:

Shortcuts

Share