ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre

ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოფიციალური გვერდი / Official web page of Anzor Erkomaishvili's Folklore State Centre

ხალხური შემოქმედების კაბინეტი (1936 წელი), ხალხური შემოქმედების სახლი (1937-1980 წლები), ხალხური შემოქმედებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრი (1980-2004 წლები), საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი (2005 წლიდან).
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის აპრილში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერ

ქომაიშვილის სახელი მიენიჭა და იწოდება, როგორც ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს 1936 წლის 9 ნოემბრის 209 ბრძანებით ხელოვნების საქმეთა სამმართველოსთან შეიქმნა ხალხური შემოქმედების კაბინეტი, ხოლო საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს 1937 წლის 21 მაისის 290 დადგენილებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს სისტემაში დაარსდა ხალხური შემოქმედების სახლი, რომელსაც თითქმის სამოცდაათწლიანი მდიდარი ისტორია აქვს. The Laboratory of Folk Art (1936), the House of Folk Art (1937-1980), the Republican Scientific Methodical Centre of Folk Art and Cultural-Educational Work (1980-2004), legal entity of Public Law (since 2005). According to the decision made by the government of Georgia, the Folklore State Centre was conferred the name of Anzor Erkomaishvili in April, 2021 -currently named the Anzor Erkomaishvili Folklore State Centre
According to the order #290 of the Public Commissar’s Administration for Art, from 9 November, 1936, Laboratory of folk art was created at the premises of the Administration of Art of Georgian SSR, and according to the resolution #290 from 21 May, 1937 House of Folk Art was created at the premises of the Council of Ministers of Georgian SSR, which counted 70-year rich history.

25/07/2026
18/07/2026

პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის VI საერთაშორისო ფესტივალი "კოლხი და..."

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი Erasmus+-ის პროექტ „იუნესკოს კულტურული სივრცის ქსელის ციფრული განზომილების“ პარტნიორია  პროგ...
18/07/2026

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი Erasmus+-ის პროექტ „იუნესკოს კულტურული სივრცის ქსელის ციფრული განზომილების“ პარტნიორია

პროგრამა - პარტნიორული თანამშრომლობა ზრდასრულთა განათლებაში, უზრუნველყოფს პარტნიორობის ფართო ქსელის შექმნას, სადაც გაერთიანდნენ ევროპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ნაწილის - იუნესკოს მიერ აღიარებული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის.
პროექტის ფარგლებში ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები გივი აბესაძე, მაია გელაშვილი და ანსამბლ დიდგორის წევრები პორტუგალიაში, იდანია-ნოვაში იმყოფებოდნენ, სადაც ცხრა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გაეცნენ იდანი-ნოვაში განხორციელებულ პროექტებს, რომელებიც ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის პოპულარუზაციას ციფრულ პლატფორმებზე.

აღსანიშნავია, რომ იდანია-ნოვას, UNESCO-ს მიერ 2015 წელს მინიჭებული აქვს ,,კრეატიული ქალაქის“ წოდება.

მაია გელაშვილმა პროექტის მონაწილეებს წარუდგინა საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული ციფრული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციას.
პროექტის მონაწილეები ასევე ჩაერთნენ მიმდინარე ფესტივალში სადაც ანსამბლ ,,დიდგორის’’ წევრებმა ქართული მრავალხმიანობა წარადგინეს.

პროექტის შემდეგი შეხვედრა სლოვაკეთში გაიმართება.

ფოლკლორის ცენტრის გუნდის ლოტბარმა თორნიკე სხიერელმა, სალოტბარო სკოლების პედაგოგებმა ლევან ბერელიძემ და ბესიკ ფირცხელანმა...
16/07/2026

ფოლკლორის ცენტრის გუნდის ლოტბარმა თორნიკე სხიერელმა, სალოტბარო სკოლების პედაგოგებმა ლევან ბერელიძემ და ბესიკ ფირცხელანმა საერთაშორისო კულტურულ-ეთნოგრაფიულ ფესტივალზე ,,Хантәңірі қазынасы“ მიიღეს მონაწილეობა.

ყაზახეთში, ალმათიში 9-11 ივლისს, ღია ცის ქვეშ დიდი სანახაობა გაიმართა და სასიხარულოა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი.

გალობის უნივერსიტეტი • University of Chant
05/07/2026

გალობის უნივერსიტეტი • University of Chant

01/07/2026

მი რე საცოდალი 🎵

ელენე დარასელია და ფოლკლორის ცენტრის გუნდი.

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა.საღამოზე შესრულდა საქართველოს...
01/07/2026

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა.

საღამოზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის უცნობი და მივიწყებული სასიმღერო ნიმუშები და ფერხულები.

გუნდის ლოტბარები არიან: გიორგი დონაძე, ლიკა ლიპარტელიანი, თორნიკე სხიერელი, გიორგი ხუნაშვილი და სერგო ურუშაძე.

საქართველოს კულტურის სამინისტრო

,,სიმღერა ისეთი რამაა, რომ ტყუილს ვერ იტყვი; ისეთ რამეს ვერ იტყვი, რაც არ ეკუთვნის მომღერალს. ჩვენ დღეს მოვისმინეთ სწორ ...
01/07/2026

,,სიმღერა ისეთი რამაა, რომ ტყუილს ვერ იტყვი; ისეთ რამეს ვერ იტყვი, რაც არ ეკუთვნის მომღერალს.

ჩვენ დღეს მოვისმინეთ სწორ გზაზე დამდგარი ძალიან ძლიერი თაობა, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. არავინ ვიფიქროთ, რომ ამით დავკმაყოფილდებით. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და ჩვენი საზოგადოება ამას წლების მანძლზე იხილავს და მოუსმენს'' - განაცხადა ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტზე გიორგი დონაძემ.

30/06/2026

ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი 🎵💫

27/06/2026

გიორგი დონაძე:

ადვილი არ არის ხუთი ნიჭიერი ქართველი ლოტბარის ერთად მუშაობა, მაგრამ ჩვენ ვახერხებთ.

ლოტბარის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა სწორად შეარჩიოს რეპერტუარი, მომღერალი უნდა იცნო, სწორად შეურჩიო სიმღერა და სწორ დროს ამღერო კონცერტის განმავლობაში.

Address

დავით აღმაშენებლის გამზირი 68/David Agmashenebeli Avenue 68
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322192929

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre:

Shortcuts

Share