IFES Georgia

IFES Georgia Together we build resilient democracies that deliver for all

▪️Our Vision: Democracy for a Better Future▪️
For more than 25 years, The International Foundation for Electoral Systems (IFES) has been a dedicated supporter of democratic elections and political processes in Georgia. Engaging with stakeholders from all sides of Georgia's political landscape, IFES has fostered an inclusive approach to electoral legislation and administration, paving the way for p

rogress and stability. IFES is currently undertaking an innovative United States Agency for International Development-funded project, “Elections and Political Processes Support” (EPPS). Through EPPS, IFES seeks to strengthen the electoral legal framework and election administration practices bringing them closer into line with international and European standards. Working with a diverse group of local partners, IFES combines demand- and supply-side efforts that target underrepresented groups, including women, youth, ethnic minorities and persons with disabilities. Through the project, IFES also recognizes the threat posed by cyberattacks to democracy and supports the CEC in strengthening its cybersecurity infrastructure to counter the threat of hacking and other malicious cyber activity designed to undermine confidence in the election process.

▪️Our Mission: Resilient Democracies That Deliver For All▪️
Challenges remain that continue to limit Georgia’s electoral system’s effectiveness and inclusive citizen participation. IFES remains as a steadfast ally in the pursuit of a resilient democracy, through comprehensive approaches to electoral reform, election administration capacity building, gender equality and empowerment initiatives and youth and marginalized group empowerment. With a commitment to excellence, innovation, inclusivity, and integrity, IFES continues to play a pivotal role in building a better future for democratic processes in Georgia.

▪️Our Outcomes: Global Issues, Local Solutions▪️
Via a “Multi-stakeholder Forum” series, IFES has promoted an organic process of reform propelling discussions on constitutional and election system reform, leading to consensus on key issues and expanding ownership of the country’s democratic evolution. IFES has also worked with the Central Election Commission (CEC) to secure Georgia’s elections by strengthening the country’s electoral cyber security; assisting with political finance reform and implementation of regulations; and supporting women’s political engagement and media access. IFES and the CEC additionally implemented an inclusive virtual learning course to prepare Georgian electoral officials for inclusive participation, enabling persons with disabilities in Georgia to actively exercise their equal electoral rights. IFES also provides spaces for young people to directly influence decision-making processes, promoting unity through youth-led projects. The “Knowledge, Advocacy, Responsibility” engagement (KARe) group helps broaden inclusion and participation of ethnic minority populations. In 2010, IFES introduced a civic education course in universities in Georgia that would eventually expand to include over 70 tertiary institutions as well as pedagogical and vocational schools. To this day, this program continues to produce an active student alumni association implementing their own community service and citizen engagement activities.

_________________________________________________________________________________________________

▪️ჩვენი ხედვა: დემოკრატია უკეთესი მომავლისთვის▪️
საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES) უკვე 25 წელზე მეტია, ერთგულად უჭერს მხარს დემოკრატიულ არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. ჩვენი საქმიანობა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, ხელს უწყობს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას და ადმინისტრაციის მუშაობის გაუმჯობესებას, გზას უხსნის პროგრესსა და სტაბილურობას.
ამჟამად IFES ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ინოვაციურ პროექტს „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა“ (EPPS). IFES ცდილობს, გააძლიეროს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო და საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან მათი დაახლოებით. EPPS-ის ფარგლებში IFES აქტიურად მუშაობს ადგილობრივ პარტნიორთა მრავალფეროვან ჯგუფთან ერთად, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, ახალგაზრდების, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკითხებზე. პროგრამის მეშვეობით IFES აღიარებს კიბერთავდასხმების საფრთხეს დემოკრატიისთვის და მხარს უჭერს ცესკოს კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ჰაკერებისა და სხვა მავნე კიბერ აქტივობების წინააღმდეგ, რომლებიც მიზნად ისახავენ საარჩევნო პროცესის დაზიანებას.

▪️ჩვენი მისია: მდგრადი დემოკრატია ყველასთვის▪️
არსებული გამოწვევების ფონზე, რომლებიც აფერხებს საარჩევნო სისტემის ეფექტურობას და მოქალაქეთა თანაბარ მონაწილეობას, IFES განაგრძობს მდგრადი დემოკრატიისთვის მუშაობას საარჩევნო რეფორმის, საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარების, გენდერული თანასწორობისა და გაძლიერების ინიციატივებისა და ახალგაზრდებისა და მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერების ყოვლისმომცველი მიდგომების მეშვეობით. IFES სრულყოფილადაა ჩართული ინოვაციური და ინკლუზიური გზებით საქართველოში უკეთესი მომავლისა და დემოკრატიული პროცესების მშენებლობაში.

▪️ჩვენი შედეგები: გლობალური საკითხები, ადგილობრივი გადაწყვეტები▪️
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით IFES-მა რეფორმების ორგანული პროცესი წაახალისა და ამით ხელი შეუწყო საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემების რეფორმის გარშემო დისკუსიებს. ამ პროცესმა გაზარდა როგორც ჩართულ მხარეებს შორის კონსენსუსის ძირითადი საკითხების ნუსხა, ისე პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. IFES-ს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა მიმართულებით: საარჩევნო კიბერუსაფრთხოების გაძლიერება; პოლიტიკური დაფინანსების რეფორმისა და რეგულაციების განხორციელებაში დახმარება; ქალთა პოლიტიკური ჩართულობისა და მედიის ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა და სხვა. IFES მუშაობს ახალგაზრდულ ჯგუფებთან და აძლიერებს მათ, რათა უშუალო გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელი შეუწყონ ერთიანობას ახალგაზრდების მიერ წარმართული პროექტების მეშვეობით. „ცოდნა, ადვოკატირება, პასუხისმგებლობა, ჩართულობის" ჯგუფი (KARe) ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდობის ჩართვასა და მონაწილეობას ყოველივე ზემოაღნიშნულში. 2010 წელს IFES-მა საქართველოს უნივერსიტეტებში შეიტანა სამოქალაქო განათლების კურსი, რომელიც, გაფართოების შემდეგ, უკვე 70-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელს, პედაგოგიურ და პროფესიულ სკოლებს მოიცავს. დღეის მდგომარეობით ეს პროგრამა აერთიანებს აქტიურ კურსდამთავრებულთა ასოციაციას, რომელიც ახორციელებს მოქალაქეთა ჩართულობის სხვადასხვა აქტივობებს.

IFES აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდების საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას. 22 მარტს საპარლამენტო დებატების ტუ...
28/03/2024

IFES აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდების საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას.

22 მარტს საპარლამენტო დებატების ტურნირში მონაწილე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაიარეს IFES-ის ტრენინგი საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ და მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ვიქტორინაში. დებატების მონაწილეთა უმრავლესობა 2024 წლის არჩევნებში პირველად მისცემს ხმას. ამდენად, მათთვის მნიშნელოვანი იყო უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სასწავლო ვიზიტი, სადაც კომისიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სამართლებრივი და პროცედურული სიახლეების, კენჭისყრის დღეს ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობების, არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

23-24 მარტს სტუდენტებმა გამართეს საპარლამენტო დებატები არჩევნების აქტუალურ საკითხებზე. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ დებატების სერტიფიცირებული ტრენერები და ექსპერტები, გამოავლინა საუკეთესო 4 გუნდი და 5 სპიკერი. დებატების ტურნირის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს, სერტიფიკატებთან ერთად, პრიზები.

IFES აგრძელებს საარჩევნო ტექნოლოგიებისა და საარჩევნო პროცესში სხვა სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას თბილისისა და რეგიონების პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის.

IFES actively promotes youth engagement in electoral and political processes.

On March 22 Batumi S***a Rustaveli State University students participating in the election debate tournament received IFES training on electoral technology solutions and took part in the election quiz. Most of the participants will be first time voters in the 2024 elections. This makes their study visit to the Supreme Election Commission very significant, where the SEC representatives provided detailed information on legislative and procedural changes, priorities of technology use on e-day, existing challenges, and the ways to resolve them. The students took part in mock elections and tested the operation of the verification and vote counting machines in practice.

On March 23-24, students held parliamentary debates on relevant electoral issues. The judges, comprised of certified debate trainers and experts, identified the top 4 teams and 5 speakers. Participants of the debate tournament were awarded certificates, and the winners were awarded prizes along with the certificates.

IFES continues a large-scale voter information campaign for teachers and students in Tbilisi and the regions.

IFES
USAID/Georgia
უმაღლესი საარჩევნო კომისია - Supreme Election Commission
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ მიმდინარე წლის 20-24 მარტს თელავში არჩევნებზე დამკვირვებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგა...
27/03/2024

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ მიმდინარე წლის 20-24 მარტს თელავში არჩევნებზე დამკვირვებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.

ოთხდღიანი სემინარის განმავლობაში, 50 აქტიურმა მონაწილემ საარჩევნო სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეისწავლა ძირითადი თემები: არჩევნები და ტექნოლოგიები, საარჩევნო ტექნოლოგიების სტანდარტები და პრინციპები, სამართლებრივი ჩარჩოები, ლოგისტიკა და არჩევნებისთვის მზადება, ამომრჩეველთა ინფორმირება და ტრენინგი და მრავალი სხვა.

ამ ღონისძიებას სხვა მსგავსი წამოწყებებისგან პრაქტიკული მიდგომა განასხვავებს. მონაწილეები ამზადებენ თავიანთ პრეზენტაციებს საარჩევნო ტექნოლოგიების სხვადასხვა ასპექტებზე, ხელს უწყობენ თანამშრომლობის ჩამოყალიბება-განმტკიცებას და ამავდროულად იღრმავებენ ცოდნას.

ტრენინგმა არა მხოლოდ აღჭურვა არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებელი ცოდნით, არამედ გააძლიერა მათი შესაძლებლობები დემოკრატიული პრინციპების დაცვის მიმართულებით. მიღებული ცოდნა კიდევ უფრო გააღრმავა ცესკო-ს მიერ მომზადებულმა ტრენინგის ნაწილმა, რომელმაც სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას არჩევნებში გამოყენებული საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ და ამომწურავად უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციების შეკითხვებს.

გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, ფასილიტატორსა და პარტნიორს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნისთვის საქართველოში და მათი თავდადებისა და ერთგულებისთვის.

ღონისძიების ამსახველი სურათები იხილეთ ქვემოთ! 📸


We're thrilled to share highlights from the recent Training of Trainers event for Electoral Watchdog Civil Society Organizations (CSOs) held in Telavi, Kakheti Region of Georgia, from March 20th to 24th, 2024.

During the four-day workshop, 50 passionate participants from electoral watchdog CSOs explored major topics such as Elections and technologies, Election Technology Standards and Principles, Legal frameworks, Logistics and readiness for elections, Voter information and training, and much more.
What truly sets this event apart is the hands-on approach, with participants preparing their presentations on various electoral technology aspects, fostering a collaborative environment and deepening their understanding.

Moreover, the Training not only equipped CSOs with essential knowledge but also laid the groundwork for a resilient network, strengthening the non-governmental sector and enhancing its capacity to uphold democratic principles. This was further enhanced with the participation of the CEC which generously delivered the module on electoral technologies used in Elections in Georgia and provided comprehensive responses to numerous questions that CSO had.

We extend our heartfelt gratitude to all participants, facilitators, and partners for their dedication and commitment to building a fair and transparent electoral environment in Georgia.
Check out the snapshots from the event below! 📸

IFES
British Embassy Tbilisi

IFES ცესკოსთან თანამშრომლობით ატარებს ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას თბილისსა და რეგიონებში არსებულ...
19/03/2024

IFES ცესკოსთან თანამშრომლობით ატარებს ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას თბილისსა და რეგიონებში არსებულ პარტნიორ ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 18 მარტს ამომრჩეველთა საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრაზე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და IFES-ის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს სამართლებრივი და პროცედურული სიახლეები, კენჭისყრის დღეს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სტუდენტებში, რომელთა დიდი ნაწილი 2024 წლის არჩევნებში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

IFES, in cooperation with the CEC of Georgia, is carrying out a large-scale voter education campaign at Tbilisi-based and regional authorized partner educational institutions. On March 18, a voter information meeting was held at Samtskhe-Javakheti State University. Akhaltsikhe District Election Commission Chair and IFES informed the participants about the legislative and procedural changes, priorities of technology use on e-day, existing challenges, and the ways to resolve them. The students took part in mock elections and tested the operation of the verification and vote counting machines in practice. The use of electoral technologies sparked great interest among students, many of whom are first time voters in the upcoming 2024 elections.

IFES
USAID/Georgia
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia
Samtskhe-Javakheti State University

28/02/2024

ჩვენ მიერ მომზადებული ვიდეორგოლი დეტალურად აღწერს ინკლუზიური კენჭისყრის პროცესს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. 👇

არჩევნები ინკლუზიურია! წადი არჩევნებზე!

Our video thoroughly describes the inclusive process of voting using electoral technologies.👇

Elections are inclusive! Go vote!

British Embassy Tbilisi
IFES
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia

IFES-ისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების თემატიკის სწავლებისას ეფექტიანი და ინოვაციური მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვ...
20/02/2024

IFES-ისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების თემატიკის სწავლებისას ეფექტიანი და ინოვაციური მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვა საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ მიზნით 16 თებერვალს IFES-ისა და პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia მიერ ჩატარდა სამუშაო შეხვედრა-კონკურსი „არჩევნების თემატიკის სწავლების ეფექტიანი მეთოდები და ინსტრუმენტები”. მასში მონაწილე სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა წარმოადგინეს არჩევნების თემატიკის ინტერაქტიული სწავლების საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკები. წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით IFES-სა და პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia მიერ გამოვლინდნენ პირველი და მეორე ადგილის მფლობელი ყველაზე ინოვატორი პედაგოგები, ხოლო კონკურსანტებიდან მესამე ადგილის მფლობელები კენჭისყრით თავად კოლეგებმა აირჩიეს. კონკურსში გამარჯვებულ 6 სამოქალაქო განათლების პედაგოგს გადაეცა დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები.

Შეხვედრის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგები ეწვივნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia, სადაც გაეცნენ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, სამართლებრივ და პროცედურულ სიახლეებს, კენჭისყრის დღეს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაში და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

"ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო თემატიკის ხარისხიანი სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და ინსტრუმენტების გაზიარება კოლეგებთან ასეთ ფორმატში. დღევანდელმა შეხვედრამ მომცა შესაძლებლობა, მესწავლა და შემეფასებინა კოლეგების მიერ დანერგილი სწავლების ეფექტიანი მეთოდები და ინსტრუმენტები. სტუდენტების ჩართულობისთვის ასევე მნიშვნელოვანია IFES-ის მიერ შემოთავაზებული ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა ვიქტორინა არჩევნების თემატიკაზე.

ჩემმა წარმოდგენილმა მეთოდებმა და ინსტრუმენტებმა მოწონება დაიმსახურეს და მიღებული პრიზით ვგეგმავ ჩემს კოლეჯში შევქმნა ბიბლიოთეკა და დავაფუძნო სამოქალაქო უნარების ლაბორატორია - ოთახი, სადაც განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნებისთვის სტუდენტების საარჩევნო და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების მიზნით აქტიურად ჩატარდება ფორმალური და არაფორმალური ღონისძიებები“, სამოქალაქო განათლების პედაგოგი რატი ტატალაშვილი, სსიპ კოლეჯი ,,ოპიზარი".

IFES realizes the importance of establishing effective and innovative methods and tools for teaching about elections at vocational education institutions countrywide. To this end, on February 16, IFES and პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia held a workshop-contest “Effective Methods for Teaching Election Thematic”, which featured the best pedagogical practices of election-themed interactive learning. According to the pre-developed criteria the most innovative teachers for the first and second places were identified, and the holders of the third places were chosen by their colleagues via voting. The contest winners - 6 civic education teachers were awarded diplomas and symbolic gifts.

In the frames of the workshop-contest, civic education teachers visited საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia, where its representatives shared the activities implemented by the election administration in regarding the election technologies, explained in detail the legislative and procedural changes, priorities of technology use on e-day, existing challenges, and the ways to resolve them. The teachers took part in mock elections and tested the operation of the verification and vote counting machines in practice.

"It is very important to share the best methods and tools for quality teaching of the electoral topic as part of such a workshop with colleagues. Today's meeting gave me the opportunity to learn and evaluate effective teaching methods and tools applied by my colleagues in their classrooms. The presented IFES Quiz on election thematic is very useful for the students’ engagement.

For my presented methods and tools of teaching the election thematic I won the prize by the help of which I plan to establish a Library and a Civil Skills Laboratory at my college - a room where formal or informal events will be actively held in order to further develop students' electoral and civic competencies,"- Rati Tatalashvili, civic education teacher at სსიპ კოლეჯი ,,ოპიზარი".

IFES
USAID/Georgia
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia
პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia

🌍 გილოცავთ არჩევნების საერთაშორისო დღეს! 🌍IFES უერთდება არჩევნების საერთაშორისო დღის აღნიშვნას. 🗳️  დღევანდელ დღეს, გვსუ...
01/02/2024

🌍 გილოცავთ არჩევნების საერთაშორისო დღეს! 🌍

IFES უერთდება არჩევნების საერთაშორისო დღის აღნიშვნას. 🗳️ დღევანდელ დღეს, გვსურს ხაზი გავუსვათ არჩევნების, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალის მნიშვნელობას. ჩვენ განვაგრძობთ თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური არჩევნებისადმი ერთგულებას.

არჩევნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თებერვლის თვის განმავლობაში, IFES ღონისძიებათა ციკლს იწყებს. დეტალებისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს.

🌍 Happy Global Elections Day! 🌍

Today, we celebrate the cornerstone of democracy - the power of voting! 🗳️ On this special day, IFES Georgia joins hands with communities around the world to honor our collective commitment to free, fair, and inclusive elections.

Throughout the month of February, IFES will be launching a series of events dedicated to Global Elections Day. Stay tuned for updates.

IFES

🆕ამ წუთებში, IFES-ის მხარდაჭერით, ცესკო-სა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ელექტრონული ტექნოლოგიების თაობა...
23/01/2024

🆕ამ წუთებში, IFES-ის მხარდაჭერით, ცესკო-სა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ელექტრონული ტექნოლოგიების თაობაზე აქტიური დისკუსია მიმდინარეობს.
📣თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს დეტალებისთვის.

🆕Happening now: Facilitated by IFES, CEC and representatives of political parties are currently engaged in an active discussion on the use of electoral technologies.
📣Stay tuned for further details.

2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების სამზადისში, ცესკო პროაქტიულ ნაბიჯებს დგამს სტრატეგიული დაგეგმვისა და უახლე...
27/12/2023

2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების სამზადისში, ცესკო პროაქტიულ ნაბიჯებს დგამს სტრატეგიული დაგეგმვისა და უახლესი საარჩევნო ტექნოლოგიების ათვისების მიმართულებით. ცესკომ ახლახან ჩაატარა 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის ყოვლისმომცველი მიმოხილვა, რამაც საფუძველი ჩაუყარა 2024 წლის დეტალური სამოქმედო გეგმის შექმნას. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა მოიცავს უახლესი საარჩევნო ტექნოლოგიის დანერგვას ამომრჩეველთა 90%-მდე დასაფარად, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა საარჩევნო პროცესის გაძლიერებაში. IFES-ის ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცესკო აქტიურად მონაწილეობდა რისკების შეფასების სამუშაო შეხვედრებში. მათ ერთად შეიმუშავეს სტრატეგიული ზომები პოტენციური რისკების შესამცირებლად, რაც უზრუნველყოფს 2024 წლის არჩევნებისთვის შეუფერხებელ და სისტემატურ მომზადებას. სამუშაო შეხვედრა, რომელშიც განხილული იყო მიმდინარე წლის აქტივობების შედეგები და მოიცავდა სამომავლო აქტივობების დაგეგმვას, ჩატარდა ინკლუზიური მიდგომით და თანამშრომლების მაღალი ჩართულობით, რაც გეგმის მიმართ მფლობელობის განცდას ყველა თანამშრომლისთვის აძლიერებს. თვალყური ადევნეთ საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ სიახლეებს!

As we gear up for the crucial 2024 parliamentary elections, the CEC is taking proactive strides in strategic planning and embracing cutting-edge election technology.
In a recent development, the CEC conducted a comprehensive review of its 2023-2026 Strategic Plan, laying the groundwork for a detailed Annual Action Plan for 2024. Notably, this plan includes the rollout of advanced election technology to reach 90% of the electorate, marking a significant leap forward in enhancing the electoral process.
Collaborating closely with IFES experts, the CEC actively participated in a workshop on risk assessment. Together, they crafted strategic measures to mitigate potential risks, ensuring a smooth and systematic preparation for the 2024 elections.
The workshop, which considered the results of the activities carried out this year and the planning of future activities, was held with a different approach, inclusively and with high involvement of employees, thus building the understating of ownership of the plan down to every employee.
Stay tuned for more updates for a technologically advanced electoral journey in 2024!

IFES
USAID/Georgia

IFES is happy to announce that we have launched a new project: “Building the Capacity of Civil Society to Mitigate Elect...
29/11/2023

IFES is happy to announce that we have launched a new project: “Building the Capacity of Civil Society to Mitigate Election Crises”, through Foreign, Commonwealth and Development Office (FCDO)/Good Governance Fund (GGF) assistance. Under this project, IFES will carry out tailored information and education for voters and enhance CSO capacity around electoral technology through a series of activities.
As the first initiative among many that are planned under the project, IFES held a workshop for electoral CSOs on electoral technology. IFES deployed Dr. Tarun Chaudhary, a Global Cyber Diplomacy Specialist, who provides expert cybersecurity technical and programmatic advice across IFES’s portfolio of activities and to their global constituency of partners. The CSOs have been introduced to electoral technology solutions that will be rolled out, large-scale during the 2024 parliamentary election.

IFES მოხარულია გაცნობოთ ახალი პროექტის შესახებ - „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება საარჩევნო კრიზისების ზემოქმედების შესარბილებლად", რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში IFES განახორციელებს ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების კამპანიებს და გაზრდის სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს საარჩევნო ტექნოლოგიების თაობაზე მთელი რიგი აქტივობების მეშვეობით.
პროექტით დაგეგმილი ინიციატივების ფარგლებში IFES-მა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ. დოქტორმა ტარუნ ჩოდარიმ, გლობალური კიბერდიპლომატიის სპეციალისტმა, აუდიტორიასთან ისაუბრა კიბერუსაფრთხოების ტექნიკური და პროგრამული ასპექტების შესახებ. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები გაეცნენ საარჩევნო ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში IFES-ის ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-11 ყოვ...
14/11/2023

მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში IFES-ის ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-11 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "ინფორმაციული ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია არჩევნებში". კონფერენციაზე შეიკრიბა ექსპერტთა გუნდი და არჩევნებში ჩართული მხარეები მთელი მსოფლიოდან ისეთი მნიშვნელოვანი თემების განსახილველად, როგორებიცაა: ელექტრონული ხმის მიცემა, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები და ინფორმაციული ტექნოლოგიების ტრანსფორმაციული პოტენციალი ამომრჩეველთა ჩართულობის ასამაღლებლად.

ამ დინამიკურმა დისკუსიებმა შექმნა ხელსაყრელი პლატფორმა ინოვაციური იდეების გაცვლისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უახლესი გადაწყვეტილებების გამოყენებას საარჩევნო პროცესების მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია იმ რთული გამოწვევების პირისპირ, რომლებმაც, შესაძლოა, შეარყიონ საარჩევნო პროცესების მთლიანობა მთელ მსოფლიოში. მსგავსი მნიშვნელოვანი პარტნიორობითა და გლობალურ დიალოგებში აქტიური ჩართულობით IFES აგრძელებს მოქალაქეების გაძლიერებას და დემოკრატიის მხარდაჭერას ციფრულ ეპოქაში.

IFES once again demonstrated its commitment at the 11th Annual EMB Conference, hosted in Batumi on October 25 and 26. The conference, titled "ICT and ICT-Related Disinformation in Elections," brought together experts and stakeholders from around the world to discuss vital topics such as electronic voting, disinformation countermeasures, and the transformative potential of information-communication technologies in elevating voter engagement. These dynamic discussions provided a vibrant platform for the exchange of innovative ideas aimed at harnessing cutting-edge tech solutions to uphold the integrity of electoral processes.

With over 100 participants hailing from more than 25 countries, the conference was a mutual effort toward a shared goal: enhancing the credibility of elections by overcoming digital challenges.

The conference is a significant step forward in confronting the formidable challenges that can undermine the integrity of electoral processes worldwide. Through such meaningful partnerships and active engagement in global dialogues, IFES continues empowering citizens and supporting democracy in the digital age.

IFES
USAID/Georgia

IFES გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! პროფესიულ დღეს განსაკუთრებით გილოცავთ IFES-ის სამოქალაქო განათლების საუნივ...
05/10/2023

IFES გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! პროფესიულ დღეს განსაკუთრებით გილოცავთ IFES-ის სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო და პროფესიული კურსების პედაგოგებს! თითოეული თქვენგანის ფასდაუდებელი შრომის შედეგია, რომ დღეს საქართველოში გვყავს სამოქალაქო ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოში დემოკრატიის განვითრებას და მდგრადობას.

დღეს, 5 ოქტომბერს, IFES-ისა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) პარტნიორ უნივერსიტეტთა რიცხვს შემოემატა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის უპირველესი მიზანია, უნივერსიტეტში დაინერგოს IFES-ის მიერ შემუშავებული სამოქალაქო განათლების კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლება და ამაღლდეს სტუდენტების სამოქალაქო კომპეტენციები.

თავის მხრივ, IFES, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან (CELA) ერთად და USAID-ის თანადგომით, იზრუნებს სამოქალაქო განათლების კურსის ლექტორთა გადამზადებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სტუდენტების აქტიურ მონაწილეობაზე.

IFES extends its warm congratulations on the occasion of International Teachers' Day! We offer our special congratulations to the dedicated educators at IFES University and Vocational Civic Education, recognizing the invaluable contributions of each of you. It is through your tireless efforts that we now see a generation of young individuals in Georgia equipped with the knowledge, skills, and values necessary to shape the development and sustainability of democracy.

Today, October 5, marks an exciting development as Tbilisi Humanitarian Teaching University joins our esteemed list of partner universities alongside the Association of Civic Education Lecturers (CELA). The primary objective outlined in the memorandum of cooperation recently signed between the parties is to provide students at Tbilisi Humanitarian Teaching University with access to the IFES-developed civic education course, "Democracy and Citizenship." This initiative aims to enhance the civic competencies of these students and further empower them in their journey toward active citizenship.

Conversely, IFES, in collaboration with the Association of Civic Education Lecturers (CELA) and with the generous support of USAID, will be dedicated to fostering the professional development of course instructors and promoting active student engagement in public affairs.

IFES
USAID/Georgia
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

23-24 სექტემბერს, 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების წინ, IFES-მა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო ს...
05/10/2023

23-24 სექტემბერს, 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნების წინ, IFES-მა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით, ინტენსიური მედიის ტრენინგი ჩაატარა. მონაწილეებმა შეისწავლეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგია, 2024 წლის საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, მომავალი საკომუნიკაციო სტრატეგიები და მიუკერძოებელი გაშუქების საერთაშორისო სტანდარტები. ტრენინგზე ასევე წარმოდგენილი იყო პრაქტიკული კომპონენტი - საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია. ამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ მონაწილეებს საშუალება მისცა ახლოს გაცნობოდნენ იმ საშუალებებს და სისტემებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს შეასრულებენ საარჩევნო პროცესებში. ეს ინიციატივა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტების დაცვისა და საქართველოს დემოკრატიულ გზაზე გამჭვირვალე, ინფორმირებული და აქტიურად ჩართული ამომრჩევლის უზრუნველსაყოფად.

On September 23-24, in a successful collaboration with Georgia's Central Election Commission & the Center of Electoral Systems Development, Reforms, and Trainings, IFES rolled out an intensive media training ahead of the Oct 1 by-elections. Participants delved deep into electoral technology, updates for the 2024 electoral legislation, the forthcoming communication strategies, and international standards for unbiased reporting. The training event also featured a practical component, with a demonstration of electoral technology solutions. This hands-on experience allowed participants to gain a deeper understanding of the tools and systems that will play a pivotal role in the upcoming electoral events in Georgia. This initiative underlines our commitment to upholding international standards of democracy and ensuring a transparent, informed, and engaged electorate in Georgia's democratic journey.

IFES
USAID/Georgia

Address

7 Niko Nikoladze Street
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when IFES Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to IFES Georgia:

Share