იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - თბილისის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - თბილისის საკრებულო

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - თბილისის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - თბილისის საკრებულო, Government Organization, თავისუფლების მოედანი N2, Tbilisi.

To prepare issues in advance, facilitate the implementation of City Assembly decisions and promote human rights and civil integration, the Legal Issues and Human Rights Commission has been established within the Tbilisi City Municipal Assembly.

11/07/2026
🗓️10.07.2026თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისი...
10/07/2026

🗓️10.07.2026

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.

კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტი წარადგინა. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისის" ფარგლებში, კონკურსის მექანიზმის პარალელურად დამატებით შემოდის საპროექტო განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა. კერძოდ, შესაბამის სფეროში მოქმედ სუბიექტებს უფლება ექნებათ, სამსახურს წარუდგინონ საპროექტო განაცხადი, რომელიც ორიენტირებული იქნება პროგრამის პრიორიტეტებზე, მათ შორის საერთაშორისო, გაცვლითი და/ან სარეზიდენციო პროექტების განხორციელებაზე და ემსახურება პროგრამის მიზნების მიღწევას. ამასთან, იზრდება ფინანსური ზღვარი და 25 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 30 000 ლარი.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-6 დადგენილებაში ცვლილება და ასევე ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიბების განსაზღვრის საკითხი გააცნო კომისიის წევრებს.

სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით", რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.

აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის სხდომაზე, დედაქალაქში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს. საკითხები სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა წარადგინა.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახითა და დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანი...
06/07/2026

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, 30 ივნისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო.

სხდომის ფარგლებში კომიტეტმა სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს მიერ ქარტიის შესრულების თაობაზე მომზადებული ოფიციალური დოკუმენტები და ანგარიშები განიხილა. დელეგატებმა იმსჯელეს ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი დემოკრატიის მონიტორინგის შედეგებზე, მიმდინარე პოსტ-მონიტორინგის პროცესებსა და კონკრეტულ სახელმწიფოებში თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის რისკების შეფასების პანელის" შესახებ და მიღებულ იქნა „ოსლოს დეკლარაცია", რომელიც ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერების პრინციპებს ეფუძნება.

კომიტეტმა აგრეთვე მოისმინა ინფორმაცია უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არსებული მდგომარეობის, თურქეთში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

სხდომის დასასრულს დელეგატებმა კომიტეტის 2026-2027 წლების სამუშაო გეგმა განიხილეს და მთავარ პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ.

კომიტეტის სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები - აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გოგი ფუტკარაძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თამარ ხაჩიძე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ - ნინო ვარდო...
26/06/2026

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ - ნინო ვარდოსანიძემ 22-25 ივნისს, მაროკოს ქალაქ ტანჟერში, გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზაციის (UCLG) მსოფლიო კონგრესსა და ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტში მონაწილეობა მიიღო.

UCLG-ის ქართული დელეგაციის შემადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ - ლევან აბაშიძემ.

კონგრესის ფარგლებში ქალაქებისა და რეგიონების წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, მოქალაქეებისთვის სერვისების გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.

ღონისძიების დღის წესრიგი მოიცავდა UCLG-ის მმართველი ორგანოების მუშაობას, პოლიტიკურ დისკუსიებსა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას.

ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა თემატურ შეხვედრასა და პანელურ დისკუსიებში. მათ შორის, გაიმართა შეხვედრა თბილისის მეტროპოლიტური ქალაქების ქსელთან (Metropolis) გაწევრიანების საკითხზე.

დელეგაცია ასევე ჩაერთო ქალთა ასამბლეის მუშაობაში და დაესწრო შეხვედრას, რომელიც მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვას ეხებოდა. აღნიშნულ სესიაზე ქართულმა მხარემ წარადგინა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმისა და ახლად დამტკიცებული რეგულაციების შესახებ.

ნინო ვარდოსანიძემ და ლევან აბაშიძემ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს UCLG-ის მმართველი ორგანოების არჩევნებში, რის შედეგადაც განისაზღვრა UCLG-ის მმართველი გუნდი, რომელიც მომდევნო პერიოდში უხელმძღვანელებს ორგანიზაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას.

კონგრესი დასრულდა „ტანჟერის დოკუმენტის“ მიღებით, რომელშიც აისახა შეხვედრების განმავლობაში მიღებული ძირითადი შეთანხმებები და გადაწყვეტილებები.

აღნიშნული დოკუმენტი UCLG-ის სამომავლო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს.

🗓️19.06.2026თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისი...
19/06/2026

🗓️19.06.2026

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.

კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ცვლილება განიხილეს. კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილებასა და მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესში ცვლილებას.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და სანაშენე ცხოველების გამრავლებაზე თანხმობის გაცემის წესის შესახებ დადგენილება განიხილეს. ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონის ძალაში შესვლამ, რომელმაც არსებითად დაარეგულირა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის საკითხები, განაპირობა შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის სფეროში არსებული მუნიციპალური სამართლებრივი აქტების გადახედვისა და ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. დადგენილების მიღების მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების საშენის რეგისტრაციისა და მისი საქმიანობის ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნება და უზრუნველყოფს მის ეფექტიან აღსრულებას მუნიციპალურ დონეზე. დადგენილება ამოქმედდება 2026 წლის პირველი ივლისიდან.

აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს „თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესში" და „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებს.

დღესვე, კომისიის სხდომაზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები.

სხდომაზე მხარი დაუჭირეს დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებული პირების მიმართ ვალდებულებების შესრულების საკითხებს.

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართვ...
15/06/2026

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა. თბილისის მერმა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ახალგაზრდა სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცეს.

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრას თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - ნინო ვარდოსანიძეც ესწრებოდა.

➡️ იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8630

გილოცავთ ნინოობას!
01/06/2026

გილოცავთ ნინოობას!

🗓️29.05.2026თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისი...
29/05/2026

🗓️29.05.2026

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.

ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა - გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტი წარუდგინა. ცვლილების თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა 45 მილიონ 23 ათასი ლარით იზრდება და 2 მილიარდ 636 მილიონ 851 ათას ლარს შეადგენს. წარმოდგენილი ცვლილებით, თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით, იზრდება კაპიტალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 35 მილიონი ლარით.

კომისიის სხდომაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება" ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტში ცვლილება. საკითხი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა.

თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამაში ცვლილება გააცნო. ცვლილების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩაერთვებიან.

სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნინო ვაშაკიძემ უძრავი ქონების პრივატიზებისა და მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემის საკითხები წარადგინა.

სსიპ - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების წესში ცვლილება წარადგინა, რომლის მიზანია, გაგრძელდეს მოსწავლეების სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ხელშეწყობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

სსიპ - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებული ავარიული შენობების რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების მიზნით რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ სხვადასხვა მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.

🌐 UCLG-ის ქართული დელეგაციის წევრებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა და...
29/05/2026

🌐 UCLG-ის ქართული დელეგაციის წევრებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - ნინო ვარდოსანიძემ და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე - ლევან აბაშიძემ, ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში გამართულ მე-6 საერთაშორისო სასწავლო სემინარში — "ტრანსასაზღვრო ელექტრონული კომერცია“ მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრა UCLG ASPAC-ის „სარტყელისა და გზის ადგილობრივი თანამშრომლობის კომიტეტის (BRLC) ორგანიზებით მოეწყო და მას სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

18-22 მაისს გამართული პროგრამის მთავარ თემას წარმოადგენდა — „ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის: ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის მომავლის გაძლიერება“.

📈 ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი ციფრული ეკონომიკისა და ელექტრონული კომერციის განვითარებაში, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სამუშაო სესიებში.

🌍 სემინარი ასევე მიზნად ისახავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებასა და კულტურული დიალოგის ხელშეწყობას.

Address

თავისუფლების მოედანი N2
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322159292

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - თბილისის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - თბილისის საკრებულო:

Shortcuts

Share