საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებ...
01/09/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ პირველი სექტემბრიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით 3 400-ზე მეტ ვაკანტურ პოზიციაზე.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების მიზნით, გთხოვთ, ესტუმროთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდს - https://vacancy.hr.gov.ge

31/08/2026
31/08/2026

2036 წლისთვის საქართველოს ენერგოსექტორი სრულიად დამოუკიდებელი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრ...
28/08/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა.

მთავრობის მეთაურმა ტაძარში შეკრებილ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის განვითარება და მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტ...
27/08/2026

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის განვითარება და მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში განაცხადა, სადაც “ფუძეობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, რაჭველებს „ფუძეობის“ დღესასწაული მიულოცა.

„ჩემს მშობლიურ კუთხეში აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის განვითარება და თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

„ფუძეობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ამბროლაურში გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ნამუშევრების გამოფენა, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი.

ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გ...
27/08/2026

ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

ირაკლი კობახიძე - იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვე...
27/08/2026

ირაკლი კობახიძე - იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა

Address

Ingorokva Str. 7
Tbilisi
0114

Telephone

299 09 00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს მთავრობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს მთავრობა:

Shortcuts

Share