Georgian Lottery Company LLC

საქართველოს ლატარიის კომპანია არის ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორი, რომელიც გთავაზობთ ლატარიის მთელ რიგ თამაშობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების ჩატარების უფლება გადაეცა 15 წლის ვადით 2009 წელს. ლიცენზია საქართველოს ლატარიის კომპანიას მიენიჭა საერთაშორისო ღია ტენდერის შედეგად 2009 წლის 1 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმ

ებული შეთანხმების საფუძველზე.

საქართველოს ლატარიის კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2009 წლის 1 ოქტომბერს და საზოგადეობას შესთავაზა პირველი “მომგებიანი ბილეთი” მთელი ქვეყნის მასშტაბით. “მომგებიანი ბილეთი” წარმოადგენს მომენტალურ გადასაფხეკ ლატარიის ბილეთს, რომელიც დიდი მოწონებით მიიღო საზოგადოებამ. აღნიშნული გახლდათ მეტად ლიმიტირებულ დროის პერიოდში შესანიშნავი მიღწევა, რომელიც შექმნა საქართველოს ლატარიის კომპანიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღის ვადაში.
საქართველოს ლატარიის კომპანიამ აგრეთვე დაიწყო ლოტო 6/49 პროექტის განხორციელება, რომელიც პირველად პირდაპირ ეთერში გადაიცა 2009 წლის 29 დეკემბერს.

შემდგომ წელს საქართველოს ლატარიის კომპანიამ გადაწყვიტა 6/49 მატრიცის შეცვლა და ჯეკ-პოტის გათამაშების შანსების გაზრდის მიზნით მისი შემცირება 6/36 ფორმატით. ლოტო 6/36 წარმოადგენს მეტად პოპულარულ თამაშს, რომლის წყალობით საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი იქნა შეტანილი ეროვნული მასშტაბის მქონე პროექტების რეალიზაციაში.

2010 წლის 29 სექტემბერს საზოგადოებისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი თამაში, კერძოდ, ტოტო, კიდევ ერთი ახალი საინტერესო და გასართობი თამაშობა, რომელიც ევროპული საფეხბურთო ლიგის მატჩებს ეფუძნება. საქართველოს ლატარიის კომპანია ეყრდნობა როგორც უცხოელი გამოცდილი და კვალიფიციური, ისე ქართველი მეწარმეების კომბინაციას.

როგორც ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებელი ლატარიის ოპერატორი, საქართველოს ლატარიის კომპანია ვალდებულია მისი შემოსავლების 21.5% მოახმაროს ქართული კულტურის, სპორტისა და ძეგლების დაცვასა და შემდგომ აღორძინებას; და რაც უფრო მეტად აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, როგორც მომენტალური გადასაფხეკი ბილეთებიდან მიღებული შემოსავლების 45%-ზე მეტი, ისე ლატარიისა და ტოტოს ბილეთების რეალიზაციიდან დაგროვილი თანხების სრული ოდენობა გათვალისწინებულია ამავე თამაშობების საპრიზო ფონდისთვის. აქედან გამომდინარე, მოთამაშეებს ვთავაზობთ გაცილებით მეტი ფულადი პრიზის მოგების უნიკალურ შანსებს.

Address

Petre Melikishvilis Street 16
Tbilisi
0179

Telephone

+995 32 2 649 649

Products

ლოტო და მომენტალური ლატარიის ბილეთები

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Lottery Company LLC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgian Lottery Company LLC:

Share