30/07/2025
ქართ/Eng
📌 თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის ორგანიზებით დაიწყო ზაფხულის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანია:
✅ახალგაზრდებში ციფრული უნარების განვითარება
✅ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი შესაძლებლობების ათვისება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
✅კორეული კულტურის მრავალმხრივი გაცნობა და პოპულარიზაცია
✅კორეული ხელოვნების, ტრადიციების და თანამედროვე კულტურული ელემენტების შემეცნება
🌍 პროექტი ხორციელდება World Friends Korea – IT მოხალისეთა პროგრამის ფარგლებში, კორეის ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (NIA) და კორეის მეცნიერებისა და ICT-ის სამინისტროს (MSIT) მხარდაჭერით.
📆 29 ივლისს გაიმართა პროგრამის ოფიციალური გახსნა მირზა გელოვანის სახელობის მე-2 ბიბლიოთეკაში განთავსებულ საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრში, რომელიც მასპინძლობს ზაფხულის საგანმანათლებლო კურსებს ციფრულ ტექნოლოგიებსა და კორეულ კულტურაში.
🎓 შეხვედრას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი ჰიონ დუ კიმი, საელჩოს პირველი მდივანი სანგ ჯუნ განგი, ჯეჯუს ეროვნული უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი, მაღალი ინტელექტუალური სერვისების ოფისის (RIS) დირექტორი იუნგ ჩოლ ბიუნი.
შეხვედრას მასპინძლობდნენ: თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინა ანჯაფარიძე, დირექტორის მოადგილე ირინა ჭიჭინაძე, საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის უფროსი მენეჯერი ლენა ასკურავა, ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი ბიძინა მურღულია.
🤝 სტუმრების ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროექტის მნიშვნელობას და საქართველოსა და კორეას შორის მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას.
📈 შეხვედრის ფარგლებში სტუმრები დეტალურად გაეცნენ ცენტრის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს, რაც ხელს შეუწყობს განათლებისა და კულტურის სფეროში ერთობლივი ინიციატივების განხორციელებასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის მხარდაჭერას.
📌 Organized by the Tbilisi Multifunctional Libraries Union and the Georgia-Korea Information Access Center, the summer educational programs have been launched with the following goals:
✅ Development of digital skills among young people
✅ Exploring new opportunities and supporting professional development through the use of artificial intelligence
✅ Multidimensional introduction to and popularization of Korean culture
✅ Learning about Korean art, traditions, and modern cultural elements
🌍 The project is being implemented within the framework of the World Friends Korea – IT Volunteers Program, supported by the National Information Society Agency (NIA) and the Ministry of Science and ICT of Korea (MSIT).
📆 On July 29, the official opening of the program was held at the Georgia-Korea Information Access Center, which is hosting the summer educational courses in digital technologies and Korean culture.
🎓 The event was attended by honorable guests: Mr. Hyun Doo Kim, Ambassador of the Republic of Korea to Georgia, Mr. Sang Joon Kang, First Secretary, Mr. Yung-Cheol Byun, Professor, Department of Computer Engineering, Director, RIS Office for High-Intelligent Service at Jeju National University.
The event was hosted by: Ms. Nina Anjaparidze, Director of the Tbilisi Multifunctional Libraries Union, Ms. Irina Chichinadze, Deputy Director, Ms. Lena Askurava, Senior Manager of the Georgia-Korea Information Access Center, Mr. Bidzina Murghulia, IT Specialist at the Georgia-Korea Information Access Center
🤝 The visit of the honorable guests once again emphasized the importance of the project and the prospects for strengthening friendly cooperation between Georgia and Korea.
📈 During the meeting, they were introduced in detail to the Center’s activities and future plans, which will contribute to the implementation of joint initiatives in the fields of education and culture and support long-term collaboration.