ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური Investigation Service of Ministry of Finance of Georgia Official

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (ოფიციალური გვერდი)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალ, სპეციალურ სამართალდამცავ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის

საპროცესო კანონმდებლობით მისი ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას. სამსახური საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ქვემდებარეობის შესაბამისად, სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას.

საგამოძიებო სამსახურის უფროსს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საგამოძიებო სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

ქარ/ENGფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თან...
02/09/2026

ქარ/ENG
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი თამბაქოს ნაწარმს ავტომანქანებში მალავდა და მის საცალო რეალიზაციას ქალაქ ბათუმში, „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა.

ჩატარებული ჩხრეკისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 5 000 ლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირი წარსულში არაერთხელ არის მხილებული მსგავს უკანონო საქმიანობაში. ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მეორე საქმეზე არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ბრალდებულისა და სხვა პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტს, რა დროსაც მათ თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, რადგან სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მკაცრი.

28/08/2026
07/08/2026

ქარ/ENG
🔷საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

🔹საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, რომელთაგან 3 დაკავებულია.

🔹გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში რეალიზდებოდა.

🔹ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კუსტარული საწარმოებიდან და სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული ვისკი და არაყი, დიდი ოდენობით სხვადასხვა ბრენდის მეორადი ბოთლები, გაურკვეველი წარმოშობის სპირტიანი სასმელი, ყალბი აქციზური მარკები, ასევე მათი დასამზადებელი ტექნიკა.

🔹ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სარეალიზაციო ქსელიდან ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების ამოღებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

🔹გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197¹ მუხლითა და მე- 200¹ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

#საგამოძიებოსამსახური2026

🔷Investigation Service Exposed a Fact of Counterfeiting Alcoholic Beverages and Manufacturing and Sale of Counterfeited Excise Marks

🔹Representatives of the Investigation Service of Ministry of Finance of Georgia exposed a fact of counterfeiting alcoholic beverages and manufacturing and sale of counterfeited excise marks in the city of Batumi. Criminal prosecution has been initiated against seven persons, three of whom have been detained.

🔹Investigation determined that the accused, in order to obtain illegal income, were systematically producing counterfeit whisky of well-known brands and other alcoholic beverages in illegally arranged production facilities using spirit and special additives. The mentioned products bearing counterfeited excise marks were sold in shops and bars in the Adjara region.

🔹As a result of investigative activities, counterfeit whisky and vodka, a large quantity of used bottles of various brands, alcoholic beverages of unknown origin, counterfeit excise marks, as well as technical equipment intended for the production of counterfeit excise marks, were detected and seized from the illicit factories and commercial facilities.

🔹At this stage, intensive investigative activities are being carried out in order to seize counterfeit alcoholic beverages from the sales network and identify and expose other individuals involved in the crime.

🔹Investigation is underway under Article 197, Part 1, Article 197¹ and Article 200¹, Part 2, Subparagraph "b" of the Criminal Code of Georgia, which envisages imprisonment from 4 to 6 years.

05/08/2026

ქარ/ENG
🔷საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

🔹საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

🔹ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 713.3 გრამი, 143 817 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ზოდები.

🔹საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#საგამოძიებოსამსახური2026

🔷Investigation Service Detained One Person on the Fact of Illegal Transportation of a Particularly Large Quantity of Gold Bars Across the Customs Border.

🔹As a result of operative-searching and investigative activities carried out by representatives of the Investigation Service of Ministry of Finance of Georgia, together with representatives of the Customs Department of the Revenue Service, under the coordination of the General Prosecutor's Office of Georgia, one person was detained on the fact of violation of the rule related to the transportation of an especially large quantity of goods across the customs border.

🔹As a result of measures conducted on the basis of operative information, it was determined that a citizen of the Russian Federation brought gold bars weighing 713.3 grams, with a customs value of GEL 143,817, across the customs border of Georgia through the "Kazbegi" Customs Checkpoint, concealing them from customs control.

🔹Investigation is underway under Article 214, Part 2 of the Criminal Code of Georgia, which envisages imprisonment from 5 to 7 years.

Address

4 University Street
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322262023

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური:

Shortcuts

Share