გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი/Environmental Information and Education Centre, Ministry of Environmental Protection and Agriculture

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

06/09/2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „მწვანე ბანაკი - კლიმატის ელჩების“ მეექვსე ნაკადს უმასპინძლა.

პროგრამის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე შერჩეული 50 ახალგაზრდა ერთი კვირის განმავლობაში გარემოსდაცვით საკითხებს გაეცნო, იმუშავეს დარგის სპეციალისტებთან ერთად და მრავალფეროვან პრაქტიკულ და შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობდნენ.

#მწვანებანაკი

06/09/2026

პატარა ხელებით დაწყებული დიდი საქმე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს

#ჩემიპირველინერგი

05/09/2026

„მწვანე ბანაკი – კლიმატის ელჩების“ ფარგლებში მონაწილეებმა დეფიციტური პროფესიების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ახალგაზრდებს თემაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა, ესაუბრა.

„მწვანე ბანაკი - კლიმატის
ელჩები“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

🟢 ხანჩალის ტბის აღკვეთილი სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ...
04/09/2026

🟢 ხანჩალის ტბის აღკვეთილი სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ნაწილია.

ხანჩალის ტბა ჯავახეთის მთიანეთის ტბებს შორის ყველაზე წყალმარჩხია. მისი მტკნარი წყალი და ტბაში, ასევე მის ნაპირებზე არსებული უხვი მცენარეულობა წლის თბილ პერიოდში უამრავ ფრინველს იზიდავს. ისინი ტბას გამრავლების პერიოდში დასაბუდებლად, ხოლო მიგრაციის დროს დასასვენებლად და გამოსაკვებად იყენებენ.

🐦რომელ ფრინველებს შეხვდები ხანჩალის ტბაზე?

ხანჩალის ტერიტორიაზე ფრინველთა 91 სახეობაა აღრიცხული, მათ შორის ზოგიერთი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ტბაზე ბუდობენ:
• რუხი წერო (Grus grus)
• რუხი ყანჩა (Ardea cinerea)
• თეთრი ყარყატი (Ciconia ciconia)
• ვარდისფერი ვარხვი (Pelecanus onocrotalus)
• ქოჩორა ხუჭუჭა ვარხვი (Pelecanus crispus)
• თეთრფრთიანი გარიელი (Melanitta fusca)

🐟 შავ ზღვაში კამბალა ძირითადად გვხვდება კონტინენტური შელფის ფარგლებში, დაახლოებით 10-დან 150 მეტრამდე სიღრმეზე.🔴 კამბალა...
03/09/2026

🐟 შავ ზღვაში კამბალა ძირითადად გვხვდება კონტინენტური შელფის ფარგლებში, დაახლოებით 10-დან 150 მეტრამდე სიღრმეზე.

🔴 კამბალა IUCN-ის მიხედვით გლობალურად კლასიფიცირებულია როგორც Near Threatened (თითქმის საფრთხის ქვეშ მყოფი).

საქართველოს კანონმდებლობით კამბალის მოპოვებაზე დაწესებულია სეზონური აკრძალვა ქვირითობის პერიოდში, რაც, როგორც წესი, მოიცავს გაზაფხული-ზაფხულის თვეებს, როდესაც სახეობა აქტიურად მრავლდება შავი ზღვის შელფურ ზონაში. ასეთი მიდგომა ეფუძნება მდგრადი მეთევზეობის პრინციპებს და ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაშიც.

მდგრადი #თევზჭერა ნიშნავს დაცულ მომავალს

03/09/2026

„მწვანე ბანაკი დამეხმარა მომავალი პროფესიის არჩევაში" | თაზო ჩალაძე - „კლიმატის ელჩი“

✅ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიან პროგრამას.📝 განაცხადების მი...
02/09/2026

✅ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიან პროგრამას.

📝 განაცხადების მიღება დაიწყო 1 სექტემბერს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით

დეტალურად: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100960?active=1

🗓️ სტაჟირება დაიწყება 2026 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2026 წლის 31 დეკემბერს

სექტემბრის მწვანე დღეები🟢
01/09/2026

სექტემბრის მწვანე დღეები🟢

🟢 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი „მწვანე ბანაკი - კლიმატის ელჩების“ მეექვსე ნაკადს უმასპინძლებს. პროგრ...
01/09/2026

🟢 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი „მწვანე ბანაკი - კლიმატის ელჩების“ მეექვსე ნაკადს უმასპინძლებს. პროგრამის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე შერჩეული 50 ახალგაზრდა ერთი კვირის განმავლობაში გარემოსდაცვით საკითხებს გაეცნობა, დარგის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს და მრავალფეროვან პრაქტიკულ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვება.

📚 ბანაკი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დაგლას უებმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ეროვნული პროგრამის ოფიცერმა თამარ ხურცილავამ გახსნეს.

🔗 ვრცლად: https://eiec.gov.ge/Ge/News/details/6481

31/08/2026

„მწვანე ბანაკი - კლიმატის ელჩები“ მეექვსე ნაკადს უმასპინძლებს

Address

73 თინა იოსებიძის ქუჩა
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322112023

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი:

Shortcuts

Share