დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)

დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia) დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)

2025 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 927 751 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია.

საქართველოში IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 15 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 25 აღკვეთილი, 5 დაცული ლანდშაფტი და ერთი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.

31/08/2026

როგორ ამშვენებს თავად მშვენიერ და მისტიურ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ეს ულამაზესი ფოცხვერი, არა? 🐾

✅ტანას აღკვეთილში ვიზიტორთა ცენტრი და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.🔹ტანას აღკვეთილში ვიზიტორთა მომსახურებისა და ე...
31/08/2026

✅ტანას აღკვეთილში ვიზიტორთა ცენტრი და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

🔹ტანას აღკვეთილში ვიზიტორთა მომსახურებისა და ეკოტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის დაგეგმვასა და მშენებლობას, ასევე ეკოტურისტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

🔹ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების ქსელის, საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეების, ცეცხლის დასანთები ადგილების, ტურისტული თავშესაფრებისა და სარეინჯეროების მოწყობა. ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებას და ტანას აღკვეთილში მოგზაურობისთვის კომფორტული, უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნას.

🔹პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

🔹ტანას აღკვეთილი დედაქალაქიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერიტორია გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებითა და მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

27/08/2026
27/08/2026

🦌 დაუპატიჟებელმა სტუმარმა დღის იდილია დაარღვია 🌿

📍 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 🌲🏔️

26/08/2026

როგორც ჩანს, ჩვენი ფოტოხაფანგის შემოწმება დრუნჩამ საკუთარ თავზე აიღო. 🐻📸

✅მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯ...
25/08/2026

✅მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება:

🗓️ თარიღი: 2026 წლის 23 სექტემბერი
🕛 დრო: 12:00 საათი
📍 მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141

🔷 კინტრიშისა და მტირალას დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივიღ, 2025 წელს განხორციელდა შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ.

📄 განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: https://sl1nk.com/rq2pevk

✉️ შენიშვნებისა და კომენტარების წარმოდგენა შესაძლებელია 2026 წლის 15 სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელს ზურაბ ჯანიაშვილს:
📞 577 07 24 68
✉️ [email protected]

✅მტირალას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება:🗓️ თარიღი: 2026 წლის 22 სექტემბერი🕑 დრ...
24/08/2026

✅მტირალას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება:

🗓️ თარიღი: 2026 წლის 22 სექტემბერი
🕑 დრო: 14:00 საათი
📍 ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ორთაბათუმის ადმინისტრაციული ცენტრი (https://maps.app.goo.gl/nPrmdrBvDGGrBJJ7A)

🔷 კინტრიშისა და მტირალას დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, 2025 წელს განხორციელდა შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ.

📄განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: https://l1nq.com/avo6aym

✉️ შენიშვნებისა და კომენტარების წარმოდგენა შესაძლებელია 2026 წლის 15 სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელს ზურაბ ჯანიაშვილს:
📞 577 07 24 68
✉️ [email protected]

24/08/2026

დედაქალაქთან ახლოს, თბილისის ეროვნულ პარკში, სულ სხვა - მშვიდი და ჰარმონიული ყოველდღიურობაა. 🦌🌿

#დაცულიტერიტორიები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ...
22/08/2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

21/08/2026

🌿💦 შთამბეჭდავი ბუნებრივი გარემო და მრავალფეროვანი ტურისტული გამოცდილება ოკაცეს ჩანჩქერს საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად აქცევს.

TV Imedi

Address

ვლადიმერ წითლანაძის პირველი შესახვევი N1
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia) posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia):

Shortcuts

Share