შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი / National Assessment and Examinations

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი / National Assessment and Examinations

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი / National Assessment and Examinations შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - www.naec.ge

🔈გთავაზობთ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს ⤵დეტალურად:🔗 https://naec.ge/ #/ge/post/3699
20/08/2026

🔈გთავაზობთ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს ⤵

დეტალურად:🔗 https://naec.ge/ #/ge/post/3699

🔈2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საყურადღებოდ - პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა ...
19/08/2026

🔈2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საყურადღებოდ - პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება⤵

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

🔹გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიოთ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები.

🔷გამოსაცდელებმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ:
🔹 გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე;
🔹 საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;
🔹საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურს;
🔹ქალაქს, სადაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.

🔈ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 - საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები - სტატისტიკა ⤵2026  წელს 118907 ნაშრომიდა...
19/08/2026

🔈ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 - საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები - სტატისტიკა ⤵

2026 წელს 118907 ნაშრომიდან გასაჩივრდა 3 095, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2.60%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. არავის მოუმართავს საპრეტენზიო განაცხადით ოსურ ენასა და ფრანგულ ენაში.

გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა - 1136;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 23;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 6;
ინგლისური ენა - 515;
რუსული ენა - 7;
გერმანული ენა - 1;
ფრანგული ენა - 0;
ოსური ენა - 0;
მათემატიკა - 488;
ისტორია - 340;
გეოგრაფია - 38;
ბიოლოგია - 264;
ქიმია - 68;
ფიზიკა - 37;
ლიტერატურა - 31;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 7;
სამოქალაქო განათლება - 134.

შეფასება შეიცვალა სულ 928 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.78%-ია. ქულა მოემატა 921 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 7 ნაშრომის შემთხვევაში.

აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.

🔈გთავაზობთ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულების ცხრილს ⤵🔗 https://naec.ge/ #/ge/post/3696🔹შეგახსე...
19/08/2026

🔈გთავაზობთ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულების ცხრილს ⤵

🔗 https://naec.ge/ #/ge/post/3696

🔹შეგახსენებთ: გათანაბრება ხორციელდება იმ საგნებში, რომლებშიც გამოცდა ერთზე მეტ ვარიანტად ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც დადგენილ მინიმალურ ზღვარს აღემატება.

🔈2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა. 🔹საბოლოო შედეგებთან ერთად ვებგვერდზე ...
19/08/2026

🔈2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა.

🔹საბოლოო შედეგებთან ერთად ვებგვერდზე online.naec.ge აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

🔹ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

🔎დეტალურად: https://naec.ge/ #/ge/post/3695

🔈საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეებისთვის  საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო ⤵🔹2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოც...
19/08/2026

🔈საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო ⤵

🔹2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, შესაძლებლობა აქვთ საპრეტენზიო განაცხადით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

🔹საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე.

🔗დეტალურად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3694

🔈 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართვე...
18/08/2026

🔈 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს, რომ გამოცდისათვის რეგისტრაციის ვადა 19 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

🔹გასათვალისწინებელია ასევე, რომ პირი, რომელიც საჭიროებს გამოცდაზე სპეციალურ პირობებს, ვალდებულია მიმდინარე წლის 19 აგვისტოს 18:00 საათამდე ცენტრში წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

დეტალურად: 🔗https://naec.ge/?fbclid=IwAR3zqXIFBZh__Lwk2D2Gm0-_x-PhpGKEg5jbyIQoll7w1zLuSHfJ2rqrEDo #/ge/post/3693

🔈გთავაზობთ 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველად შედეგებს ⤵🔹საკუთარი შედეგის გასაგებად მაგისტრანტობის კანდიდატი ...
18/08/2026

🔈გთავაზობთ 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველად შედეგებს ⤵

🔹საკუთარი შედეგის გასაგებად მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

🔎დეტალურად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3692

🔈მასწავლებლის გამოცდების მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო. ⤵2026 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მ...
18/08/2026

🔈მასწავლებლის გამოცდების მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო. ⤵

2026 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების მონაწილეებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, შესაძლებლობა აქვთ საპრეტენზიო განაცხადით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge 18 აგვისტოს 10:00 საათიდან 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.

დეტალურად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3691

🔈გთავაზობთ 2026 წლის საგნის გამოცდების შედეგებს შემდეგ საგნებში:  🔹ინგლისური ენა🔹რუსული ენა🔹გერმანული ენა🔹ფრანგული ენა🔹ი...
17/08/2026

🔈გთავაზობთ 2026 წლის საგნის გამოცდების შედეგებს შემდეგ საგნებში:
🔹ინგლისური ენა
🔹რუსული ენა
🔹გერმანული ენა
🔹ფრანგული ენა
🔹იტალიური ენა
🔹ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის)
🔹კომპიუტერული ტექნოლოგიები

🖥საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

🔎პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული ქულის ნახვის შესაძლებლობა.

✅მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.

🔷გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 18 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.

📑დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.

🔗ვრცლად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3690

Address

ელიზბარ მინდელის ქ. N9
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 06:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი / National Assessment and Examinations posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი / National Assessment and Examinations:

Shortcuts

Share