31/08/2026
📣გლდანის რაიონის მეორე მიკრორაიონის N36 და N46 კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო.
➡️🚜ტერიტორიაზე განხორციელდა უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი და გამოთავისუფლებული სივრცე სკვერს შეუერთდა.
✅🌳სამუშაოები დაახლოებიით 3 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, განთავსდა როგორც ფიტნეს, ასევე, მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა საქანელა სკამები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
🍀 პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 525 000 ლარი დაიხარჯა.
🟢 გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე შეიცვალა დაზიანებული ასფალტის საფარი და მოეწყო საპარკინგე სივრცეები.
➡️დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან და პარლამენტის დელეგატ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.