დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სააგენტოს მიზანია დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენს სამთავრობო უწყებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურაა.

სააგენტოს მიზანია; - სამუშაოს მაძიებლებისათვის დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აქტიურად მ

უშაობს შემდეგი მიმართულებით:

1. შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირება.
2. სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის ურთიერთდაკავშირება.
3. მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი ჯგუფების დასაქმებაში ხელშეწყობა.
4. სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ხელშეწყობა.
5. დასაქმების ფორუმების მოწყობა.
6. შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების მონიტორინგი.
7. სამუშაოს მაძიებელთა მოკლევადიანი პროფესიული მომზადება- გადამზადება.
8. სამუშაოს მაძიებელთა სტაჟირებაში ხელშეწყობა, სუბსიდირება.
9. საზღვარგარეთ დროებითი, ლეგალური დასაქმების განხორციელება.

სააგენტოს სათავო ოფისი; - თბილისი, მ. ასათიანის 9.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გიზიარებთ მიმდინარე კვირის აქტიურ ვაკანსიებს, რეგიონების მიხედვით. 🔴 გახსენით...
01/09/2026

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გიზიარებთ მიმდინარე კვირის აქტიურ ვაკანსიებს, რეგიონების მიხედვით.
🔴 გახსენით თქვენთვის საინტერესო რეგიონის ფოტო და გაეცანით ვაკანსიებს აღწერის ველში.
📩 დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ სააგენტოს სერვის-ცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ან გაიარეთ რეგისტრაცია worknet.moh.gov.ge-ზე, შექმენით თქვენი პროფილი და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო ...
01/09/2026

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 4 მიმართულებით, სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით.

სტაჟირების პერიოდი : 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა უნდა განხორციელდეს ვებგვერდზე – https://vacancy.hr.gov.ge/

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს და დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე;

✅ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს სტაჟიორი - პროფესია გრაფიკული დიზაინერი.
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101272?active=1
✅ კვლევების, ანალიტიკის და დასაქმების პროგრამებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის სტაჟიორი - პროფესია საერთაშორისო ურთიერთობები.
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101253?active=1
✅ საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს სტაჟიორი - პროფესია ბუღალტერი.
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101230?active=1
✅ დასაქმების ხელშეწყობისა და ალტერნატიული შრომითი საქმიანობის მხარდაჭერის დეპარტამენტის დასაქმების პროგრამების განხორციელების სამმართველოს სტაჟიორი -პროფესია ბიზნესის ადმინისტრირება.
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101285?active=1

✅ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გისურვებთ წარმატებებს!

🚀 ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში!დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო  სტ...
27/08/2026

🚀 ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში!

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სტაჟიორთა შერჩევას იწყებს ✨

თუ ხარ საქართველოს მოქალაქე 16 წლიდან 👤 - ეს შესაძლებლობა შენთვისაა:

✅ ჩაერთე პროგრამაში
✅ შეისწავლე ახალი საქმე და მიიღე პრაქტიკული გამოცდილება სამუშაო ადგილზე
✅ სტაჟირების პერიოდში მიიღე ყოველთვიური სტიპენდია - 500 ლარი
✅ წარმატებული სტაჟირების შემდეგ, შესაძლოა დასაქმდე ხანგრძლივად

📍 სამცხე-ჯავახეთი

შპს „ნება პლიუსი“ - სადისტრიბუციო კომპანია

ვაკანსიები:
🔹 მძღოლ-დისტრიბუტორი (სტაჟირება) - ახალციხე
🔹 საწყობის მენეჯერი (სტაჟირება) - ახალციხე

📌 სერვისცენტრები:
ახალციხე - სულხან-საბას ქ. N2
ბორჯომი - მესხეთის ქ. N5
ახალქალაქი - მაშტოცის ქ. N64

📍 ქვემო ქართლი

ა(ა)იპ „საქართველოს ლიდერ მედია“ - ონლაინ მედია (მარნეული)
🎥 ვიდეო ოპერატორი
✂️ მონტაჟის სპეციალისტი
📰 ჟურნალისტი

ი.მ. ნაილა გოჯაევა - ტურისტული კომპანია (მარნეული)
🌍 ტურ-ოპერატორი

ი.მ. სვეტლანა კირიაკოვა - პარფიუმერული მაღაზია (მარნეული)
🛍️ გაყიდვების კონსულტანტი

📌 სერვისცენტრი:
რუსთავი - 20 მ/რ კორპ. 7

📢 პროგრამაში ჩასართავად ეწვიეთ შესაბამისი რეგიონის სერვისცენტრს, გაიარეთ რეგისტრაცია და გაეცანით დამატებით დეტალებს.

✨ ახალი გამოცდილება, ახალი შესაძლებლობები და პირველი ნაბიჯები პროფესიული განვითარებისკენ.

#სტაჟირებისპროგრამა

🔴 ქუთაისში მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ...
13/08/2026

🔴 ქუთაისში მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ჩაერთო.

➡️ ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ მოწყობილ საგამოფენო სივრცეში სააგენტო საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია სააგენტოს სერვისების, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობების შესახებ.

➡️ ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პარტნიორობით გაიმართა და მისი მიზანი ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება, მათი პოტენციალის წარმოჩენა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდაა.

◾ ფესტივალში მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სტარტაპ და ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებმაც ახალგაზრდებს საკუთარი საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უზბეკეთის რესპუბლიკის დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების სამინისტროს ოფიცია...
10/08/2026

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უზბეკეთის რესპუბლიკის დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, ორივე მხარემ საკუთარი უწყებების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინა.
უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციამ სამინისტროს გამოცდილება, მიმდინარე რეფორმები და დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები გააზიარა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები და ის მექანიზმები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისა და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება.

შეხვედრას ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ეკატერინე სურმავა, მოადგილეები ხათუნა ცერცვაძე, გიორგი ბუნტური და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების სამინისტროს წარმომადგენელი უმატოი ყულდაშევა ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის მიზანია საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, დასაქმების პოლიტიკისა და პროგრამების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა.

იმერეთის რეგიონში მაკიაჟის,  დიოდური ეპილაციისა და თმის ვარცხნილობების საზაფხულო, სასწავლო პროფესიული კურსები დასრულდა. ...
05/08/2026

იმერეთის რეგიონში მაკიაჟის, დიოდური ეპილაციისა და თმის ვარცხნილობების საზაფხულო, სასწავლო პროფესიული კურსები დასრულდა. „ესთეტიკის საერთაშორისო ინსტიტუტის„ სასწავლო კურსის ფარგლებში, თითოეულმა მსმენელმა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.

✨ პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს:
✔️ დღის და საღამოს მაკიაჟის ტექნიკები;
✔️ სადღესასწაულო თმის ვარცხნილობების შექმნა.
✔️ დიოდური ეპილაციის ტექნიკები და უსაფრთხო პრაქტიკა.

პროგრამის ფარგლებში გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.
ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს და ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებას!

#პროფესიულიგანათლება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გიზიარებთ მიმდინარე კვირის აქტიურ ვაკანსიებს, რეგიონების მიხედვით. 🔴 გახსენით...
04/08/2026

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გიზიარებთ მიმდინარე კვირის აქტიურ ვაკანსიებს, რეგიონების მიხედვით.

🔴 გახსენით თქვენთვის საინტერესო რეგიონის ფოტო და გაეცანით ვაკანსიებს აღწერის ველში.

📩 დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ სააგენტოს სერვის-ცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ან გაიარეთ რეგისტრაცია worknet.moh.gov.ge-ზე, შექმენით თქვენი პროფილი და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ.

💙 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სრული დაფინანსებით, წყალტუბოში „SPA საერთაშორისო აკადემიაში“ სასწავლო პროც...
03/08/2026

💙 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სრული დაფინანსებით, წყალტუბოში „SPA საერთაშორისო აკადემიაში“ სასწავლო პროცესი გრძელდება! ✨

👩‍🎓 სტუდენტები აქტიურად ეუფლებიან სპა თერაპიის თანამედროვე სტანდარტებს.

📚💆‍♀️ პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას, რაც მონაწილეებს რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

🎓 პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებაა. 🚀

🍂 მოემზადე საშემოდგომო მიღებისთვის, სააგენტო სექტემბრიდან არაერთ მოთხოვნად პროფესიულ მიმართულებას დააფინანსებს. ✅

03/08/2026

🎥 შეიტყვეთ მეტი უფასო ონლაინ კურსების შესახებ - ციფრული, ენობრივი, პერსონალური და სამეწარმეო მიმართულებებით.

📌 დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაციის პირობები იხილეთ:🖇️ https://shorturl.at/cq5wo

🚀 უფასო ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო, კურსები მოიცავს 4 მიმართულებას:პერსონალურ, ციფრულ, ენობრივ და სამეწარმეო უნა...
31/07/2026

🚀 უფასო ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო,
კურსები მოიცავს 4 მიმართულებას:
პერსონალურ, ციფრულ, ენობრივ და სამეწარმეო უნარების განვითარებას.
💻 სწავლება სრულად დისტანციურია და ფინანსდება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
ონლაინ ფორმატი ქმნის შესაძლებლობას რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და არა მხოლოდ მათთვის პროფესიული სწავლება გახდეს ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი.
✅ ციფრული კომპეტენცია ( სწავლების ხანგრძლივობა 1 თვე)
✔️კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების შესწავლა, Google-ის სისტემის ეფექტური გამოყენება, ინფორმაციის მოძიებისა და ციფრული უსაფრთხოების საფუძვლები.
✅ მულტილინგვური კომპეტენცია (ინგლისური ან გერმანული ენა – A1–A2, სწავლის ხანგძლივობა 3 თვე)
✔️ კურსი მოიცავს ინგლისური ან გერმანული ენის საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარების განვითარებას ყოველდღიური და პროფესიული კომუნიკაციისთვის.
✅ პერსონალური და სოციალური კომპეტენცია (სწავლების ხანგძლივობა 5 დღე )
✔️კურსის ფარგლებში შეისწავლება პრეზენტაციისა და გასაუბრების ტექნიკები, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მომზადება, ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები და გუნდური მუშაობის პრინციპები.
✅ სამეწარმეო კომპეტენცია (სწავლის ხანგძლივობა 1 თვე)
✔️კურსი მოიცავს ბიზნეს იდეის განვითარების, ფინანსური გადაწყვეტილებების, რესურსების მართვის საფუძვლების შესწავლას, მოლაპარაკებისა, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
👤 საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს.
🎓 პროგრამაში ჩასართავად განათლების კონკრეტული საფეხურის ფლობა სავალდებულო არ არის.

მნიშვნელოვანია ინფორმაცია:
🔹 პირველადი რეგისტრაცია არ ნიშნავს ავტომატურ ჩარიცხვას, საჭიროა მეორე ეტაპზე სააგენტოს სერვისცენტრში ვიზიტი და კონსულტაცია; შემგომი კონსულტაციისთვის ვიზიტის დასაგეგმად სააგენტოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თავად.

🔹 შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევა;
🔹 სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის, სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

📢 ონლაინ კურსებზე პირველადი რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
📝 https://forms.gle/PHWuyMyitDhfKzHz7
🗓️ რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
📌 არ გადადო! გაიარე პირველადი რეგისტრაცია და გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი შენი პროფესიული განვითარებისკენ.

Address

მიხეილ ასათიანის 9
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share