გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შეიქმნა 2018 წლის 22 თებერვალს, როგორც მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის გარემოს დაცვას, მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების დაგეგმარებას, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვას და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.

სამსახურ

ის ძირითადი ამოცანებია თბილისის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და ურბანული ეკოსისტემების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, ენერგოეფექტურობისა და რესურსაღდგენის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა, თბილისის ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის სარეკრეაციო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების განვითარების, გაუმჯობესებისა და განაშენიანების ერთიანი სტანდარტის დადგენა.

სამსახური შედგება ოთხი სტრუქტურული ერთეულისაგან: სატყეო პოლიტიკის განყოფილება, ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილება, გარემოსდაცვითი მართვის განყოფილება და მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილება.

სატყეო პოლიტიკის განყოფილება უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ტყის ინვენტარიზაციას, ტყის მდგომარეობის შესწავლა-გამოკვლევასა და ტყის აღდგენა-განახლების ღონისძიებების დაგეგმვას, მართვასა და კოორდინაციას.

ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სპეციალური ჭრის, მშენებლობის მიზნით ჭრის, გადარგვის ნებართვების გაცემას, გადაწყვეტილებას იღებს მოვლითი ჭრის განხორციელებაზე, მონიტორინგს უწევს ჭრის, გადარგვის და საკომპენსაციო რგვის ღონისძიებებს.

გარემოსდაცვითი მართვის განყოფილება მონაწილეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვაში, არალეგალური ნაგავსაყრელების იდენტიფიცირების, დახურვისა და რეკულტივაციის გეგმების შემუშავებაში, ამასთანავე, განსაზღვრავს მუნიციპალურ პოლიტიკას კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში და მონაწილეობს ურბანულ გარემოზე კლიმატის ცვლილების რისკების შეფასებაში.

მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილება განსაზღვრავს ურბანული ეკოსისტემების მართვის ერთიან პოლიტიკას, უზრუნველყოფს მწვანე ინფრასტრუქტურის რეგულარული ზრდის სტრატეგიის შემუშავებას, მწვანე ლანდშაფტის განვითარების ერთიანი სტანდარტების დანერგვას და ქალაქგეგმარებით პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას.

სამსახური მონაწილეობს გარემოსდაცვით სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის საგანმანათლებლო, კვლევითი, სამეცნიერო, საინფორმაციო და ცნობიერების დონის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში და უზრუნველყოფს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას მუნიციპალურ დონეზე.

28/08/2026
07/08/2026
07/08/2026

🌿 თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
🏗️ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჟიული შარტავას N16-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
🚧 ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე მოწყობილია დროებითი ღობე და მიმდინარეობს დემონტაჟის სამუშაოები.
💡 პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ახალი განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები.
🌳 განახლდება საპარკო ავეჯი. ტერიტორია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კომფორტულ და სასიამოვნო რეკრეაციულ სივრცედ გარდაიქმნება.
🌱 სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, მოიცავს გამწვანების ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიაზე ხე-მცენარეები დაირგვება.
💚 სკვერის რეაბილიტაცია 2 100 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 600 000 ლარს შეადგენს.

07/08/2026

🌳 თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჟიული შარტავას N16-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს 💚

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაგვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაცი...
31/07/2026

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები.

ერთ-ერთ ვიდეომასალაში ნაჩვენებია მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე მრავალწლიანი ჭადარი, რომელსაც ჩაუტარდა სხვლა-ფორმირება, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია მიწის საფარის ნაწილის მოხსნა და არსებობდა ხის მდგრადობის დარღვევისა და წაქცევის საფრთხე. სპეციალისტების რეკომენდაციით, ჩაატარა ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები, რაც მის უსაფრთხოდ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ამავე მიზნით, დაგეგმილია კიდევ ერთი ჭადრის გადაბელვა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ.

ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში არცერთი ჯანსაღი მრავალწლიანი ხის მოჭრა არ იგეგმება. უფრო მეტიც, დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მწვანეს გახდის.

29/07/2026

🌳 ჟიული შარტავას N16-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 🌿

🏗️ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჟიული შარტავას N16-ის მიმდებარედ სკვერის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

📊 პროექტის ფარგლებში:
💡 მოეწყობა ახალი გარე განათების ქსელი;
💧 დამონტაჟდება სარწყავი სისტემა;
🚶 მოეწყობა ახალი სასეირნო ბილიკები;
🪑 განახლდება საპარკო ავეჯი;
🌳🌸 განხორციელდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.

🌿 სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 100 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.

💚 რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განახლებული სკვერი ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კომფორტულ და გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს შესთავაზებს.

📢 ინფორმაცია სანიტარული ჭრის შესახებ🌳 გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შპს "ეკოსერვის ჯგუფთან" ერთად, ბოჭორმისა და კაჩი...
28/07/2026

📢 ინფორმაცია სანიტარული ჭრის შესახებ

🌳 გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შპს "ეკოსერვის ჯგუფთან" ერთად, ბოჭორმისა და კაჩინსკის ქუჩებზე ხეების სანიტარული ჭრისა და სხვლა-ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს.

🌱 ავარიული და ხმელი ხეების ნაცვლად, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება.

🚜 ადგილზე კუნძების ამოღების სამუშაოები განხორციელდება, ასევე მოეწყობა დამატებითი სივრცეები ახალი ხე-მცენარეების დასარგავად.

#მწვანექალაქი #ეკოსერვისჯგუფი #გამწვანება

21/07/2026

🌳 ვაჟა-ფშაველას გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდება 🌿

🏗️ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გერმანული კოლეჯისა და N27 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

💡 პროექტის ფარგლებში:
🌱 განახლდება რეკრეაციული სივრცის ინფრასტრუქტურა;
💡 მოეწყობა გარე განათების ქსელი;
💧 დამონტაჟდება სარწყავი სისტემა;
🚶 მოეწყობა სასეირნო ბილიკები;
🪑 განახლდება საპარკო ავეჯი;
🌳🌸 დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.

🌿 თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი პროექტები ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება, რადგან მწვანე სივრცეების შექმნა მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 🌍💚

Address

შარტავას ქ. #7
Tbilisi

Opening Hours

Monday 00:09 - 18:00
Tuesday 00:09 - 18:00
Wednesday 00:09 - 18:00
Thursday 00:09 - 18:00
Friday 00:09 - 18:00

Telephone

+995322378209

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური:

Shortcuts

Share