სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია / SLA

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ, საერთაშორისო დონისა და მნიშვნელოვანი ფუნქციების მქონე ლაბორატორიას.

ლაბორატორიაში საქმიანობა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით, ესენია:
• ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა;
• სურსათის კვლევა;
• მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

საქა

რთველოს მასშტაბით, ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაციისა და 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის მქონე 13 ლაბორატორიას.

ინფორმაციისთვის: სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში - მსხვილი რქოსანი პიურტყვიდან აღებული ნიმუში (სისხლი) გამოსაცდელად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი იდენტიფიცირებულია საქართველოს დადგენილების შესაბამისად შვიდ ნიშნიანი ან რვა ნიშნიანი საყურე ნომრით.
მაგ: GE 101 505 505

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სამუშაო საათებია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.

• ლაბორატორიაში ნიმუშების მიღება შესაძლებელია 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

• ლაბორატორიაში კვლევის საფასურის გადახდა შესაძლებელია: ინტერნეტ ბანკის გამოყენებით, ან ნაღდი ანგარიშსწორებით - ლაბორატორიის ტერიტორიაზე არსებული გადახდის აპარატის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ლაბორატორიის მიმღების ნომერზე: +995 32 253 09 68

✅სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებთან შეხვ...
03/09/2026

✅სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

🔬სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებმა მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ვეტერინარული სექტორის განვითარების მიმართულებით DTRA-ს მხარდაჭერის შედეგებს. მხარეებმა ისაუბრეს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ასევე სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

🔹მხარეებმა დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული სისტემის განვითარებისა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სისტემის მნიშვნელობაზე დაავადებებზე ეფექტიანი ზედამხედველობისა და შესაბამისი ინფორმაციის მართვის პროცესში, ასევე მისი მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობებზე.

▶შეხვედრის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზეც იმსჯელეს. მათ შორის, განიხილეს სპეციალისტებისთვის ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებების, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

🔬საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს ვეტერინარული სექტორის მდგრადობის გაძლიერებას.

🔬გორის ლაბორატორია გთავაზობთ ცხოველთა დაავადებებისა და სასმელი წყლის დიაგნოსტიკას.🧫ნიმუშების მოსატანად მოგვმართეთ:📍გორი,...
03/09/2026

🔬გორის ლაბორატორია გთავაზობთ ცხოველთა დაავადებებისა და სასმელი წყლის დიაგნოსტიკას.

🧫ნიმუშების მოსატანად მოგვმართეთ:

📍გორი, თამარ მეფის ქ. №77
📞591 93 60 45

✅სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენელი თურქეთის ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიებში GMO/LMO კვლევების პრა...
02/09/2026

✅სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენელი თურქეთის ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიებში GMO/LMO კვლევების პრაქტიკას გაეცნო

🔹სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი სტამბოლისა და ანკარის ეროვნულ რეფერენს ლაბორატორიებში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების (GMO/LMO) კვლევების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით იმყოფებოდა.

🔬ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა GMO/LMO კვლევებისთვის საჭირო ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და სამუშაო გარემოს ორგანიზების საკითხებზე. მხარეებმა განიხილეს ლაბორატორიული სივრცეების ფუნქციური განაწილება, სამუშაო ნაკადების ორგანიზება, ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები და კვლევითი პროცესების ეფექტიანად მართვის პრაქტიკა. შეხვედრების ფარგლებში, ასევე განხილული იყო GMO/LMO კვლევების თანამედროვე მეთოდები და შესაბამისი ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებები.

🔹თურქეთის ეროვნული რეფერენს ლაბორატორიების პრაქტიკის გაცნობა მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისთვის, GMO/LMO კვლევების მიმართულებით თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი სამუშაო გარემოს განვითარების პროცესში. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება ხელს შეუწყობს ლაბორატორიის კვლევითი და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას, თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და ლაბორატორიული საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.

🔬 სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი🔹 საქართველოს პრე...
02/09/2026

🔬 სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი

🔹 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.
🔹 სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
🔹 სტაჟირების მსურველებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.vacancy.hr.gov.ge;

✅ სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:
➡️ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102201?active=1
➡️ სურსათის კვლევის დეპარტამენტის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102204?active=1
➡️ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102214?active=1
➡️ახალციხის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102229?active=1
➡️მარნეულის ლაბორატორიის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102235?active=1
➡️გორის ლაბორატორიის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102245?active=1
➡️საჩხერის ლაბორატორიის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102253?active=1
➡️ოზურგეთის ლაბორატორიის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102261?active=1
➡️გურჯაანის ლაბორატორიის სტაჟიორი: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102265?active=1

🔶 სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, 3 თვის განმავლობაში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება საჯარო სამსახურში და გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა.
✅ სტაჟირება დაიწყება 2026 წლის პირველ ოქტომბერს და დასრულდება 2026 წლის 31 დეკემბერს.

🔬სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აგვისტოს თვეში 3 ახა...
02/09/2026

🔬სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აგვისტოს თვეში 3 ახალი კვლევა დაინერგა, ესენია:

🔹ვაშლის ნაყოფჭამიას Cydia pomonella მორფოლოგიური იდენტიფიკაცია;
🔹Heterodera humuli-ის მორფოლოგიურ-მორფომეტრიული დახასიათება და იდენტიფიკაცია;
🔹შვრიუკას (Avena fatua L) მორფოლოგიური რკვევა.

🌱 ახალი კვლევების დანერგვა კიდევ უფრო აძლიერებს ლაბორატორიის შესაძლებლობებს მცენარეთა მავნე ორგანიზმების დროული და ზუსტი იდენტიფიცირების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის.

28/08/2026
🔹ლევან ჯღარკავა: „რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყ...
21/08/2026

🔹ლევან ჯღარკავა: „რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს”

🔸სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მმართველობაში არსებული მარნეულის ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების, არსებული საჭიროებებისა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ლაბორატორიის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

🔹შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე, არსებული ინფრასტრუქტურისა და სამუშაო პროცესების განვითარებაზე. ლევან ჯღარკავამ მარნეულის ლაბორატორიის ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან ერთად დეტალურად განიხილა არსებული საჭიროებები და ის მიმართულებები, რომლებიც ლაბორატორიის შესაძლებლობების გაფართოებასა და მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

🔸„რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება ხელს შეუწყობს ფერმერებისთვის, მეწარმეებისა და სხვა მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, დროული და ხელმისაწვდომი ლაბორატორიული მომსახურების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

🔬სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს მასშტაბით 13 ლაბორატორიას აერთიანებს და მომხმარებლებს 500-მდე სახის კვლევას სთავაზობს. ლაბორატორიაში მუდმივად ინერგება კვლევის თანამედროვე მეთოდები, ფართოვდება კვლევითი შესაძლებლობები და უმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

🔈სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას დუშეთის ლაბორატორიაში შემდეგ პოზიციებზე: 🔷️დუშეთის ლაბ...
18/08/2026

🔈სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას დუშეთის ლაბორატორიაში შემდეგ პოზიციებზე:

🔷️დუშეთის ლაბორატორიის უფროსი;

🔷️დუშეთის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი.

➡️დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:
▪️ https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101313?active=1
▪️ https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101309?active=1

საკონტაქტო ინფორმაცია:
📞598322210
📧[email protected]

🔸სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა გურჯაანში ღვინის მწარმოებლებს ლაბორატორიული კვლევების შესაძლ...
17/08/2026

🔸სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა გურჯაანში ღვინის მწარმოებლებს ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობები გააცნეს

🔹სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღვინის მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებს ღვინის ხარისხის კვლევის მიმართულებით ლაბორატორიაში არსებული სერვისები და შესაძლებლობები გააცნეს.

🔸შეხვედრაზე მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ღვინის ხარისხის კვლევებით განსაზღვრული ძირითადი პარამეტრების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობაზე ღვინის ხარისხის შეფასებისა და პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში.

🔹სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ღვინის ხარისხობრივ კვლევებს აკრედიტებული მეთოდებით ახორციელებს და ღვინის სექტორის წარმომადგენლებს შესაბამის ლაბორატორიულ მომსახურებას სთავაზობს.

🔸შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის გურჯაანის ფილიალის გახსნა, რაც კახეთის რეგიონში ღვინის მწარმოებლებისთვის ლაბორატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.

🔬სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ღვინის ხარისხის კვლევების მიმართულებით მომსახურების განვითარებასა და რეგიონებში ხელმისაწვდომობის გაზრდას აგრძელებს.

🔸სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს🔹გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა...
10/08/2026

🔸სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს

🔹გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებს უწყების ახალი დირექტორი ლევან ჯღარკავა წარუდგინა.
მინისტრმა ლევან ჯღარკავას ახალი თანამდებობა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.

🔸„ჩვენ გვაქვს ამბიციური სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელებისთვის ცვლილებები და ახალი მიდგომებია აუცილებელი. ლევან ჯღარკავას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციებზე. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

🔹დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ყოფილ დირექტორს, ირაკლი გულედანს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ირაკლი გულედანის პროფესიული გამოცდილება და ლაბორატორიის განვითარებაში შეტანილი წვლილი დასაფასებელია, შესაბამისად, ის საქმიანობას კვლავ სამინისტროს სისტემაში გააგრძელებს.

🔸ლევან ჯღარკავას საჯარო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორად დანიშვნამდე ის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა თბილისის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დირექტორის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, დიდუბის რაიონის გამგებლისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პოზიციებს.

🔹ლაბორატორიის ახალმა ხელმძღვანელმა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დასახული ამოცანების შესრულებაზე აქტიურად იმუშავებს, რაც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

🔬სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს მასშტაბით 13 ლაბორატორიითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს 500-მდე სახის კვლევას სთავაზობს. ლაბორატორიაში მუდმივად ინერგება კვლევის თანამედროვე მეთოდები, ფართოვდება ლაბორატორიული შესაძლებლობები და მიმდინარეობს მუშაობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

Address

ვასო გოძიაშვილის ქ. 49; Godziashvili Str. 49
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322530968

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია:

Shortcuts

Share