თავისუფალი საქართველო - Free Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თავისუფალი საქართველო - Free Georgia

თავისუფალი საქართველო - Free Georgia ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!

"თავისუფალი საქართველო", რომელიც განსხვავდება ყველა დანარჩენი პარტიისაგან იმით, რომ ჩვენს გუნდში არ არის შევარდნაძის, სააკაშვილის ან ივანიშვილის რეჟიმის არცერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

პარტიის ლიდერია - კახა კუკავა, იურისტი.

გია ყრუაშვილის მიმართვა საქართველოს გენერალურ პროკურორს მე, გულადი ყრუაშვილი მოგმართავთ ჩემი 22 წლის შვილიშვილის, დავით ...
05/09/2026

გია ყრუაშვილის მიმართვა საქართველოს გენერალურ პროკურორს

მე, გულადი ყრუაშვილი მოგმართავთ ჩემი 22 წლის შვილიშვილის, დავით ბლიაძის, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

2026 წლის 12 მაისს ჩემი შვილიშვილი დავით ბლიაძე გარდაცვლილი იპოვეს. ჩემი ინფორმაციით, გარდაცვალებას ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირება უკავშირდება.

დავითის გარდაცვალების დღიდან ვცდილობ, დადგინდეს მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი და ყველა ის გარემოება, რამაც შესაძლოა მის სიკვდილამდე მიგვიყვანა. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა, მივიღე ექსპერტიზის დასკვნა.

თუმცა, დავითის მობილური ტელეფონი დღემდე გამოძიების ფარგლებშია და მისი შესწავლა/ექსპერტიზა დასრულებული არ არის, რის გამოც ჩემთვის კვლავ პასუხგაუცემელია უმნიშვნელოვანესი კითხვები — კონკრეტულად რა უძღოდა წინ მის გარდაცვალებას, ვინ და რა ვითარებაში მიაწოდა მას ნარკოტიკული ნივთიერება და ხომ არ არსებობდა სხვა პირების მხრიდან დავითზე ზეწოლის, მუქარის, იძულების ან თანხის გამოძალვის ფაქტები.

განსაკუთრებით საეჭვოდ მიმაჩნია შემდეგი გარემოება:

გარდაცვალებამდე დაახლოებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში დავითს დედისთვის არაერთხელ უთხოვია 20 000 ლარი და ეუბნებოდა, რომ „შარში იყო“.

ეს ჩემთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის სრულიად უჩვეულო იყო. დავითს დედასთან მსგავსი საუბარი მანამდე არასოდეს ჰქონია. პირიქით — როდესაც ხელფასს იღებდა, დედას თავად ურიცხავდა თანხას და ეუბნებოდა, რომ ცოტა თანხა მისთვისაც შეენახა.

სწორედ ამიტომ ჩნდება საფუძვლიანი კითხვა: რა მოხდა დავითის ცხოვრების ბოლო კვირებში და რატომ აღმოჩნდა იგი ისეთ მდგომარეობაში, რომ დედას 20 000 ლარს სთხოვდა და ამბობდა, რომ შარში იყო?

არ მინდა და არც მაქვს უფლება წინასწარ დავასკვნა, რომ დავითის მიმართ განხორციელდა მუქარა, ძალადობა, იძულება ან თანხის გამოძალვა, ან რომ მისი გარდაცვალება თვითმკვლელობამდე მიყვანის შედეგი იყო. თუმცა მიმაჩნია, რომ აღნიშნული ვერსია აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული.

შესაძლოა, დავითზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ემუქრებოდნენ სიცოცხლით ან ჯანმრთელობით, სთხოვდნენ თანხას, ან რაიმე სხვა გზით აიძულებდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც საბოლოოდ მისი დაღუპვა გამოიწვია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავითის ტელეფონში არსებული ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლა — სატელეფონო ზარები, მიმოწერები, სოციალური ქსელების შეტყობინებები, კონკრეტულ პირებთან კომუნიკაცია, თანხებთან დაკავშირებული მიმოწერა და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, რა ხდებოდა დავითის გარდაცვალებამდე ბოლო დღეებსა და კვირებში.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ:

პირადად დაინტერესდეთ დავით ბლიაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებით და შეამოწმოთ, სრულყოფილად და ობიექტურად მიმდინარეობს თუ არა გამოძიება;

უზრუნველყოთ დავით ბლიაძის მობილური ტელეფონის დროული და სრული ექსპერტიზა/ციფრული მონაცემების გამოკვლევა, რათა დადგინდეს მისი გარდაცვალების წინ არსებული კომუნიკაცია და შესაძლო ზეწოლის ან მუქარის ფაქტები;

გამოიკვლიოთ დავითის მიერ გარდაცვალებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში დედისთვის 20 000 ლარის მოთხოვნის მიზეზი და დაადგინოთ, ვისთან ან რომელ გარემოებებთან შეიძლება ყოფილიყო ეს დაკავშირებული;

დაიკითხონ დავითის ოჯახის წევრები და სხვა პირები, რომლებსაც შეეძლებათ დაადასტურონ მისი ქცევის ცვლილება, მისი საუბრები, შესაძლო პრობლემები, მუქარა ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები;

შემოწმდეს, ჰქონდა თუ არა დავითს გარდაცვალებამდე პერიოდში მუქარის, იძულების, თანხის გამოძალვის ან სხვა სახის ზეწოლის ფაქტები;

დადგინდეს, ვინ მიაწოდა დავითს ნარკოტიკული ნივთიერება, რა ვითარებაში მოხდა ეს და არსებობდა თუ არა ამ პირის მხრიდან განზრახი ქმედება;

გამოძიების შედეგად გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, თუ დადასტურდება სხვა პირის მიერ დავითზე განხორციელებული მუქარა, იძულება, გამოძალვა ან თვითმკვლელობამდე მიყვანის ნიშნები, მოხდეს სისხლის სამართლის საქმის შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის გადახედვა/შეცვლა;

წერილობით მაცნობოთ, რა საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა აღნიშნული გარემოებების დასადგენად და რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება.

მე არ ვითხოვ წინასწარ ვინმეს დადანაშაულებას. ვითხოვ მხოლოდ ერთ რამეს — დადგინდეს სიმართლე.

ჩემი შვილიშვილი 22 წლის იყო. თუ მან თვითნებურად მიიღო ნარკოტიკული ნივთიერება, უნდა დადგინდეს, რატომ მივიდა ამ მდგომარეობამდე. ხოლო თუ მის უკან იდგა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მას ემუქრებოდა, ფულს სთხოვდა, შანტაჟებდა, აიძულებდა ან სხვა გზით მიჰყავდა სასოწარკვეთამდე, ესეც აუცილებლად უნდა დადგინდეს.

არ შეიძლება საქმის დასრულება მხოლოდ იმ დასკვნით, რომ ახალგაზრდა ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა, თუ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა ვინ მიაწოდა ნარკოტიკი, რა უძღოდა წინ მის მიღებას და რატომ სთხოვდა გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე დედას 20 000 ლარს იმ სიტყვებით, რომ „შარში იყო“.

გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული გარემოებების საფუძვლიანი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება.

პატივისცემით,

გულადი ყრუაშვილი
ტელეფონი: 599477484
მისამართი: თბილისი ზესტაფონის ქ.22ა

01/09/2026

რა უნდა შეცვალოს ოპოზიციამ საკუთარ სტრატეგიაში

31/08/2026

"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე - კახა კუკავა "tv1-ის" ეთერში

#ღარიბაშვილი #ივანიშვილი #მაფია #ოპოზიცია

29/08/2026

#ქოცები #კორუფცია #მილიარდი

29/08/2026

#ტენდერები #კორუფცია #ქოცები

22/08/2026

#ღარიბაშვილი #ოქროს #მოწმე #ივანიშვილი #ბორკილები

22/08/2026
21/08/2026

✅ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი დასაშვებია, და გარკვეული წინაპირობების შემთხვევაში საჭიროცაა;

❌ კობახიძის განცხადებები გეორგიევსკის ტრაქტატზე, საპასუხო კონსტრუქციული ნაბიჯების გარეშე, არის კაპიტულიაცია და სახელმწიფოს ღალატი.

18/08/2026

🔴 კახა კუკავა ქოცებს: ნაცებს გადაასწარით არაკაცობაში, დაჭერილი მეგობრის ცოლ-შვილს მიუვარდით და აუტეხეთ ხმაური

18/08/2026

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ისტორიული შანსი, ითამაშოს ერთ-ერთი მთავარი როლი ქვეყნისთვის ამ მოუშორებელი მეტასტაზის მოკვეთაში რაც არის ივანიშვილის რეჟიმი

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00
Saturday 11:00 - 14:00

Telephone

+995574024646

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თავისუფალი საქართველო - Free Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თავისუფალი საქართველო - Free Georgia:

Shortcuts

Share