კომუნიკაციების კომისია | Communications Commission

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კომუნიკაციების კომისია | Communications Commission

კომუნიკაციების კომისია | Communications Commission Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კომუნიკაციების კომისია | Communications Commission, Government Organization, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, Tbilisi.

📑კომუნიკაციების კომისიის 3 სექტემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:✅კომ...
03/09/2026

📑კომუნიკაციების კომისიის 3 სექტემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:

✅კომისიის გადაწყვეტილებით სს „სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მიენიჭა.

📻შპს „ჯრკომ“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N F100 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა.

🤝კომისიამ შპს „ტელერადიოკომპანია რიონს”დამფუძნებლის წილის გასხვისებაზე თანხმობა მისცა.

📺ასევე, კომისიამ სს ,,მედია ჰოლდინგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხი განიხილა.

✍კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე” 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანა.

📢 3 სექტემბერს, 15:00 საათზე, კომუნიკაციების კომისიაში საჯარო სხდომა გაიმართება. ✅ სხდომაზე განხილული იქნება 5 საკითხი.📄...
02/09/2026

📢 3 სექტემბერს, 15:00 საათზე, კომუნიკაციების კომისიაში საჯარო სხდომა გაიმართება.

✅ სხდომაზე განხილული იქნება 5 საკითხი.

📄 კომისიის დღის წესრიგი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ კომისიის ვებგვერდზე: https://comcom.ge/ge/agenda

🔴 სხდომას პირდაპირ ეთერში უყურეთ კომისიის ვებგვერდზე ან Youtube არხზე - https://www.youtube.com/

📲კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიხედვით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში...
02/09/2026

📲კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიხედვით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში WhatsApp-ით ყველაზე სწრაფად „მაგთიკომის“ აბონენტები რეკავდნენ.

🟥მაგთიკომი - 3.28 წამი
🟪სელფი მობაილი - 3.57 წამი
🟦სილქნეტი - 3.58 წამი

📱კომუნიკაციების კომისიამ მონიტორინგი მცხეთა-მთიანეთში, 2026 წლის, ივნისში ჩაატარა. მონიტორინგი ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ETSI-ის მეთოდოლოგიის მიხედვით ჩატარდა.

👉დეტალური ანგარიში იხილეთ https://shorturl.at/X0tCS

🥁შეძლებ ყველასთვის საყვარელი ფილმების და ანიმაციების ერთი კადრით გამოცნობას? 🎬 შეასრულე ქვიზი და გამოსცადე შენი კინო-ინტ...
02/09/2026

🥁შეძლებ ყველასთვის საყვარელი ფილმების და ანიმაციების ერთი კადრით გამოცნობას?

🎬 შეასრულე ქვიზი და გამოსცადე შენი კინო-ინტუიცია!

შეძლებ ყველასთვის საყვარელი ფილმების და ანიმაციების ერთი კადრით გამოცნობას? 🎬 შეასრულე ქვიზი და გამოსცადე შენ.....

📲კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიხედვით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში...
01/09/2026

📲კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მიხედვით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მობილური ინტერნეტის ყველაზე მაღალი ჩამოტვირთვის სიჩქარე „მაგთიკომს“ დაუფიქსირდა.

🟥მაგთიკომი - 379.54 მბ/წმ
🟦სილქნეტი - 80.60 მბ/წმ
🟪სელფი მობაილი - 54.48 მბ/წმ

📱კომუნიკაციების კომისიამ მონიტორინგი მცხეთა-მთიანეთში, 2026 წლის, ივნისში ჩაატარა. მონიტორინგი ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის ETSI-ის მეთოდოლოგიის მიხედვით ჩატარდა.

👉დეტალური ანგარიში იხილეთ https://shorturl.at/X0tCS

✨ კომუნიკაციების კომისია გილოცავთ მარიამობას!
28/08/2026

✨ კომუნიკაციების კომისია გილოცავთ მარიამობას!

📑კომუნიკაციების კომისიის 27 აგვისტოს სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:📻კომი...
27/08/2026

📑კომუნიკაციების კომისიის 27 აგვისტოს სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:

📻კომისიის გადაწყვეტილებით ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სათემო რადიომაუწყებლობის NB190 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა, ხოლო შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის NB81 ლიცენზია და შპს „ჩვენებური ჰოლდინგის“ კერძო რადიომაუწყებლობის NB205 ლიცენზია მოდიფიცირდა.

✅შპს „ელემენტ კონსტრაქშენს” და შპს „ორ ნაბიჯს” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, ხოლო საზღვაო ხომალდებს სახმობი და ამოცნობის ნიშნები მიენიჭათ.

📡კომისიამ რადიომოყვარულ ამირან მოსეშვილს რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობი მიანიჭია.

❌შპს „ალფაჰოსტს“ ავტორიზაცია შეუჩერდა.

✍კომისიამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ წერილობით გააფრთხილა, შპს „სისტემ 1“ და შპს „ფორმულა მულტიმედია“ კი სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ 👇
https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/comcom-ma-formula-multimedia-samartaldamrgvevad-cno-da-pasuxismgeblobisgan-gaatavisufla.page

📢 27 აგვისტოს, 15:00 საათზე, კომუნიკაციების კომისიაში საჯარო სხდომა გაიმართება. ✅ სხდომაზე განხილული იქნება 11 საკითხი.📄...
26/08/2026

📢 27 აგვისტოს, 15:00 საათზე, კომუნიკაციების კომისიაში საჯარო სხდომა გაიმართება.

✅ სხდომაზე განხილული იქნება 11 საკითხი.

📄 კომისიის დღის წესრიგი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ კომისიის ვებგვერდზე: https://comcom.ge/ge/agenda

🔴 სხდომას პირდაპირ ეთერში უყურეთ კომისიის ვებგვერდზე ან Youtube არხზე - https://www.youtube.com/

📣ახალი სასწავლო წელი ახლოვდება!  აირჩიე და ასწავლე მედიაწიგნიერება!📚მედიაწიგნიერება არის საგანი, რომელიც მოსწავლეებს კრი...
03/08/2026

📣ახალი სასწავლო წელი ახლოვდება! აირჩიე და ასწავლე მედიაწიგნიერება!

📚მედიაწიგნიერება არის საგანი, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის დამუშავებისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება.

📘იცოდი, რომ სპეციალურად მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომლის ელექტრონული რესურსიც ხელმისაწვდომია მედიაწიგნიერების ვებგვერდზე - www.mediatsigniereba.ge

👩🏻‍🏫შენც გახდი ამ პროცესის მონაწილე! აირჩიე მედიაწიგნიერების საგანი და აღზარდე მედიაწიგნიერი თაობა შენს სკოლაში!

📣ახალი სასწავლო წელი ახლოვდება!  აირჩიე და ასწავლე მედიაწიგნიერება!🏫იცოდი, რომ მედიაწიგნიერებას, როგორც ცალკე საგანს, ყო...
31/07/2026

📣ახალი სასწავლო წელი ახლოვდება! აირჩიე და ასწავლე მედიაწიგნიერება!

🏫იცოდი, რომ მედიაწიგნიერებას, როგორც ცალკე საგანს, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სკოლა ირჩევს? 2025 წელს საქართველოში მედიაწიგნიერება 300 სკოლაში ისწავლებოდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 66 სკოლით მეტია.

👨‍🏫შენც გახდი ამ პროცესის მონაწილე! აირჩიე მედიაწიგნიერების საგანი და აღზარდე მედიაწიგნიერი თაობა შენს სკოლაში!

Address

ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322921667

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კომუნიკაციების კომისია | Communications Commission posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to კომუნიკაციების კომისია | Communications Commission:

Shortcuts

Share