საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia

საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური გვერდი | Official Page of the Public Defender of Georgia

საქართველოს სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.

სიძულვილის ენის შემცველი, ჰომოფიბიური, ქსენოფობიური, ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი ყველა კომენტარი ამ გვერდიდან წაიშლება.

📢 4 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში სამუშაო ვიზით მყოფ ეროვნული უმცირესობების საკით...
04/09/2026

📢 4 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში სამუშაო ვიზით მყოფ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს (HCNM) კრისტოფ კამპს შეხვდა.

✅ სახალხო დამცველმა ეუთოს კომისარს ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით აპარატის საქმიანობა გააცნო, ისაუბრა წლიურ ანგარიშებში ასახულ გამოწვევებსა და მათ გადასაჭრელად შემუშავებულ რეკომენდაციებზე. განიხილეს ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ენის ბარიერის, განათლების, ინფორმაციასა და სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები.

📌 შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე და ეუთოს უმაღლესი კომისრის პოლიტიკური და სამართლებრივი მრჩეველი ენ-სესილ ლეივრაზი.

📢 2 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის  #12 პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილ...
02/09/2026

📢 2 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა და მის არასრულწლოვან შვილებთან დაგეგმილი პაემნის გაუქმების საკითხზე ისაუბრა.

✅ ლევან იოსელიანი ასევე, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა განაცხადებით, დაწესებულების მიერ ირაკლი ღარიბაშვილის, ისევე, როგორც სხვა პატიმრების მიმართ მიმდინარე წამახალისებელი პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება.

✅ სახალხო დამცველი ასევე გაეცნო ღარიბაშვილის საცხოვრებელ, მათ შორის, ჯანმრთელობის, კვების, ჰიგიენისა და მის მიმართ დამოკიდებულების პირობებს.

✅ სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრის ადვოკატის 31 აგვისტოს მიმართვის საფუძველზე მოინახულა.

📌 სახალხო დამცველი თავისი მანდატისა და უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივად ახდენს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს, პირადად ხვდება პატიმრებს და ეცნობა მათი უფლებების დაცვის მდგომარეობას.

📢 31 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ემი დიაზს შე...
31/08/2026

📢 31 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ემი დიაზს შეხვდა.

✅ შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით განსაკუთრებით საყურადღებო საკითხები განიხილეს.

🔹სახალხო დამცველმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო, ისაუბრა ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით გამოკვეთილ გამოწვევებზე და ამ გამოწვევათა გადასაჭრელად შემუშავებულ რეკომენდაციებზე, რაც პერიოდულად აისახება მის საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში.

✅ ხაზი გაუსვეს აშშ-ს საელჩოს მრავალწლიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას სახალხო დამცველის აპარატის წარმატებული მუშაობისთვის და ამ თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვეს.

📌 ემიო დიაზი აშშ-ს ელჩის მოვალეობას 2026 წლის ივლისიდან ასრულებს და მისი შეხვედრა გაცნობით ხასიათსაც ატარებდა.

🔹 შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და აშს-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები ჯოზეფ კაფერტი და ეკატერინე ფოფხაძე.
US Embassy Tbilisi, Georgia

📢 2026 წლის 28 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აზერბაიჯანში მდებარე კახის რაიონს ეწვია, კახის წმინ...
28/08/2026

📢 2026 წლის 28 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აზერბაიჯანში მდებარე კახის რაიონს ეწვია, კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვას დაესწრო და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

✅ სახალხო დამცველი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში მოქმედი მართლმადიდებლური და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ხელმძღვანელობს.

🔹 ვიზიტის ფარგლებში ლევან იოსელიანი ბაქოში, აზერბაიჯანის პარლამენტში რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გუნდუზ ისმაილოვსა და კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით ვიზიტების ხშირი ურთიერთგაცვლის სურვილი გამოხატეს.

📌 შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

📢 თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, (https://...
27/08/2026

📢 თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, (https://rb.gy/9uj4ir) რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას (https://l1nq.com/1u7jato) მოიცავს, მიწის ქვედა ფენებში შესაძლოა აღმოჩნდა აზბესტის შემცველი ძველი მასალები. იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში თბილისის წყალარინების სისტემაში მილსადენები სხვადასხვა მასალებისგან, მათ შორის, აზბესტისგან (https://shorturl.at/GRrhQ) იყო დამზადებული (https://sl1nk.com/4rs3yol), სრულიად დასაშვებია იმის ალბათობა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ქსელის განახლებისას აზბესტცემენტის მილები იქნას აღმოჩენილი.

🔷 საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, მათ შორის, მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოსთან. რისკი მკვეთრად იზრდება მექანიკური ზემოქმედებისას, ჭრის, მტვრევის, ბურღვისა და გრუნტიდან ამოღების დროს. ზუსტად ამიტომ, აზბესტთან დაკავშირებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი დეტალურად მიუთითებს 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში „აზბესტის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით ეროვნული შესაბამისობის ზოგადი მიმოხილვა: შრომითი უსაფრთხოება, უფლება ჯანსაღ გარემოზე და ჯანმრთელობის დაცვა“ (https://shorturl.at/iPzX6), რომელშიც გამოკვეთილია არაერთი გამოწვევა, მათ შორის ის, რომ საქართველოში სრულად არ არის დანერგილი აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები, არ არის მიღებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებდა სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვას და სხვა.

✅ რუსთაველის გამზირი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჯარო სივრცეა, შესაბამისად, პოტენციური ზემოქმედების არეალი მხოლოდ დასაქმებულებით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის გარემოება, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება, სამუშაოების მონაკვეთში კი მდებარეობს პირველი კლასიკური გიმნაზია და სსიპ ქალაქ თბილისის №47 საჯარო სკოლა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოების უშუალო სიახლოვეს ყოველდღიურად აღმოჩნდებიან ბავშვები. ბავშვები აზბესტის ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, ვინაიდან მათი სასუნთქი სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ლატენტური პერიოდი ათწლეულებს მოიცავს.

📌აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს:

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას

🔹პირველ რიგში დაადგინონ სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად, მათ შორის გამოირიცხოს მისი მშრალი ჭრა და მტვრევა, უზრუნველყოს დასაქმებულთა აღიჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ხოლო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე, მარკირებულ შეფუთვაში.

🔹 მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება აზბესტის შემცველი მასალების იდენტიფიცირების და მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.

📢 30 ივლისის საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დ...
07/08/2026

📢 30 ივლისის საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის N1936 კონსტიტუციური სარჩელი.

✅ საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრულ აკრძალვებს, როგორიცაა: სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა; ასევე, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობის მიღების აკრძალვა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.

✅ აგრეთვე, არსებითად განიხილება ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა და ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, იმ შემთხვევაში, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა; და დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვის კონსტიტუციურობა.

✅ აღნიშნულ შინაარსობრივ აკრძალვებს, სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებით განიხილავს.

✅ ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული უალტერნატივო პატიმრობა და ამავე კოდექსით, გათვალისწინებული საგამონაკლისო ჯარიმა.

📌 აგრეთვე, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა. კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმისა და სანქციის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა განიხილება, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებასთან, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სასჯელის პროპორციულობის პრინციპთან მიმართებით.

📢 რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 18 წელი გავიდა. ომის დასრულებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი...
07/08/2026

📢 რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 18 წელი გავიდა. ომის დასრულებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი შედეგები ყოველდღიურად აისახება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე.

✅ სიცოცხლის უფლების დარღვევასა და დაუსჯელობაზე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაც, რომლითაც რუსეთის ფედერაციას გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამებისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა.

✅ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა.

✅ ოფიციალური მონაცემებით 2008 წლიდან 2026 წლამდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი, მათგან 2 062 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 602 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. რაც შეეხება უკანონო პატიმრობის საკითხს, 2026 წლის მდგომარეობით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში საქართველოს 11 მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 6 მოქალაქე.

✅ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა. ამასთანავე, კვლავ გრძელდება დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები.

✅ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას.

📌 საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი მანდატის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.

📢 4 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონიტორინგის ფარგლებში N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულ...
04/08/2026

📢 4 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონიტორინგის ფარგლებში N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

✅ ვიზიტის დროს სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, მიიღო დეტალური ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ; გაეცნო პატიმართა კვებისა და საცხოვრებელ პირობებს, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

✅ ლევან იოსელიანი დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებსაც შეხვდა და გაესაუბრა, მათ შორის, მოინახულა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმარი პაატა მანჯგალაძე და პირადად მისგან მიიღო ინფორმაცია განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

📌 სახალხო დამცველი განაგრძობს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობის მიზნით.

📢 საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისში, ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დღის ცენტრი მოინახულა.✅ ...
03/08/2026

📢 საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისში, ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დღის ცენტრი მოინახულა.

✅ სახალხო დამცველმა დაათვალიერა დღის ცენტრის ფიზიკური გარემო, გაესაუბრა ხელმძღვანელ და დასაქმებულ პირებს, შეხვდა ბენეფიციარებს.

✅ ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“დღის ცენტრში ამჟამად 43 პირი იღებს მომსახურებას.

✅ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სახალხო დამცველს დღის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, პროგრამა და მომხმარებელთათვის შეთავაზებული სერვისები გააცნო. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის სერვისების ორგანიზებისა და მათი უზრუნველყოფის ფარგლებში არსებული გამოწვევების შესახებ.

📌 საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მიზნობრივი პროგრამების გაფართოებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობას და პერიოდულად მსგავს მომსახურებებში არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობას.

📢 31 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმ...
31/07/2026

📢 31 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა იზაბელა კასტროჯოვანიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

✅ მემორანდუმი ეფუძნება მხარეთა მრავალწლიან პარტნიორობას და მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებას, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას.

✅ თანამშრომლობა მოიცავს ბავშვის უფლებების თემატური მონიტორინგის მხარდაჭერას, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერებას, ბავშვის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე კვლევის, ადვოკატირების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ერთობლივ საქმიანობას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვზე მორგებული და ინკლუზიური მიდგომების განვითარებასა და ბავშვის უფლებების დაცვის გაძლიერებას ქვეყანაში.

📌 მიმდინარე წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა 2026 წლის ერთობლივ სამუშაო გეგმასაც მოაწერეს ხელი. სამუშაო გეგმა წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტებსა და ღონისძიებებს განსაზღვრავს, ხოლო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეთა პარტნიორობის უფრო ფართო და გრძელვადიან ჩარჩოს ქმნის.

UNICEF Georgia

Address

ირაკლი ფაღავას 6
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322995898

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia:

Shortcuts

Share