ვაკის რაიონის გამგეობა

ვაკის რაიონის გამგეობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა გამგებელი - დავით კვინიკაძე

04/09/2026
02/09/2026

ავთო ვარაზისა და აგარიკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა

28/08/2026
ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს თბილისის მერიის ...
24/08/2026

ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია 400 ანკერი და 20 ხიმინჯი.

სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე მიმდინარეობს მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები. ცუდ ამინდებში არსებობდა ფერდის ჩამოშლის საშიშროება, ალტერნატიული გზაც არ არსებობს, ამიტომ დაიგეგმა მსგავსი ტიპის სამუშაოები - ეწყობა ანკერები და ხიმინჯოვანი კედელი. სამუშაოები იანვარ-თებერვალში უნდა დასრულდეს, რომლის შემდეგაც ტერიტორია სრულად მოწესრიგებული იქნება, გადაადგილება კი უსაფრთხო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უსაფრთხოების მიზნით, მეწყერსაშიში ფერდის საინჟინრო-საპრევენციო ღონისძიებები 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სრულდება. მიმდინარეობს ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობა. ფერდზე ეწყობა 2 060 ანკერი და დამონტაჟდება ფოლადის გალვანიზებული ბადე, რაც აღმოფხვრის ქანების ჩამოშლისა და მეწყრული პროცესების განვითარების რისკს.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის მოწყობა, რომელიც ზედაპირული წყლების მოცილებისთვის მნიშვნელოვანია და ფერდის მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

სამუშაოების დასრულების ეტაპზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება – დაიგება ასფალტის საფარი და სრულად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი • Levan Kipiani იმყოფებოდნენ.

22/08/2026

🔸ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვლადიმირ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.

ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა ხეების სხვლა-ფორმირება, ამჟამად კი 4000 კვ. მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და ახალი სპორტული მოედანი, ასევე, განახლდება ორი სპორტული მოედანი.

პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 1 500 000 ლარია.

სამუშაოებს ადგილზე საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე კახა აბულაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი ბექა გელენავა და სკოლის დირექტორი ვახტანგ ჯაოშვილი გაეცნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
გიორგი ტყემალაძე / Giorgi Tkemaladze
კახა აბულაძე
ლევან ყიფიანი • Levan Kipiani
ბექა გელენავა / Beka Gelenava

🔸ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვლადიმირ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლაში სარეაბი...
22/08/2026

🔸ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვლადიმირ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.

ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა ხეების სხვლა-ფორმირება, ამჟამად კი 4000 კვ. მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და ახალი სპორტული მოედანი, ასევე, განახლდება ორი სპორტული მოედანი.

პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 1 500 000 ლარია.

სამუშაოებს ადგილზე საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე კახა აბულაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი ბექა გელენავა და სკოლის დირექტორი ვახტანგ ჯაოშვილი გაეცნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
გიორგი ტყემალაძე / Giorgi Tkemaladze
კახა აბულაძე
ლევან ყიფიანი • Levan Kipiani
ბექა გელენავა / Beka Gelenava

14/08/2026

🌿ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩის N31-ის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე განახლდა.

1 400 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სკვერში გამოიცვალა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა ახალი საპარკო ავეჯი, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა, სავალი ბილიკები, საერთო სარგებლობის კიბე.

პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდა - ტერიტორიაზე 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო.

განახლებული სკვერი ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად დაათვალიერა.

ლევან ყიფიანი • Levan Kipiani
ბექა გელენავა / Beka Gelenava

🌿ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩის N31-ის...
14/08/2026

🌿ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩის N31-ის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე განახლდა.

1 400 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სკვერში გამოიცვალა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა ახალი საპარკო ავეჯი, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა, სავალი ბილიკები, საერთო სარგებლობის კიბე.

პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდა - ტერიტორიაზე 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო.

განახლებული სკვერი ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად დაათვალიერა.

ლევან ყიფიანი • Levan Kipiani
ბექა გელენავა / Beka Gelenava

13/08/2026

🔸ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს.

ამჯერად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მორიგი პროექტი ჭავჭავაძის გამზირის N43-ის ტერიტორიაზე ხორციელდება.

აღნიშნულ მისამართზე წყლისა და წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს. მიწისქვეშ გამოიცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი დაიგება.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასთან და მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად შეხვდა.

ლევან ყიფიანი • Levan Kipiani
ზუკა რურუა / Zuka Rurua
ალექსანდრე ასათიანი / Alexander Asatiani

Address

ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქუჩა N22 (ყოფილი 10ა)
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+3222318825

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვაკის რაიონის გამგეობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ვაკის რაიონის გამგეობა:

Shortcuts

Share