დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალური გვერდი

12/08/2026

🔹 თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, უპრეცედენტოდ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება. საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 426 დევნილი ოჯახი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა თბილისის პარალელურად 3 ქალაქში - რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს:

▪️ რუსთავში, 800 დევნილ ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი 4 კორპუსს აერთიანებს.
▪️ ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 1 კორპუსი შენდება,.
▪️ ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 7 კორპუსი შენდება.

🔹 ყველა პროექტი, თბილისის მსგავსად, ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ.

12/08/2026

თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

უპრეცედენტოდ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ამ ეტაპზე, დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის ...
12/08/2026

თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

უპრეცედენტოდ მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ამ ეტაპზე, დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

07/08/2026
30/07/2026

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს. 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.

სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

რუსთავის პარალელურად, დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსები თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება.

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქ...
30/07/2026

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს. 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.

სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

რუსთავის პარალელურად, დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსები თბილისში, ზუგდიდსა და ბორჯომში შენდება.

🔹 რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინების განაწილების მიზნით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესს მ...
30/07/2026

🔹 რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინების განაწილების მიზნით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესს მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

🔹 როგორც ცნობილია, რუსთავში, 800 დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პარალელურ რეჟიმში, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ბინის მიღების მსურველი 7 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის განაცხადი შეფასდა და წინასწარი ქულები სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სიის გამოქვეყნებიდან, 15 სამუშაო დღის ვადაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაცის წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შესაბამისი საფუძვლის გათვალისწინებით, წინასწარი ქულების ნაწილი გადაფასდა. განახლებული სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული ქულები შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს პრიორიტეტულობა, რათა ყველაზე მწვავე საჭიროების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახების შესწავლა განხორციელდეს. განსახლების კრიტერიუმები განსაზღვრავს, დევნილი ოჯახის როგორც საცხოვრებელ, ისე სოციალურ მდგომარეობას.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, არსებული საბინაო რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრა რამდენ ქულიანი ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:

▪︎ ერთოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან ის დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 5 და მეტი ქულა;

▪︎ ოროთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 6 და მეტი ქულა;

▪︎ სამოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 7 და მეტი ქულა;

▪︎ ოთხოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაექვემდებარებიან დევნილი ოჯახები, რომელთა განაცხადს მინიჭებული აქვს 1 და მეტი ქულა.

მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ყველა ეტაპზე, მინისტრის 01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობის სრული დაცვით, წარიმართება.

იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, რომელთა ქულა ამ მომენტისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი მონიტორინგისთვის განსახლების მომდევნო ეტაპზე განიხილება.

➡️︎ რუსთავში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები იხილეთ აქ: https://idp.moh.gov.ge/news5.php?lang=1&id=202607301029124336273487

28/07/2026

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის.

იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.

აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს, სააგენტომ სახლი უკვე 1 640 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიური რეჟიმით გაგრძელდება.

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის.იმ ოჯახებ...
28/07/2026

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის.

იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.

აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს, სააგენტომ სახლი უკვე 1 640 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიური რეჟიმით გაგრძელდება.

🔹 სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის.🔹 იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ...
28/07/2026

🔹 სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის.

🔹 იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

🔹 პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.

➡︎︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის: https://idp.moh.gov.ge/news5.php?lang=1&id=202607281026471426951593

Address

Tamarashvili Str. 15a
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322510026

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო:

Shortcuts

Share