Czech Embassy in Tbilisi

Czech Embassy in Tbilisi Welcome to the official profile of the Embassy of the Czech Republic in Tbilisi.

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 1968 წლის სამხედრო ინტერვენციისა და ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებული შემდგ...
21/08/2026

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 1968 წლის სამხედრო ინტერვენციისა და ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებული შემდგომი ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას. ეს დღე ეძღვნება ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, რომელთა სიცოცხლეც1968 წლის აგვისტოს ტრაგიკულმა მოვლენებმა სამუდამოდ შეცვალა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ. 🕊️

Today, we commemorate the Day of Remembrance of the Victims of the 1968 Invasion and the subsequent occupation by Warsaw Pact forces. This day is dedicated to the memory of all those whose lives were tragically affected by the events of August 1968. We will never forget.🕊️

08/08/2026

საქართველო: ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ: https://link.europa.eu/bhRgWk

Georgia: Statement by the Spokesperson marking 18 years since the outbreak of the war between Russia and Georgia

Read the full statement here: https://link.europa.eu/WpPnR4

06/08/2026
05/08/2026

გსურთ ჩეხური ენა ონლაინ ისწავლოთ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან ან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან? შემოუერთდით ჩვენი ჩეხური ენის ონლაინ კურსებს, რომლებსაც ჩეხური ენის მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებლები უძღვებიან. 🗣

🔹ონლაინ კურსები A1.1 და A1.2 Zoom-ის პლატფორმაზე.
🔹15-კვირიანი კურსი - კვირაში ერთხელ, 90-წუთიანი გაკვეთილები.
🔹სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
🔹კურსის ფასი 205 აშშ დოლარი / დაახლოებით 550 GEL

რეგისტრაცია გაიარეთ 👇
------------------------------------------------------------------------------
Do you want to learn Czech online from anywhere in Georgia or the world? Join our Czech language courses taught by native speakers. 🗣

🔹Online A1.1 and A1.2 courses via Zoom.
🔹15 weeks, 1× weekly, 90‑minute lessons.
🔹Georgian and English used in class.
🔹Price of the course 205 USD/550 GEL.

Sign up in the link👇

https://forms.cloud.microsoft/Pages/ResponsePage.aspx?id=lLYUncHzqUSWc-pNUwMcnKMeUvFJ4N1NnYQylgWcTMVUNk9WWERaRUlWMUJQU0hUU0NVSExNTjBaQS4u

Strengthening regional ties and deepening practical cooperation, H. E.  Ambasador of the Czech Republic to Georgia, Petr...
04/08/2026

Strengthening regional ties and deepening practical cooperation, H. E. Ambasador of the Czech Republic to Georgia, Petr Kubernát, visited Poti and Batumi on 30-31 July 2026 for his regional diplomatic mission. The visit brought together municipal, academic, cultural, and business partners, with a focus on turning Czech-Georgian cooperation into concrete opportunities for the regions.

In Poti, the Ambassador met with Mayor Beka Vacharadze to discuss the potential establishment of a Partner City relationship with a Czech municipality, as well as opportunities for Czech expertise and knowledge transfer to support the city’s development and public infrastructure. The meeting also highlighted exchange programs available in Czechia for Georgian students and discussed promoting these opportunities in Poti.

Ambassador Kubernát visited Poti Cathedral, Niko Nikoladze Tower, and the Poti Maritime Teaching and Training Center, gaining insights into the region’s cultural heritage and maritime education, while exploring opportunities for future academic cooperation.

At the Episcopal Residence of the Eparchy of Poti and Khobi, the Ambassador was hosted by Metropolitan Grigoli, to whom he conveyed warm greetings from Metropolitan Rastislav of the Orthodox Church of the Czech Lands and Slovakia.
Discussions covered European integration, youth engagement, social initiatives, and humanitarian cooperation. The Ambassador later attended the presentation of Metropolitan Grigoli’s latest book at New Georgia University, where he delivered remarks highlighting the Metropolitan’s civic contribution and the importance of European values and academic dialogue.

In Batumi, Ambassador Kubernát met with Tamaz Turmanidze, Representative of the EU-Georgia Business Council in Adjara, to discuss closer cooperation between Czech and Georgian business communities, including businesses from the Adjara region, in logistics, hospitality, sustainable infrastructure, and potential trade missions to Czechia.

The Embassy of the Czech Republic in Georgia remains committed to deepening practical and people-to-people cooperation with Georgia’s regions and further strengthening the longstanding ties between the Czech Republic and Georgia.


***
რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად და თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება პეტრ კუბერნატი, 2026 წლის 30-31 ივლისს, რეგიონული დიპლომატიური მისიის ფარგლებში, ფოთსა და ბათუმს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მუნიციპალური, აკადემიური, კულტურული და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რაც მიზნად ისახავდა ჩეხურ-ქართული თანამშრომლობის გარდაქმნას კონკრეტულ შესაძლებლობებად რეგიონებისთვის.

ფოთის მუნიციპალიტეტში, ელჩი შეხვდა ქ. ფოთის მერს, ბატონ ბექა ვაჭარაძეს. მხარეებმა განიხილეს ფოთის დამეგობრების შესაძლებლობები ჩეხეთის შესაბამის მუნიციპალიტეტთან. ასევე, ჩეხური გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების პოტენციალი ქალაქის განვითარებისა და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი სტუდენტებისთვის ჩეხეთში არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს და ფოთში ამ პროექტების პოპულარიზაციის მნიშვნელობას.

ელჩი კუბერნატი ეწვია ფოთის საკათედრო ტაძარს, ნიკო ნიკოლაძის კოშკსა და ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრს, სადაც უშუალოდ გაეცნო რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობასა და საზღვაო განათლებას, და განიხილა სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ფოთისა და ხობის ეპარქიის რეზიდენციაში, ელჩს მიტროპოლიტმა გრიგოლმა უმასპინძლა. ელჩმა მას ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უნეტარესი მიტროპოლიტ რასტისლავის თბილი მოკითხვა გადასცა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციის, ახალგაზრდობის ჩართულობის, სოციალური ინიციატივებისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მოგვიანებით, ელჩი „ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ მიტროპოლიტ გრიგოლის ახალი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მიტროპოლიტის სამოქალაქო ღვაწლს, ევროპული ღირებულებებისა და აკადემიური დიალოგის მნიშვნელობას.

ბათუმში, ელჩი კუბერნატი აჭარის რეგიონში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელს, თამაზ თურმანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ჩეხურ და ქართულ ბიზნესწრეებს, მათ შორის, აჭარის რეგიონის კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ლოგისტიკის, სასტუმრო ბიზნესისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის სფეროებში, ასევე ჩეხეთში შესაძლო ბიზნეს-მისიების განხორციელების შესაძლებლობები.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს რეგიონებთან პრაქტიკული და ხალხთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალწლიანი კავშირების შემდგომი განმტკიცებისა.

🇨🇿🇬🇪 ჩეხეთის საელჩოში თბილისში, ჩვენ აღვნიშნეთ ჩეხეთ-საქართველოს კურსდამთავრებულთა კლუბის პირველი წლისთავი!          ამა...
22/07/2026

🇨🇿🇬🇪 ჩეხეთის საელჩოში თბილისში, ჩვენ აღვნიშნეთ ჩეხეთ-საქართველოს კურსდამთავრებულთა კლუბის პირველი წლისთავი!
ამასთან დაკავშირებით, 🇨🇿 ჩეხეთის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ, პეტრ კუბერნატმა, ჩეხეთის უნივერსიტეტების ქართველ კურსდამთავრებულებსა და ახლად შერჩეულ სტიპენდიატებს უმასპინძლა.
შეხვედრამ გამოცდილების ღია გაზიარებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა შექმნა. კურსდამთავრებულებმა ჩეხეთის რესპუბლიკაში სწავლისა და ცხოვრების შესახებ საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს, ხოლო მომავალმა სტიპენდიატებმა კი მათგან, ვინც ეს გზა უკვე გაიარა, ღირებული რჩევები მიიღეს.
საგანმანათლებლო თანამშრომლობა კვლავაც აძლიერებს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და ხალხთაშორის კავშირებს.

🇨🇿🇬🇪 We celebrated the 1st anniversary of the Czech-Georgian Alumni Club at the Czech Embassy in Tbilisi!

On this occasion, 🇨🇿 H.E. Ambassador Petr Kubernát welcomed Georgian alumni of Czech universities and newly selected scholarship holders.
The meeting provided an excellent opportunity for an open exchange of experiences. Alumni shared their insights on studying and living in the Czech Republic, while future scholarship holders gained valuable advice from those who have already completed the journey.
Educational cooperation continues to strengthen the friendship and people-to-people ties between Georgia and the Czech Republic.

🇨🇿 ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს 🇬🇪 საქართველოში პეტრ კუბერნატს პატივი  ჰქონდა შეხვედროდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრი...
04/07/2026

🇨🇿 ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს 🇬🇪 საქართველოში პეტრ კუბერნატს პატივი ჰქონდა შეხვედროდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ხალხთაშორისი კავშირების, კულტურული გაცვლის, განათლებისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობას ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ელჩმა ასევე გამოხატა კმაყოფილება ჩვენს საზოგადოებებს შორის მზარდი ურთიერთობების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის განვითარებას.

შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების დასადასტურებლად. კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ხალხების დაახლოებაში, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების განმტკიცებაში.

Ambassador of the 🇨🇿 Czech Republic to 🇬🇪Georgia Petr Kubernát had the honor of meeting His Holiness Shio III, Catholicos-Patriarch of All 🇬🇪 Georgia.

Their discussion highlighted the importance of people-to-people contacts, cultural exchange, education and mutual understanding in strengthening the long-standing friendship between the Czechia and Georgia. The Ambassador also expressed appreciation for the growing ties between our societies and reaffirmed Czechia’s commitment to supporting educational and cultural cooperation.

The meeting served as another valuable opportunity to reaffirm the close and friendly relations between the Czechia and Georgia. Strengthening cultural and humanitarian ties plays an important role in bringing our peoples closer together and fostering mutual respect and understanding.

♻️ ჩეხური დიზაინი სოციალური დიზაინის დღეებზე თბილისში!ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო აღფრთოვანებულია წრიული დიზაინისა და მდგ...
03/07/2026

♻️ ჩეხური დიზაინი სოციალური დიზაინის დღეებზე თბილისში!
ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო აღფრთოვანებულია წრიული დიზაინისა და მდგრადი ინოვაციებისადმი მიძღვნილ, წლევანდელ სოციალურ დიზაინის დღეების გახსნაზე დასწრებით.
მისმა აღმატებულებამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტრ კუბერნატმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე დიზაინი სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრის ძლიერი ინსტრუმენტია, რაც გზას უხსნის უფრო მდგრად მომავლს.
ჩვენ წარმოუდგენლად ვამაყობთ, რომ წარმოგიდგენთ ორ გამორჩეულ ჩეხ დიზაინერს, რომლებიც აჩვენებენ, თუ როგორ შეუძლია შემოქმედებითობას ნარჩენების ღირებულ, ფუნქციურ ხელოვნებად გადაქცევა:
🌱 ჯიტკა ჰვეზდოვა (Plastenco-ს დამფუძნებელი)
🌱 იოზეფ როზეჰნალი (NAHAKU-ს დამფუძნებელი და მთავარი დიზაინერი)
ჩვენი გულწრფელი მადლობა თბილისის დიზაინის ინსტიტუტს, ჩეხურ ცენტრს და KOPOS-ს მათი წარმოუდგენელი მხარდაჭერისა და ჩეხეთ-საქართველოს კულტურული და პროფესიული კავშირების განმტკიცებისთვის.
ყველა მონაწილეს ვუსურვებთ შთაგონებითა და მნიშვნელოვანი თანამშრომლობით სავსე სამ დღეს! 🇨🇿🤝🇬🇪

♻️ Czech Design at Social Design Days in Tbilisi!
The Embassy of the Czech Republic was thrilled to attend the opening of this year’s Social Design Days, dedicated to circular design and sustainable innovation.
Ambassador of the Czech Republic to Georgia, H.E. Petr Kubernát, highlighted that modern design is a powerful tool for addressing social and environmental challenges, paving the way for a more sustainable future.
We are incredibly proud to feature two outstanding Czech designers who show how creativity can transform waste into valuable, functional art:
🌱 Jitka Hvězdová (Founder of Plastenco)
🌱 Josef Rozehnal (Founder & Chief Designer of NAHAKU)
Our sincere thanks to Design Institute Tbilisi, Czech Centre Tbilisi, and KOPOS for their incredible support and for strengthening Czech-Georgian cultural and professional ties.
Wishing all participants three days full of inspiration and meaningful cooperation! 🇨🇿🤝🇬🇪

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება პეტრ კუბერნატმა, საელჩოში საოცარ ახალგაზრდებს უმასპინძლა! ✨ელ...
30/06/2026

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება პეტრ კუბერნატმა, საელჩოში საოცარ ახალგაზრდებს უმასპინძლა! ✨
ელჩმა სიხარულით მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკიდან ჩამოსული ახალგაზრდა ენთუზიასტებით სავსე ჯგუფი - „ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის“ სტუდენტები და მონაწილეები, რომლებიც სავსე არიან ენერგიით, სწავლის წყურვილითა და სამყაროს მიმართ დიდი ინტერესით! ❤️🎓
ელჩ კუბერნატთან ღია დისკუსიისას, მათ განიხილეს ყველაფერი - დიპლომატიური პრაქტიკიდან დაწყებული, ჩეხეთ-საქართველოს 🇨🇿🇬🇪 ეკონომიკური ურთიერთობებით დასრულებული. დაისვა უამრავი საინტერესო კითხვა, მათი ცნობისმოყვარეობისა და ენთუზიაზმის ხილვა კი მართლაც საოცარი იყო! 🙌💡
დიდი მადლობა სტუმრობისთვის! თითოეულ მათგანს წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში! ⭐👏

The Ambassador of the Czech Republic to Georgia, H.E. Petr Kubernát, welcomed great energy to the Embassy! ✨
The Ambassador welcomed an enthusiastic group of young people from the Czech Republic - students and participants of the International Summer School of Young Natural Scientists - who are full of energy, eager to learn, and keenly interested in the world around them! ❤️🎓
In an open discussion with Ambassador Kubernát, they covered everything from diplomatic practice to 🇨🇿🇬🇪economic relations. There were plenty of great questions, and their curiosity and passion were truly wonderful to see! 🙌💡
Thank you for a great visit, and we wish everyone the best of luck in their future endeavors! ⭐👏

🕯️ Commemoration Day for the Victims of the Communist RegimeToday, we remember all those who were denied freedom, dignit...
27/06/2026

🕯️ Commemoration Day for the Victims of the Communist Regime
Today, we remember all those who were denied freedom, dignity, and life by the communist regime. Seventy-six years ago, following a fabricated political show trial, prominent figures such as Milada Horáková, Záviš Kalandra, Jan Bouchal, and Oldřich Pecl were executed. These heroes laid down their lives for the values of democracy. We do not forget. 🕊️

Address

Ilia Chavchavadze Avenue 37-block VI
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 16:30
Tuesday 09:00 - 16:30
Wednesday 09:00 - 16:30
Thursday 09:00 - 16:30
Friday 09:00 - 15:30

Telephone

+995322916740

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Czech Embassy in Tbilisi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Czech Embassy in Tbilisi:

Shortcuts

Share