19/08/2026
სსიპ ქ. თბილისის №2 საჯარო სკოლაში ჩარიცხული პირველკლასელების მშობლების საყურადღებოდ❗️❗️❗️
გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების გაცემა განხორციელდება
2026 წლის 2 სექტემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე, ქ.თბილისის #22საჯარო სკოლაში(მირცხულავას #4)
სასკოლო ფორმის ღირებულება:
ვაჟებისთვის:
- 1 პიჯაკი — 45 ლარი;
- 2 შარვალი — თითოეული 25 ლარი.
გოგონებისთვის:
- 1 პიჯაკი — 45 ლარი;
- 1 შარვალი — 25 ლარი;
- 1 ქვედაბოლო — 25 ლარი.
სასკოლო ფორმის რეალიზაცია ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, გადახდა შესაძლებელი იქნება საბანკო გადარიცხვით.
ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია:
- ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში — ერთჯერადად;
- ქარხნული წუნის არსებობის შემთხვევაში.
სასკოლო ფორმის უსასყიდლოდ მიღების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებით დამტკიცდა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა.
პროგრამის ფარგლებში სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემათ მოსწავლეებს, რომლებიც:
- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
- ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
- განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
- ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
- განთავსებულნი არიან ბავშვთა სახლში;
- 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, დროულად გამოცხადდეთ სასკოლო ფორმის მისაღებად.
გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!🌟